Digest Logo

„კვირა გვთხოვს ძველის გაშვებას და ახალი ეტაპისთვის სივრცის შექმნას“ - როგორ გამოვიყენოთ ამ კვირის ენერგია, ასტროლოგის რჩევები!

1786349267
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი

10–16 აგვისტო. კვირა, რომელიც გვთხოვს ძველის გაშვებას და ახალი ეტაპისთვის სივრცის შექმნას

10–16 აგვისტოს ცაზე ძალიან საინტერესო და ძლიერი ენერგიები იკრიბება.

კვირის მთავარი თემა იქნება ურთიერთობები, ფინანსები, საკუთარი ღირებულების გაცნობიერება, ემოციები და ცხოვრების იმ სფეროების შეცვლა, სადაც უკვე ძველი წესებით ვეღარ ვაგრძელებთ.

10–11 აგვისტო — ურთიერთობებში მოულოდნელი შემობრუნებები

ამ დღეებში ვენერა ძალიან აქტიურია.

მას აქვს ჰარმონიული კავშირი პლუტონთან და ურანთან, ხოლო რეტროგრადულ ნეპტუნთან ოპოზიცია.
მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება ერთდროულად გვქონდეს ძლიერი გრძნობა, მოულოდნელი სურვილი და საჭიროება, რომ რაღაცას რეალურად შევხედოთ.

ურთიერთობებში შესაძლებელია, მოულოდნელი შეხვედრა ან ახალი ნაცნობობა, ძველი ადამიანის გამოჩენა,
არსებული ურთიერთობის ახალი ეტაპი, გულწრფელი საუბარი, იმის გაცნობიერება, თუ რას ველოდებით პარტნიორისგან.

მაგრამ ნეპტუნის გავლენით ერთი რამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ ავურიოთ სურვილი რეალობაში.

შეიძლება ვიღაც ისეთად დავინახოთ, როგორადაც გვინდა რომ იყოს და არა ისეთად, როგორიც სინამდვილეშია.
ამიტომ ამ დღეებში სიყვარულში საუკეთესო არჩევანია, არ იჩქაროთ დასკვნები. დააკვირდით მოქმედებებს, არა მხოლოდ სიტყვებს.

ფინანსურადაც შეიძლება გაჩნდეს საინტერესო შესაძლებლობა, მაგრამ იმპულსური ხარჯვისგან თავის შეკავება სასარგებლო.

12 აგვისტოს გვაქვს მზის დაბნელება ლომის 20°-ზე, დაღმავალ მთვარის კვანძთან.

ლომი გვესაუბრება ჩვენს თავის გამოხატვაზე, სიყვარულზე, შემოქმედებაზე, შვილებზე, თვითშეფასებაზე და სურვილზე, რომ ჩვენი არსებობა დავაფასოთ.

დაღმავალი კვანძი კი გვაჩვენებს იმას, რასაც უკვე თავისი დრო ჰქონდა. ამიტომ შეიძლება საკუთარ თავს დავუსვათ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა.

რას ვაკეთებ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებისგან აღიარება მივიღო?

შესაძლოა ზოგი ადამიანი მიხვდეს, რომ მუდმივად ცდილობდა ყველასთვის მოსაწონი ყოფილიყო.
ზოგისთვის დასრულდება ურთიერთობა ან სიტუაცია, სადაც საკუთარი თავი დაკარგა.

ზოგისთვის კი პირიქით, დასრულდება შიში და გაჩნდება სურვილი, რომ საკუთარი ნიჭი, იდეა ან შემოქმედება უფრო თამამად გამოაჩინოს.

დაბნელების ენერგია საუკეთესოდ გამოიყენება მაშინ, როცა ვათავისუფლებთ ადგილს ახალი ცხოვრებისათვის.
არ არის აუცილებელი ყველაფერი იმავე დღეს გადაწყვიტოთ.

ზოგჯერ დაბნელების დროს მთავარი საქმე გადაწყვეტილების მიღება კი არა, იმის დანახვაა, რა აღარ გვინდა.

12 აგვისტო — მარსი გადადის კირჩხიბში

იმავე დღეს მარსი კირჩხიბის ნიშანში გადადის და ენერგია უფრო ემოციური ხდება.

მარსი გვაძლევს მოქმედების სურვილს, კირჩხიბი კი ოჯახთან, სახლთან და ემოციებთან არის დაკავშირებული.

ამიტომ მომდევნო პერიოდში ყურადღება შეიძლება გადავიდეს სახლზე და საცხოვრებელზე, ოჯახურ საკითხებზე,
ახლობლებზე ზრუნვაზე, ოჯახის ფინანსურ უსაფრთხოებაზე, საცხოვრებლის შეცვლაზე ან გადაადგილებაზე. მაგრამ მარსი კირჩხიბში ზოგჯერ გვაიძულებს, ემოციური წყენით ვიმოქმედოთ.

ამიტომ თუ ვინმემ გაგაღიზიანათ, მაშინვე პასუხის გაცემა ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილება არ იქნება.
ჯერ დამშვიდდით, შემდეგ იმოქმედეთ.

13 აგვისტო — ვენერა სექსტილში მერკურთან

უფრო მსუბუქ ენერგიას გვაძლევს.

ეს კარგი დღეა საუბრისთვის, შერიგებისთვის, შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის და საკუთარი გრძნობების მშვიდად გამოხატვისთვის.

თუ წინა დღეებში ურთიერთობაში დაძაბულობა დაგროვდა, შეიძლება სწორედ ამ დროს გახდეს შესაძლებელი საუბარი, რომელიც სიტუაციას შეცვლის.

კარგია ასევე, მნიშვნელოვანი ზარისთვის, შეთანხმებისთვის, სასიამოვნო შეტყობინების გასაგზავნად,
საქმიანი მოლაპარაკებისთვის, პარტნიორთან გულწრფელი საუბრისთვის.

14–16 აგვისტო — იწყება გააზრების პერიოდი

დაბნელების შემდეგ შეიძლება თითქოს ყველაფერი მაშინვე არ შეიცვალოს. მაგრამ შინაგანად რაღაც უკვე დაწყებულია. შეიძლება უფრო მკაფიოდ იგრძნოთ, ეს აღარ მინდა, ასე გაგრძელება აღარ შემიძლია,
ახლა საკუთარ თავს უნდა მივხედო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია.

ამ დღეებში ნუ ეცდებით ძალით დააბრუნოთ ძველი მდგომარეობა. თუ რაღაც დასრულებისკენ მიდის დააკვირდით.
თუ ახალი შესაძლებლობა გამოჩნდა არ შეგეშინდეთ. თუ საკუთარ თავში ახალი სურვილი გაჩნდა მოუსმინეთ.

როგორ გამოვიყენოთ ამ კვირის ენერგია? დაასრულეთ ის, რაც უკვე ამოწურულია. გაათავისუფლეთ სივრცე სახლში და ცხოვრებაში. გულწრფელად გადახედეთ ურთიერთობებს.

ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მხოლოდ ემოციური იმპულსით. ახალი იდეები ჩაიწერეთ ზოგი მათგანი მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი გახდება. საკუთარ ნიჭს და შესაძლებლობებს მეტი ადგილი დაუთმეთ.

იზრუნეთ სახლსა და ოჯახზე, მაგრამ არ აიღოთ ყველას პრობლემები საკუთარ თავზე.

სიყვარულში ენდეთ არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ მოქმედებებს.