
22-28 სექტემბრის კვირა პლანეტა მარსსა და პლუტონს შორის დაძაბული კვადრატურით, ასევე მზესა და ნეპტუნს შორის ოპოზიციით დაიწყება. ამიტომ, კვირის პირველი ნახევარი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისათვის შედარებით რთული იქნება. კვირის შუა რიცხვებში მზე ურანთან და პლუტონთან ორ ძალიან ჰარმონიულ ტრინს ქმნის, რაც ბევრ სირთულესა და დაძაბულობას გამოასწორებს.
უფრო დეტალურად, გაგიზიარებთ, როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ვერძები კვირას სამსახურთან დაკავშირებული გაღიზიანებით დაიწყებენ - შესაძლოა, კოლეგების ან თანამშრომლების მხრიდან გარკვეული დისკომფორტი იგრძნოთ. ერთობლივ პროექტებში, ასევე, კომუნიკაციის თვალსაზრისით, დაბრკოლებებია მოსალოდნელი. კვირის მეორე ნახევარი ბევრად უფრო საინტერესოდ წარიმართება. შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა მოულოდნელი სიურპრიზით გაგახაროთ და ამავდროულად, თქვენი ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდეს. ეს კი დამატებით მოტივაციას მოგცემთ, რომ არსებულ თუ ახალ საქმეებში წარმატებას მიაღწიოთ.
კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
როგორც ასტროლოგები ამბობენ, კუროს ნიშნის წარმომადგენლებს შესაძლოა, ოჯახის წევრებთან ან ნათესავებთან გარკვეული უთანხმოებები შეხვდეთ და სხვადასხვა საკითხი, რომლებიც აქამდე ვერ გადაჭრეს, საბოლოოდ გაარკვიონ. თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები შაბათ-კვირას გაჩნდება. ამ დღეებში შესაძლოა, საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რაც კარიერულ და პიროვნულ განვითარებაში დაგეხმარებათ.
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
21 სექტემბრის, მზის დაბნელების შემდეგ, თქვენი პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად შეიცვლება და გაზრდილ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ. ეს კი მოგცემთ შესაძლებლობას, შემოქმედებით პროექტებსა და მნიშვნელოვან მიზნებზე კონცენტრირდეთ. კარგად დააკვირდით იმ იდეებს, რომლებიც მიმდინარე კვირის განმავლობაში გექნებათ. დიდი ალბათობით, მათგან რომელიმე სამომავლოდ ძალიან დიდ წარმატებამდე მიგიყვანთ. ამ კვირაში, ძირითადად, საქმიანი მიმართულებით იქნებით დატვირთული და ეს თქვენგან იმდენ ენერგიას მოითხოვს, რომ რომანტიკულ სფეროში სიახლეებისათვის დრო ნაკლებად დაგრჩებათ.
კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
კირჩხიბებს მოუწევთ, მიმდინარე კვირის განმავლობაში საქმიან ურთიერთობებში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. რადგანაც ერთი უზუსტობა ან არასწორი ნაბიჯი შესაძლოა, როგორც კონკურენტებმა, ასევე ნდობით აღჭურვილმა პირებმა, ნეგატიურად გამოიყენონ. ხუთშაბათამდე ყველა იმ საკითხის მოგვარებას შეძლებთ, რომლებიც შესაძლოა, საქმიან ურთიერთობებში დაბრკოლებად გადაიქცა. მიმდინარე კვირის განმავლობაში, გექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი თავი სრულად გამოხატოთ, თქვენი შესაძლებლობები წარმოაჩინოთ, მიიღოთ დაწინაურების შანსი და ამავდროულად, თქვენთვის საინტერესო პროექტების განხორციელებაზეც იფიქროთ.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა, უენერგიობამ და უმოტივაციობამ შეგაწუხოთ. მიზეზი ემოციური გადაღლილობა იქნება, რაც განვლილ პერიოდებს უკავშირდება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდის შენარჩუნება სცადოთ. მომატებული შფოთვის ფონზე, შესაძლოა, საყვარელ ადამიანებს უსაფუძვლოდ აწყენინოთ. ოთხშაბათიდან ენერგია კვლავ დაგიბრუნდებათ და პოზიციური ემოციები თქვენი მიზნების განხორციელების შანსს მოგცემთ. დადებითი ცვლილებები გელოდებათ როგორც სამსახურში, ასევე რომანტიკულ სფეროში.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
შესაძლოა, სხვების მოლოდინები და თქვენი ქმედებები ერთმანეთს არ დაემთხვეს, არასასიამოვნო საუბარი შეგხვდეთ და პირადი საზღვრების უფრო მკაფიოდ დაწესება მოგიწიოთ. ხუთშაბათისთვის მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ, რაც დაგეხმარებათ, მარტივად გადაჭრათ ყველა ის საკითხი, რომლებიც აქამდე გერთულებოდათ. კვირის მეორე ნახევრიდან კარიერული თვალსაზრისით დიდი წარმატებები გელოდებათ. ახლა გაქვთ შანსი, საკუთარი შესაძლებლობები კიდევ უკეთ წარმოაჩინოთ და ახალი პასუხისმგებლობები აიღოთ.
სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
მზის დაბნელების შემდეგ პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში სასწორებს რეალობის შეფასება გაუჭირდებათ. ბევრი სიტუაცია და მოვლენა შესაძლოა, არასწორად აღიქვათ და ამის გამო შეცდომები დაუშვათ. თუმცა, ის თანდაყოლილი სიფრთხილე, რაც ყოველთვის გამოგარჩევთ, ბევრ სირთულეს თავიდან აგარიდებთ. კვირის მეორე ნახევრიდან როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები გელოდებათ.
მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
ასტროლოგები მორიელებს ურჩევენ, რომ კვირის პირველი დღეების განმავლობაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღონ და ხალხმრავალ შეკრებებს თავი მაქსიმალურად აარიდონ. ოთხშაბათიდან ზოდიაქოს აღნიშნული ნიშნის წარმომადგენლები გაძლიერებულ ინტუიციას გრძნობენ, რაც ახალი, წარმატებული პროექტების დაწყებაში ან ცხოვრების წესის შეცვლაში ნამდვილად დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, სწორედ ახლა თვითგანვითარებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ და სამომავლო წარმატებებისთვის მნიშვნელოვანი ფონი შექმნათ.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ჯობს, კვირის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ზედმეტად არ გადაიღალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ემოციური „გადაწვის“ ზღვარზე დადგეთ. შეეცადეთ, სამსახურში ზედმეტი პასუხისმგებლობები არ აიღოთ, კარგად გამოიძინოთ, თქვენთვის სასიამოვნო აქტივობებში ჩაერთოთ და განიტვირთოთ. თუ ამ რეკომენდაციებს დაიცავთ, კვირის მეორე ნახევრიდან თავს საკმაოდ ენერგიულად იგრძნობთ. ეს კი სხვადასხვა მიმართულებით წარმატებისა და განვითარების შესაძლებლობას მოგცემთ. გარდა ამისა, კვირის განმავლობაში ფინანსური სიურპრიზი და პატარა, მაგრამ სასიამოვნო საჩუქრები გელოდებათ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
კვირის დასაწყისში შესაძლოა, კომუნიკაცია გაგირთულდეთ და ოჯახის წევრებთან, ასევე თანამშრომლებთან გარკვეული უთანხმოებები შეგხვდეთ. შაბათ-კვირის მოახლოებასთან ერთად, თხის რქებს სამსახურის ან პოზიციის შეცვლის შესაძლებლობა გაუჩნდებათ და ბევრი მათგანი ცვლილებების ციკლს დაიწყებს. ეს ცვლილებები კი განსაკუთრებით პერსპექტიული აღმოჩნდება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ახალ შესაძლებლობებზე უარი არ თქვათ და წარმატების შანსი არ დაკარგოთ.
მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
ასტროლოგები გირჩევენ, რომ კვირის პირველი ნახევრის განმავლობაში სამომავლო გეგმების სხვებისთვის, მათ შორის, ახლობელი ადამიანებისათვის, გაზიარებას მოერიდოთ, რადგანაც მანიპულაციის რისკი მაღალია. კვირის მეორე ნახევარში მომატებულ ენერგიას იგრძნობთ, რაც საშუალებას მოგცემთ, ახალი პროექტები დაიწყოთ ან გაჩერებული საქმეები საბოლოოდ დაასრულოთ. ეს კვირა საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს გიხსნით და დაწინაურების შანსს გაძლევთ.
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
შესაძლოა, იმის გამო, რომ გარკვეული სიტუაციების კონტროლი არ შეგიძლიათ, მომატებული შფოთვა იგრძნოთ. უმჯობესია, კამათს მაქსიმალურად მოერიდოთ. მიმდინარე კვირის განმავლობაში, თქვენი ამოცანაა, არსებულ საქმეებზე კონცენტრირდეთ და სარისკო გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. სასიამოვნო სიახლეები გელით რომანტიკული ურთიერთობების კუთხით. გარდა ამისა, მათ, ვინც ადამიანებთან თანამშრომლობით, სოციალური მუშაობით ან შემოქმედებითი საქმიანობით არიან დაკავებულნი, კვირის განმავლობაში საინტერესო გამოცდილება ელოდებათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბედნიერი დედაშვილობა თქვენ, საყვარლები ხართ“ - მარიამ ელიაშვილი შვილთან ერთად პოზირებს
წყარო: www.beaumonde.ge