Digest Logo

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ლომის ნიშნისთვის - „სასიამოვნო და რომანტიკული მგზავრობები გელოდებათ“

1785771579
ლომის ზოდიაქო

ლომებო, თქვენი დროა, მზე თქვენს ნიშანშია 23 აგვისტომდე, გიყვარდეთ, იბრწყინდეთ, იბედნიერეთ.

აგვისტო ძალიან მნიშვნელოვანი თვეა თქვენთვის. რამდენიმე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ხდება თქვენს ნიშანში და ეცადეთ, ყველაფერი თქვენთვის სასიკეთოდ გამოიყენოთ.

4 აგვისტოს ტყუპში მყოფი მარსი მშვილდოსანში მყოფ ლილიტს უპირისპირდება - მცირე, მაგრამ ნერვებისმომშლელი გაურკვევლობები, ცდუნებები, უსიამოვნებები იქნება. შეიძლება უსიამოვნება იყოს თქვენს შვილებსა და გერებს შორის. მოერიდეთ უსიამოვნებას და ეცადეთ, ყველაფერი გარკვული გქონდეთ მეგობრებთან და კოლეგებთან, სოციალურ ქსელებშიც.

6 აგვისტოს ვენერა სასწორში გადადის, სადაც დარჩება ათ სექტემბრამდე - სასიამოვნო და რომანტიკული მგზავრობები გელოდებათ ან საინტერესო ნაცნობობა გზაში. მიიღებთ სასიამოვნო ამბებს, ფულს სილამაზესთან დაკავშირებით, ბიზნესიდან. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბათ კლასელთან, მეზობელთან. ზოგიერთი კი შეიძენთ ლამაზ გაჯეტს, აქსესუარს ან ავტომობილს.

7 აგვისტოს მზისა და სატურნის პოზიტიური ასპექტი გველოდება - გაერკვევით საკუთარ სურვილებში და უფრო მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენთ საკუთარი წინსვლისთვის. შეიძლება დაიწყოთ რეპეტიტორობა. მეტი დაკვირვება გმართებთ იურიდიული და ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებისას.

9 აგვისტოს მერკური თქვენს ნიშანში გადმოვა (25 აგვისტომდე) – მოგინდებათ საკუთარ თავზე, თქვენს წარმატებებზე საუბარი. მეტყველება გაგიხდებათ ლომური და ხომ იცით, “მეფის სიტყვა კანონია“. უნდა იყოთ ყურადღების ცენტრში, საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინოთ თქვენი უნარ-თვისებები. თუმცა, ტყუილების თქმას და რამის შელამაზებას არ გირჩევთ.

11 აგვისტოს მარსი კირჩხიბში გადადის - ენერგია და ძალა უნდა მიმართოთ ფარული საქმეების საკეთებლად, დაასრულოთ ძველი ვალდებულებები. ზოგიერთი გადაწყვეტთ განმარტოებით, ონლაინ მუშაობას. აი, 28 სექტემბერს კი მარსი უკვე თქვენს ნიშანში გადმოვა და მერე უფრო მოგემატებათ შემართება საკუთარი თავის გამოსავლენად.

10 აგვისტოს ვენერა პლუტონის ჰარმონიული ასპექტი გველოდება - საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების, დიპლომატიური ტრანსფორმაციების დროა. შეიძლება გააფორმოთ თქვენთვის ხელსაყრელი ხელშეკრულება, გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც დაიწყებთ ბიზნესს, ან გააბამთ რომანს. ზოგიერთი მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც შეგიცლით წარმოდგენას გარკვეულ საკითხზე.

12 აგვისტოს გველოდება მზის დაბნელება და ახალმთვარეობა (თბილისის დროით ახალმთვარეობა დადგება 21:36-ზე, ხოლო მზის დაბნელება იქნება 21:47-ზე) თქვენს ნიშანში და ამავე დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი - ასეთი დაბნელება თქვენს ნიშანში 18 წელი არ ყოფილა და გაიხსენეთ, რა ხდებოდა მაშინ, 18 წლის წინ. შანსი მოგეცემათ, რომ ცხოვრება დაიწყოთ თავიდან, მაგრამ წარსული გამოცდილების გათვალისწინებით. შეიძლება შეიცვალოთ ცხოვრების სტილი, სამსახური, დამოკიდებულება პარტნიორთან. არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი ადამიანი წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან.

