პრინცესა ლეონორი და პრინცესა სოფია ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონობას კვლავ აღნიშნავენ.
პრინცესები მშობლებს, მეფე ფელიპესა და დედოფალ ლეტიციას, კვირას, 19 ივლისს შეუერთდნენ. ჩემპიონატის ფინალი არგენტინის წინააღმდეგ, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ისტ-რატერფორდში გაიმართა. 20 წლის პრინცესა ლეონორი და 19 წლის პრინცესა სოფია ნაკრებს კერძო ლოჟიდან ქომაგობდნენ.
მეფე და დედოფალი კი ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად განსაკუთრებით დაცულ ლოჟაში იმყოფებოდნენ.
დაძაბული მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. ის 106-ე წუთზე ფერან ტორესმა გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ ესპანეთის სამეფო ოჯახი მოედანზე ჩავიდა და გამარჯვება გუნდთან ერთად აღნიშნა.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა და ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, თასი გამარჯვებულებს გადასცეს, ის სამეფო ოჯახის წევრებს გადააწოდეს. მათ ოქროს თასი მაღლა აღმართეს. ამ დროს მათ ზურგს უკან გუნდი მღეროდა და ცეკვავდა.
ლეონორისა და სოფიასთვის წლევანდელი საზეიმო მომენტი განსაკუთრებული აღმოჩნდა. ესპანეთის მიერ მსოფლიო თასის წინა ფინალის მოგებისას, 2010 წელს, ძალიან პატარები იყვნენ. იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკა) გამართულ თამაშებზე ესპანეთის სამეფო ოჯახს იმჟამინდელი ტახტის მემკვიდრე პრინცი ფელიპე და პრინცესა ლეტიცია წარადგენდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ფელიპეს მშობლები: მეფე ხუან კარლოსი, რომელიც ტახტიდან 2014 წელს გადადგა, და დედოფალი სოფია.
თუმცა, პრინცესებმა ზეიმში მონაწილეობა სამშობლოში მაინც მიიღეს. ისინი მადრიდის სამეფო სასახლეში გამართულ მიღებას დაესწრნენ, როდესაც გუნდი შინ დაბრუნდა. ესპანეთის ნაკრების მეკარემ და კაპიტანმა, იკერ კასილიასმა, მათ თასი გადასცა. ეს მომენტი დაუვიწყარი აღმოჩნდა.


⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „მნიშვნელოვანი რამ, რასაც ჩემს შვილებს ყოველთვის ვასწავლი, არის...“ - რას წერს არუნ ხათრი
⭕ „მოუსმინეთ საკუთარ თავს...“ - 22 ივლისის ენერგიები
წყარო: www.beaumonde.ge