აგვისტო ასტროლოგიურად დატვირთული თვე იქნება - 12 აგვისტოს ლომის ზოდიაქოში ახალმთვარეობა და მზის დაბნელება დაბნელებების სეზონს გახსნის, თვის ბოლოს კი თევზებში სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება დადგება. მათ შორის პერიოდი კი დაგეგმვას, ორგანიზებას, ახალი იდეების გააზრებასა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წესრიგის დამყარებას დაეთმობა.
12 აგვისტო - ახალმთვარეობა და მზის დაბნელება
ამ მოვლენამ შესაძლოა, მოულოდნელი სიახლეები, ახალი იდეები ან ცვლილებები მოიტანოს. ასტროლოგები გვირჩევენ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებების მიღებისას არ ავჩქარდეთ და მოვლენების განვითარებას რამდენიმე დღის განმავლობაში დავაკვირდეთ.
13-27 აგვისტო - მზარდი მთვარე, მზე და მერკური ქალწულში
22 აგვისტოს მზე ქალწულის ზოდიაქოში გადავა. ეს შესაფერისი დროა სახლში წესრიგის დამყარებისთვის, გენერალური დალაგებისთვის, დაგეგმვისთვის, დოკუმენტებთან მუშაობისა და ყოველდღიური საქმეების ორგანიზებისთვის. ასევე, ეს პერიოდი ხელსაყრელია ბაღის მოვლისა და შემოდგომისთვის მზადებისთვის.
25 აგვისტოს მერკური ქალწულის ზოდიაქოში გადავა – ნიშანში, რომელშიც, ასტროლოგიური თვალსაზრისით, მისი ძლიერი თვისებები ყველაზე მკაფიოდ ვლინდება. ეს წარმატებული პერიოდია სწავლისთვის, ანალიზისთვის, ინფორმაციის დამუშავებისთვის, გეგმების შედგენისა და ახალი სასწავლო სეზონისთვის მზადებისთვის.
28 აგვისტო - სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება, თვე თევზების ზოდიაქოში მთვარის დაბნელებით დასრულდება. ასტროლოგები ამ დღეს ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი ეტაპების დასრულებას, ემოციურ განცდებსა და შინაგან ცვლილებებს უკავშირებენ. ამ დროს ჯობს, მიმდინარე მოვლენებს არ შეეწინააღმდეგოთ, პროცესებს ბუნებრივი მსვლელობა მისცეთ და ყურადღება დასვენებასა და ძალების აღდგენას დაუთმოთ.