15 აგვისტოს იუპიტერისა და მერკურის შეერთება გველოდება თქვენს ნიშანში - ასეთი ასპექტი იყო 12 წლის წინ. გრანდიოზული იდეების განხორციელება, წარმატება და მატერიალური კეთილდღეობა გელოდებათ. რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, რაც მეტად გამოგამზეურებთ.

17 აგვისტოს კი მერკური ჰარმონიულ ასპექტს შექმნის სატურნთან - უცხოეთთან, საბუთების გაფორმებასთან ან სწავლასთან დაკავშირებული საკითხები დაკვირვებით მოაგვარეთ.

19 აგვისტოს კარმული კვანძები იცვლიან მდებარეობას და 18 თვით ქალწული თევზების ღერძიდან ლომი მერწყულის ღერძზე გადადიან - ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა აგვისტოში თქვენთვის. მომდევნო პერიოდში დაბნელებები მოხდება თქვენი პარტნიორობის ღერძზე. შეიძლება მეგობრები ან პარტნიორები (სასიყვარულო და საქმიანი) საკუთარ თავზე წინ დააყენოთ. არაა გამორიცხული, რომ ამ პერიოდში გამოგიჩნდნენ ახალი მეგობრები ან პარტნიორები ან დაგიბრუნდნენ ძველები.

21 აგვისტოს ვენერა ოპოზიციაშია სატურნთან - შეხვედრა ან საუბარი შეიძლება იყოს სერიოზულ ადამიანთან სწავლასთან ან მგზავრობასთან დაკავშირებით. შეიძლება მოგზაურობის დროს გადააწყდეთ სირთულეებს, შეზღუდვას. არაა გამორიცხული, რომ გართულდეს ურთიერთობა ადამიანთან (პედაგოგი, გურუ), ვისთანაც ადრე კომუნიკაცია სასიამოვნო იყო.

22 აგვისტოს მზისა და კარმული კვანძის შეერთება გველოდება თქვენს ნიშანში - უნდა დაასრულოთ საქმეები, ურთიერთობები. უნდა მოიცილოთ ის, რასაც აღარ მოაქვს სიამოვნება, რაც ტვირთად გაწვებათ.

23 აგვისტოს, 06:19-ზე მზე თქვენს ნიშანს დატოვებს და ქალწულში გადავა - ცოტა ქალწულისეული უნდა გახდეთ და განსაკუთრებით ფინანსების თემაში. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, დააბანდეთ ის სარფიან საქმეში, სასარგებლო ნივთებში, სწავლაში.

25 აგვისტოს მერკური ქალწულში გადადის - უნდა გააქტიურდეთ, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. იქნება მიმოსვლა, კომუნიკაცია ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე. უნდა შეადგინოთ ხარჯების სია, აკონტროლოთ ხარჯი.

27 აგვისტოს მზისა და მერკურის შეერთება გველოდება ქალწულში - შეიძენთ ძვირად ღირებულ, ლამაზ, ძვირფას ნივთებს. არაა გამორიცხული, რომ გააფორმოთ ხელშეკრულება, რაც მომავალში ფულს მოგიტანთ.

28 აგვისტოს გველოდება სავსემთვარეობა (08:18-ზე) და მთვარის დაბნელება (08:24-ზე) თევზებში - ზოგიერთი დახურავთ კრედიტს, სესხს, რაც დაახლოებით 2 წლის წინ აიღეთ, ან მიიღებთ ფულს დაზღვევისგან, დახმარებას, ალიმენტს. ან თუ ფულს აგროვებდით, ახლა შეიძლება დააბანდოთ ბიზნესში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ივლისო, მალე დაბრუნდი...“ - მარინა კარპი ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებს

„ნეტა სანამ ცოცხლები იყვნენ თუ ვაგრძნობინე, როგორც მიყვარდნენ...“ - ნინი შერმადინის მამა 70 წლის გახდებოდა

„ჩემს ბედნიერ ადგილას, იმ ადამიანთან ერთად, ვინც მიყვარს“ - სანდრო ჩიჩუას და ანასტასია რუსიას რომანტიკული ფოტოები