„მთვარე მორიელში: ემოციური ალქიმია და შინაგანი ტრანსფორმაცია. ტრანზიტის პერიოდი: 21 ივლისი (17:34) - 24 ივლისი (05:06)“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს:
„მთვარე მორიელში ტრანზიტის დროს ემოციური ფონი დაძაბული და ინტენსიური ხდება. ადამიანს საკუთარი ფსიქიკის ყველაზე ღრმა და ბნელ შრეებში უწევს ჩახედვა.
ასტროლოგიურად, მთვარე მორიელში დაცემულია, რაც სიმბოლურად ნიშნავს უფსკრულში ჩასვლასა და ამოსვლას. ამ დღეებში იმატებს რადიკალიზმიც, რადგან ადამიანი ხვდება საკუთარ ჩრდილს (იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგიიდან).
ამ დროს ადამიანს იმ ალქიმიური პროცესის გავლა უწევს, რომელიც დაკავშირებულია სიმბოლურ სიკვდილთან და აღდგომასთან.
✨ ტრანზიტის მთავარი ეზოტერული ასპექტები:
🔍 ქვეცნობიერის გააქტიურება - ამ დღეებში ინტუიცია ძლიერდება, ამიტომ ტყუილის დამალვა თითქმის შეუძლებელია. ჩვენ ქვეცნობიერად ვგრძნობთ გარშემომყოფთა ფარულ მოტივებსა და რეალურ განზრახვებს. ხშირად მჟღავნდება ის ინფორმაცია, რომელიც აქამდე დაფარული იყო.
🌪 ემოციური ინტენსივობა და კრიზისი - მორიელის ენერგია ხშირად აღვიძებს წარსულის მივიწყებულ ტკივილს, კომპლექსებს, ეჭვიანობას და კონტროლის მოთხოვნილებას. თუმცა, ეს დაგროვილი ენერგია განადგურებისკენ კი არა, შინაგანი გაწმენდისა და გათავისუფლებისკენ უნდა მივმართოთ.
🔥 ფსიქოლოგიური სიკვდილი და აღდგომა - მორიელის არქეტიპი ფენიქსს უკავშირდება. ამიტომ ეს ტრანზიტი იდეალური პერიოდია მავნე ჩვევების, ტოქსიკური კავშირებისა და იმ შიშების დასასრულებლად, რომლებიც წინსვლაში ხელს გვიშლის.
🎯 როგორ გამოვიყენოთ ეს პერიოდი? ამ დღეებში ყველაზე დიდი შეცდომა საკუთარ ემოციებთან ბრძოლა და მათი ჩახშობაა. მიეცით თავს უფლება, ბოლომდე შეიგრძნოთ ის, რაც გაწუხებთ.
დაკავდით ფსიქოლოგიური პრაქტიკებით, ასკეზებით, რიტუალებით, ეზოთერული კვლევებით, ფსიქოთერაპიით ან უბრალოდ, საკუთარ თავთან გულწრფელი დიალოგით. ენერგია მიმართეთ საკუთარი თავის შეცნობისკენ და არა გარშემომყოფებთან ურთიერთობების გარკვევისკენ. მორიელში მთვარის გავლა მარტივი არასდროს არის, მაგრამ ის აუცილებელია ჩვენი ტრანსფორმაციისთვის“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ესპანეთის პრინცესებმა, ლეონორმა და სოფიამ, 16 წლის შემდეგ მსოფლიო თასი კვლავ აღმართეს
⭕ „მნიშვნელოვანი რამ, რასაც ჩემს შვილებს ყოველთვის ვასწავლი, არის...“ - რას წერს არუნ ხათრი