„უახლოესი დღეები უზარმაზარი ენერგიებით აგავსებთ. წყლისა და ცეცხლის სტიქიებით ანუ შხაპი ხშირად და ცეცხლს თუ ვერ დაანთებთ სანთლების ცეცხლის ენერგიებით შეივსეთ“, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას ზაფხულის მზებუდობაზე რჩევებს აძლევს.
„დღეს 21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა მეგობრებო, აივსეთ მზის სხივებით გარედანაც და შინაგანადაც, ფიზიკურადაც და სულიერადაც…
სიკეთე, სიხარული, სიყვარული და გაცნობიერებულობა გვქონოდეს, მადლობა სამყაროს შემქმნელს უფალს ყველაფრისათვის.
ყველას ბედნიერებას, თავისუფლებას და სილაღეს გისურვებთ, ყველა დალოცეთ, ყველას აპატიეთ და
ყველას პატიება და მიტევება სთხოვეთ. ყველას მადლიერება გაუგზავნეთ, ეს დღეს და უახლოესი დღეები
უზარმაზარი ენერგიებით აგავსებთ. წყლისა და ცეცხლის სტიქიებით ანუ შხაპი ხშირად და ცეცხლს თუ ვერ დაანთებთ სანთლების ცეცხლის ენერგიებით შეივსეთ, იგრძენით შინაგანად რომ ყველა გიყვართ და
გაგზავნეთ ყველასთან ეს სიყვარული და საუკეთესო სურვილები რომ ყველგან იყოს მშვიდობა, სიყვარული, სიკეთე, სიჯანსაღე, ბედნიერება და დღეგრძელობა…
გკოცნით, მიყვარხარ. მრავალ მზებუდობას დავესწროთ, უფრო მეტი ნათელი ენერგიებითა და მზის ენერგიებით აღსავსეები ჩემო ძვირფასებო, გეფერებით ყველას“, - წერს მიხეილ ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„გუშინ გაქრა შენი და ჩემი და გახდა ჩვენი! ჩვენი ქვეყანა! ჩვენი საქართველო!“ - ნანუკა ჟორჟოლიანი