Digest Logo

„მთავარი სიყვარული მსახურებაა, თუ შეგიძლია ისე იცხოვრო, რომ არავის არაფერი სთხოვო, თავისუფალი კაცი ხარ“ - გია მურღულია

1772688324
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს: 

„მთავარი სიყვარული მსახურებაა.

თუ შეგიძლია ისე იცხოვრო, რომ არავის არაფერი სთხოვო, თავისუფალი კაცი ხარ.

თუ ერთი ადამიანის დახმარებას შეძლებ, ღმერთი მადლობას გეტყვის.

თუ ბევრს შეეწევი, გაგიღიმებს.

თუ ადამიანს, ქალაქს ან ქვეყანას უკეთესს გახდი, დაგიმეგობრებს.

და თუ სიყვარულითა და გონიერებით ისეთ მნიშვნელოვან სიტყვებს დაწერ, უშენოდაც რომ დაეხმარონ ადამიანებს, სიკვდილს უბრძანებს, დაგივიწყოს“, - წერს გია მურღულია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„უმჯობესია არ განიხილოთ რთული თემები, როგორიცაა პოლიტიკა ან რელიგია...“ - 5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 5-7 მარტს საქართველოში

„დაგროვილი გამოცდილება და იდეები რეალურ შესაძლებლობებად შეიძლება გადაიქცეს“ - ასტროლოგი იუპიტერის რეტროგრადულობაზე