ასტროლოგ მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა. გარდა ამისა ისაუბრა ზოდიაქოს 12 ნიშანზე და განმარტა, როგორი კვირა ელოდება თითოეულ მათგანს.
ვერძი
ენერგოტონუსი ეცემა, ადვილად იღლებით. მეტად გამოიძინეთ და დაასვენეთ თავი. მიუხედავად ამისა, ორმაგდება თქვენი ფინანსური მადა. შეიძლება შემოსავალიც გადიდდეს ადრეული საქმეებით, პრემიებით და ბონუსებით. მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას!
კურო
საუკეთესო დროა თქვენთვის, რადგან მზე და სიყვარულის პლანეტა თქვენს ნიშანშია. ენერგოტონუსი ყოველდღე მოიმატებს, ხდებით უფრო მეტად აქტიური, ენერგიული, ქარიზმატული, მიმზიდველი და ბევრი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ. წყალქვეშა დინება გაქვთ ჭორები და მოტყუების მცდელობა. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია.
ტყუპები
აი, ვის აქვს ყველაზე რთული პერიოდი. თქვენი ენერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა არამდგრადია, არ გაცივდეთ. ამ ნიშანმა ბევრი ფიქრი იცის, საჭესთან ფიქრმა კი შეიძლება გამოიწვიოს ტრავმულ-ავარიული შემთხვევები. არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ახალი საქმე. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით და ენას კბილი დააჭირეთ.
კირჩხიბი
ენერგოტონუსი მაღალია, თქვენი ჯანი მატულობს. ყოველდღე ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, მიმზიდველი. გადასარევი პერიოდია შემოქმედებითი კუთხით, ინტუიცია იზრდება. სიახლეების დროა! რეფორმები იქნება თქვენს ცხოვრებაში. ყურადღებით იყავით წყალქვეშა დინებასთან, რადგან დამოკიდებული ხდებით სხვათა გეგმებზე და მათ ხასიათ-ცვალებადობაზე.
ლომი
მთავარი საკითხები უკავშირდება კარიერას. თქვენი იდეები ზედმეტად ორიგინალური და ეპატაჟურია, რაც ყოვლად გაუგებარია. ენერგოტონუსი ეცემა, ამიტომ ნუ გადაიღლებით! თავი დაანებეთ თქვენს ზედმეტად ორიგინალურ იდეებს.
ქალწული
ერთ-ერთი საუკეთესო დრო გაქვთ. აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი ხართ. მოიმატებს ჯანი, ჯანმრთელობა, ფსიქოემოციური სტაბილურობაც, ძალიან კარგია ბუნებასთან კონტაქტი. საუკეთესო დროა მგზავრობა-მოგზაურობისთვის.
სასწორი
ენერგოტონუსი ეცემა, მაღალია გულაცრუება. ბევრი ადამიანი ვერ გაამართლებს თქვენს აზრებს, იდეებს, მიზნებს და ამიტომ გულაცრუების ელემენტი მაღალია, შანსია ფინანსური დანაკარგებიც. შორს იყავით საეჭვო ინტიმური კონტაქტებისგან!
მორიელი
აქტიური, ენერგიული, ინციატივიანი ხართ! ბევრი კარგი ელემენტები გაქვთ, მაგრამ მთავარი თქვენთვის პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნებაა. ნუ იქნებით ზედმეტად ჯიუტები, სარკასტული და პირდაპირი, რადგან ამაზეა დამოკიდებული თქვენი წარმატების ფაქტორი.
მშვილდოსანი
თქვენი მთავარი პრობლემა იმპულსურობაა. ყველაფერი გეჩქარებათ, ახლავე გინდათ ყველაფრის მოსწრება, არადა თქვენი ენერგოტონუსი დაბალია. ჩქარი მოქმედება შეცდომის ტოლფასია. გადაამოწმეთ ყველაფერი კარგად, ნუ იქნებით ზედმეტად სარკასტულები. კარგი პერიოდია დალაგებისთვის.
თხის რა
ენერგიული, აქტიური, შრომისუნარიანი, ინიციატივიანი ხართ. წარმატების შესაძლებლობები საკმაოდ მაღალი გაქვთ. კონკურსებსა და ლატარიებში მონაწილეობა იქნება წარმატების მომტანი. ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ. შეიძლება მოგიწიოთ ძველი ვალდებულებების შესრულება.
მერწყული
ენერგოტონუსი ეცემა, ძალიან მდგრადი არ ხართ ჯანმრთელობის მხრივ. მგზავრობა-მოგზაურობის კუთხით კარგი პერიოდია, იდეების განხორციელების კუთხითაც სასიკეთო შესაძლებლობები გექნებათ. მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო პრობლემები.
თევზები
ძალიან ქარიზმატული, აქტიური, ენერგიული და შემოქმედი ხართ. საუკეთესო დროა მრავალფეროვანი კონტაქტებისთვის, შეხვედრების, მოლაპარაკებების, ახალი ნაცნობობისა და სამეგობრო წრის ჩამოსაყალიბებლად. ურთიერთობებს აუმჯობესებთ დებთან, ძმებთან, მეზობლებთან. დაასტაბილურეთ თქვენი ცხოვრება!
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„დედამიწა უარყოფით ენერგოველში შევიდა, ურთიერთგაგება მცირდება... ყურადღებით იყავით ჯანმრთელობასთან და განწყობასთან“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
⭕დღეს, 29 აპრილს რუსთაველზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება