Digest Logo

„ადამიანი უბრუნდება თავის ოჯახურ ისტორიას, მშობლებთან ურთიერთობას, სახლს, დაცულობასა და ემოციურ სტაბილურობას“ - უჩა სიხარულიძე იუპიტერის კირჩხიბში გადასვლაზე

1749314585
 უჩა სიხარულიძე

ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად გამომწერებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს. ამჯერად, იგი სტატუსს აქვეყნებს და პლანეტა იუპიტერის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლაზე საუბრობს.

როგორც თავად აღნიშნავს, მსოფლიო ემოციური პასუხისმგებლობის ეპოქაში გადადის:

„იუპიტერი კირჩხიბში:

შინაგანი იდენტობის გაძლიერება გლობალურ დონეზე. 10 ივნისს ტრანზიტული იუპიტერი ერთი წლით გადადის კირჩხიბის ზოდიაქოში და ეს უბრალო ასტროლოგიური მოვლენა ნამდვილად არ არის. როცა იუპიტერი, პლანეტა რომელიც განაგებს რწმენას, მსოფლმხედველობას, განათლებასა და გაფართოებას, გადადის ზოდიაქოს ყველაზე ემოციურ, მემკვიდრეობითად დატვირთულ და ფესვებთან დაკავშირებულ ნიშანში, ცვლილებები მხოლოდ გარედან კი არა, შიგნიდან იწყება.

გეოპოლიტიკურად - იკვეთება ძალების გადანაწილება, ქვეყნებს აღარ სურთ უნივერსალური მოდელის მორგება, ყველას საკუთარი „სახლი“ და წესები სურს.

ინდივიდუალურად - ეს პერიოდი განსაკუთრებით წარმატებული იქნება მათთვის ვისაც პირად რუკაში ბევრი პლანეტა აქვთ კირჩხიბის ნიშანში — ისინი იგრძნობენ შინაგან აღმაფრენას, გარშემო ექნებათ მეტი მხარდაჭერა და მათი სენსიტიურობა ძალად იქცევა. ასევე დიდი სარგებელი ექნებათ თევზებისა და მორიელის ნიშნის გავლენის მქონე ადამიანებს — წყლის ნიშნებს, რომლებსაც ემოციური ინტუიცია ამ პერიოდში სასარგებლო გზაზე წაიყვანს.

დადებითი ტალღა შეეხება მიწის ნიშნებსაც — კუროს და ქალწულის გავლენის მქონე ინდივიდებს, რომელთათვისაც ეს ტრანზიტი სტაბილურობას და ოჯახური საკითხების მოწესრიგებას მოიტანს. იუპიტერი კირჩხიბში ეგზალტირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ძალა აქ ბუნებრივად ძლიერია და ადვილად იჩენს თავს.

ეს ტრანზიტი მკაფიოდ აჩვენებს, როგორ იწყებს მსოფლიო ემოციურ და კულტურულ გადაფასებას. ინდივიდუალურ დონეზე ადამიანი უბრუნდება თავის ოჯახურ ისტორიას, მშობლებთან ურთიერთობას, სახლს, დაცულობასა და ემოციურ სტაბილურობას. კოლექტიურ დონეზე კი ქვეყნები იწყებენ თავიანთი ტრადიციების გადახედვას — ეროვნული საზღვრების, ტრადიციების, ენისა და რელიგიის ირგვლივ ახალი მიდგომები იბადება.

ცვლილებების ეს პერიოდი ემთხვევა სატურნის ვერძში, ნეპტუნის და ურანის ნიშნის შეცვლას და პლუტონის მერწყულში აქტივაციას. ეს ყველაფერი ერთად გვეუბნება, რომ დაწყებულია სრულიად ახალი ციკლი — სადაც რწმენა, ოჯახი და საკუთარი მიწის დაცვა აღარ იქნება მეორეხარისხოვანი.

მსოფლიო გადადის ემოციური პასუხისმგებლობის ეპოქაში“, - წერს უჩა სიხარულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ადამიანის თითის ანაბეჭდები, შესაძლოა, ისეთი უნიკალური არ იყოს, როგორიც გვეგონა - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

რა უცნაური ნიჭი აღმოაჩინა საკუთარ თავში ელენე ფოჩხუამ და რაში შველის მას ჯინიანი ხასიათი

„შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ემოციური კონტროლი, საჭიროებისას დაეყრდენით ინტუიციას“ - 7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან