მანიფესტაციის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ტექნიკა, რომლის საშუალებითაც, ადამიანი კონკრეტულ დაბალი სიხშირის ენერგიას, რაიმე მატერიალურ სურვილში ცვლის - ამ პრაქტიკას ასკეზა ეწოდება.
ასკეზა - ეს არის პროცესი, როდესაც კონკრეტული დროით რაღაცაზე ვამბობთ უარს.
მაგალითად, თუ შენი სისუსტე ნიკოტინის მიღებაა, შეგიძლია სამყაროს დაჰპირდე, რომ, სიმბოლურად, 11 დღის მანძილზე, აღარ მიიღებ ნიკოტინს, სანაცვლოდ კი, ის სურვილის ახდენაში დაგეხმარება.
ასკეზა - ეს ერთგვარი „გარიგებაა“ სამყაროსთან. შენ იშორებ მავნე ჩვევებს და სამყაროს დადებით ენერგიებში (კონკრეტულ სურვილებში) უცვლი.
მინეროლოგი, ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი ასკეზის აღებას მარტში გვირჩევს, რადგან მისი თქმით, ეს ერთადერთი თვეა როდესაც ასკეზა განსაკუთრებულად ძლიერად მუშაობს - დაბნელებების დერეფნის გავლით:
აუცილებლად აიღეთ ასკეზა მარტში ✨
🌙 მარტი არის ერთადერთი თვე, როდესაც ასკეზა განსაკუთრებულად ძლიერად მუშაობს - დაბნელებების დერეფნის გავლით 🌑
🌕 ეს ენერგია თქვენს განზრახვებს ათჯერ აძლიერებს
💫 3 მარტის დაბნელება დახურავს თქვენი ცხოვრების ძველ ციკლს 🔚 ყველაფერი, რაზეც უარს იტყვით ამ პერიოდში, შეძლებს სამუდამოდ გასვლას თქვენი ცხოვრებიდან.
🚪✨ მარტის ენერგია კი, თითქოს „ცხენის სისწრაფით“ 🐎 აჩქარებს მოვლენებს, თქვენი სურვილები ბევრად სწრაფად იწყებს რეალობაში გამოვლენას ⚡️💖
8️⃣ მარტი არის საბოლოო დახურვის წერტილი დაბნელებების დერეფნის 🌘 ქალური ძალის 💃, განახლებისა 🌱 და ახალი ციკლის დასაწყისი.
აიღეთ ასკეზა თქვენი სურვილების დასაჩქარებლად ✨ იმ სურვილის, რომელსაც წლებია გულში ატარებთ 💭
❤️ აირჩიეთ ერთი კონკრეტული სურვილი და დაწერეთ ფურცელზე 📝👇 „მე, (სახელი გვარი), ვიღებ ასკეზას (მიუთითეთ, რაზე ამბობთ უარს) ამ თარიღიდან - (დასასრული თარიღი) 📅 გამოთავისუფლებულ ენერგიას მივმართავ ჩემი სურვილის ასრულებისთვის - (მიუთითეთ სურვილი) 💫“.
ფურცელი შეინახეთ მოფარებულ ადგილას 🤫 ასკეზის დასრულების შემდეგ კი დაწვით ის კლებად მთვარეზე როგორც დასრულების და გათავისუფლების სიმბოლო.
ასევე დაგაინტერესებთ: