მინეროლოგისა და ეზოტერიკოსის თქმით, რიცხვების ენერგია ჩვენზე ზემოქმედებს. ტელეფონის ნომერი კი ერთ-ერთი ისეთი კომბინაციაა, რომელსაც ადამიანი ცხოვრებაში ყველაზე ხშირად იმეორებს.
„შეიძლება ნუმეროლოგიის არ გჯეროდეთ, მაგრამ რიცხვების ენერგია მაინც მოქმედებს.
ტელეფონის ნომერი ერთ-ერთი ისეთი კომბინაციაა,რომელსაც ადამიანი ცხოვრებაში ყველაზე ხშირად იმეორებს.
ჩვენ მას ვკარნახობთ სხვებს, ვაგზავნით კონტაქტს, ვწერთ სხვადასხვა ფორმაში. ფაქტობრივად დღეში ბევრჯერ ვიმეორებთ ერთსა და იმავე რიცხვით ვიბრაციას.
სცადეთ ერთი მარტივი ექსპერიმენტი.
აიღეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ბოლო ოთხი ციფრი და შეკრიბეთ მანამ, სანამ ერთნიშნა რიცხვს არ მიიღებთ.
მაგალითად:
3368 → 3+3+6+8 = 20 → 2+0 = 2
შემდეგ ნახეთ, რომელი ენერგია გამოვიდა თქვენთვის.
1 — მაგის ენერგია
ინიციატივა, ლიდერობა, პროცესების დაწყების და სხვების წინ წაყვანის უნარი.
2 — ქურუმის ენერგია
ძლიერი ინტუიცია, ადამიანების შეგრძნების უნარი და დაფარული პროცესების დანახვა.
3 — იმპერატრიცას ენერგია
შემოქმედება, კომუნიკაცია, ადამიანებისა და შესაძლებლობების მიზიდვა.
4 — იმპერატორის ენერგია
სტრუქტურა, წესრიგი, პასუხისმგებლობა და სისტემის შექმნის უნარი.
5 — იეროფანტის ენერგია
ტრადიციები, ცოდნა, სწავლება. ხშირად ასეთ ადამიანებს აქვთ სურვილი ისწავლონ და სხვებსაც გაუზიარონ ცოდნა.
6 — შეყვარებულების ენერგია
არჩევანის გაკეთების უნარი, ურთიერთობების შექმნა და სწორი გადაწყვეტილებების პოვნა ადამიანების მეშვეობით.
7 — ეტლის ენერგია
მოძრაობა, მიზნისკენ სვლა და ძლიერი შინაგანი ძალა.
8 — სამართლიანობის ენერგია
ბალანსი, პასუხისმგებლობა, ფინანსები და რესურსების მართვა.
9 — განდეგილის ენერგია
სიბრძნე, სიღრმე, ცხოვრების აზრის ძიება და მოვლენების ღრმა გაგება",- წერს იოსელიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ გვემატება წონა 35 წლის შემდეგ მაშინაც კი, როცა ნაკლებს ვჭამთ? - გიორგი ფხაკაძის განმარტება