დღეს 27 თებერვალია, პარასკევი ვენერას რიტუალი.
მთვარე თევზებშია და ამ დღეს სასურველია, გააკეთოთ ვენერას რიტუალი, რომელიც არის სილამაზისა და ბარაქის ჰარმონიისთვის
ამ რიტუალის ჩასატარებლად დაგჭირდებათ, რომ აიღოთ პატარა თეთრი სანთელი, მოუსვით მას ცოტაოდენი სურნელოვანი ზეთი (ან სუნამო) და დაანთეთ.
წარმოიდგინეთ, როგორ იწმინდება თქვენი ცხოვრება ნეგატივისგან და ივსება სუფთა, ნაზი ენერგიით.
თქვით: „მე ვარ ჰარმონია, მე ვარ სილამაზე. ვენერა მჩუქნის სიყვარულს, თევზები – სიღრმეს. ჩემი ცხოვრება ბრწყინავს“.
• რატომ მუშაობს: ვენერა მართავს სურნელებსა და მიზიდულობას, თევზების მთვარე კი — სულიერ ძალას და გამოცდილებას. ეს რიტუალი დაგეხმარებათ, რომ შაბათ-კვირას სრულიად განახლებული და ენერგიული შეხვდეთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს - ნახეთ, შვილების რეაქცია
წყარო: www.facebook.com