
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„სულ ახლად აღმოჩენილი, ცინცხალი კომეტა C/2025 F2 (SWAN) ქლორის ფერი ნათებითა და დისკისებური ფორმით, მოიჩქარის პეგასის თანავარსკვლავედიდან ანდრომედას მიმართულებით. და თუ მზის სიახლოვემ არ დაწვა, ვარაუდობენ, რომ მაისის თვეში უძრავი ვარსკვლავის - ალდებარანის სიახლოვეს ჩაივლის.
ასეთი ფერისა და ფორმის კომეტები აღწერილი აქვს V საუკუნის ძველ ბერძენ ასტროლოგს თებეს ჰეფესტიოსს (Hephaestio Thebanus) თავის ნაშრომში „აპოტელესმატიკა“.
როგორც ჩანს, ამ ტიპის კომეტები მართლაც დიდი მნიშვნელობის ამბებს ემთხვეოდნენ ხოლმე, რახან სწავლულმა მას ასეთი ყურადღება მიაპყრო.
იგი აღნიშნავდა: „დისკი, რომელიც სატურნს წააგავს, მრგვალია და აქვს სატურნის მსგავსი ელფერი, აღძრავს ყველა სახის ომს ყველა ქვეყანაში და დიდი მეფეების სიკვდილს და ამდაბლებს მათ დიდებულებას ძველ დროში“.
ამ მოსაზრებას ადასტურებს იოანე ლიდიელიც და განავრცობს“ ხოლო მდაბალნი და უგვარონი აღზევდნენ, რითაც საფრთხე შეუქმნან მმართველ ელიტას“.
რას ნიშნავს, ან რას მოასწავებს ეს?
შესაძლოა ბევრს არაფერსაც.
შესაძლოა კი, რომ ძველი ელინების წინასწარმეტყველებები ახდეს.
მაისში ვნახავთ“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „რა გოგო ხარ...“ - ბაბი კირკიტაძე ახალ კადრებს აქვეყნებს
⭕ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ორსული მეუღლე დაეღუპა, მოულოდნელად გარდაიცვალა
🎥 „ადამიანები პლანეტას ვკლავთ...“ - სიმართლე საკვები პროდუქტების შესახებ, ლაშა ჯაყელის განმარტება