Digest Logo

ახალი ეტაპი ურთიერთობებში, ფინანსური წარმატება და სასიამოვნო შეხვედრები - როგორი იქნება 3-9 აგვისტოს კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

1785737544
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

3-დან 9 აგვისტომდე პერიოდი, საერთო ჯამში, პოზიტიური ენერგიით იქნება გამორჩეული, თუმცა კვირის დასაწყისი გარკვეულ ემოციურ დაძაბულობასა და გაურკვევლობას მოიტანს. სწორედ ამიტომ, ორშაბათს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილე და თავშეკავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სამშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით ყურადღების ცენტრში კარიერული განვითარება, ფინანსური საკითხები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები მოექცევა. პარასკევსა და შაბათს დღის წესრიგში კომუნიკაცია, ახალი იდეები და შემოქმედებითი შთაგონება გადაინაცვლებს, ხოლო კვირა დღე საუკეთესო დრო იქნება დასვენებისთვის, შინაგანი ბალანსის აღდგენისა და ემოციური რესურსების შესავსებად.

კვირის უმთავრესი ასტროლოგიური მოვლენა 6 აგვისტოს ვენერას სასწორის ნიშანში გადასვლაა. ეს ტრანზიტი ჰარმონიის, ურთიერთობების გაღრმავების, სიყვარულისა და ესთეტიკის ენერგიას აძლიერებს. მომდევნო დღეები განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება პარტნიორული კავშირების განმტკიცებისთვის, მნიშვნელოვანი შეთანხმებების გაფორმებისა და იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც დიპლომატიურ მიდგომასა და ურთიერთგაგებას მოითხოვს.

3-9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

♈ ვერძი

ამ კვირაში თქვენი ინტუიცია განსაკუთრებულად გამძაფრდება. ორშაბათს მიღებული პირველი შთაბეჭდილებები და შინაგანი ხმა სწორ მიმართულებას გაჩვენებთ, განსაკუთრებით პირად პროექტებთან დაკავშირებით. სამშაბათს, დღის პირველ ნახევარში, მოერიდეთ მკვეთრ და ემოციურ განცხადებებს. ეს დრო ფიზიკური აქტივობებისა და ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად გაცილებით პროდუქტიული იქნება. კვირის ბოლოს შესაძლოა, ძველი ურთიერთობები კვლავ განახლდეს, ამასთან ერთად კი შემოსავლის მიღების საინტერესო და არასტანდარტული შესაძლებლობებიც გამოჩნდეს.

♉ კურო

კვირის დასაწყისში ყურადღების კონცენტრაცია გაგიჭირდებათ და სხვადასხვა საქმეს შორის გადართვა მარტივი არ იქნება. ოთხშაბათიდან სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება და საკუთარ პოზიციებს უფრო თავდაჯერებულად გაიმყარებთ. განსაკუთრებული ყურადღება ფინანსურ და საოჯახო საკითხებს დაუთმეთ. ხუთშაბათის მეორე ნახევარი და პარასკევი ხელსაყრელი იქნება მოლაპარაკებების, შესყიდვებისა და მნიშვნელოვანი შეთანხმებებისათვის. 6 აგვისტოდან ვენერას სასწორში გადასვლა პარტნიორულ ურთიერთობებს გააძლიერებს და რომანტიკული შეხვედრებისთვისაც საუკეთესო ფონს შექმნის.

♊ ტყუპები

კვირის დასაწყისი გარკვეული არასტაბილურობით გამოირჩევა, თუმცა პარასკევისთვის ბევრი საკითხი საბოლოოდ გაირკვევა. სწორედ ამ დღეს შესაძლოა მოულოდნელი, თუმცა პერსპექტიული ნაცნობობა შედგეს. შაბათი ახალი იდეებისა და შთაგონების მომტანი იქნება, კვირა კი აქტიურ საქმიანობას დაუთმეთ, რათა დაგროვილი ენერგია სწორად გამოიყენოთ. განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდეთ ნათქვამ სიტყვებს, რადგან დაუფიქრებელმა კომენტარმა შესაძლოა, ახლობელი ადამიანი გაანაწყენოს.

♋ კირჩხიბი

ამ კვირაში მთავარი აქცენტი ოჯახურ გარემოსა და საყოფაცხოვრებო საკითხებზე გაკეთდება. ორშაბათს ნუ იხელმძღვანელებთ დაუზუსტებელი ინფორმაციით და ნაჩქარევ დასკვნებსაც მოერიდეთ. ხუთშაბათი და პარასკევი საუკეთესო დროა სახლის მოწესრიგებისთვის, ოჯახური ურთიერთობების გასაძლიერებლად და გულწრფელი საუბრებისთვის. 6 აგვისტოდან ვენერა პარტნიორობის სფეროს გაააქტიურებს, ამიტომ თუ ურთიერთობის გამყარებას გეგმავთ, განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი ხუთშაბათის მეორე ნახევარია.

♌ ლომი

კვირა ძლიერი თავდაჯერებულობითა და ენერგიით დაიწყება. ორშაბათი იდეალურია პრეზენტაციებისთვის, საქმიანი შეხვედრებისა და შემოქმედებითი იდეების რეალიზებისთვის. სამშაბათსა და ოთხშაბათს ეცადეთ ენერგია ზედმეტად არ დახარჯოთ და ყურადღება დაგეგმვაზე გადაიტანოთ. უქმეებზე საინტერესო და სპონტანური იდეები გაჩნდება, თუმცა კვირა დღეს ფინანსური რისკებისგან თავი შეიკავეთ და საეჭვო პროექტებში ინვესტირებას ნუ იჩქარებთ.

♍ ქალწული

სამშაბათის პირველ ნახევარში გარკვეული გაუგებრობებია მოსალოდნელი, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით კი ხუთშაბათს, მნიშვნელოვანი საქმეების წარმატებით დასრულების შესაძლებლობა გექნებათ. ეს პერიოდი დოკუმენტაციის მოწესრიგებისა და ადმინისტრაციული საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენეთ. პარასკევი და შაბათი ახალი კონტაქტებისა და არაფორმალური შეხვედრებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება. კვირას კი ეცადეთ, ზედმეტი კრიტიკა და პერფექციონიზმი ახლობლებთან ურთიერთობაში არ გადაიტანოთ.

♎ სასწორი

ხუთშაბათის მეორე ნახევრიდან საკუთარ შესაძლებლობებში გაცილებით მეტ თავდაჯერებულობას იგრძნობთ. წარმატებას განსაკუთრებით სილამაზის, დიზაინის, ესთეტიკის და მოლაპარაკებების სფეროებში მიაღწევთ. 6 აგვისტოდან ვენერა სწორედ თქვენს ნიშანში გადადის, რაც პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებში სასიამოვნო ცვლილებების წინაპირობას ქმნის. ეს დრო იდეალურია იმიჯის განახლებისა და მნიშვნელოვანი ურთიერთობების გასამყარებლად. კვირას კი ემოციურ დაპირისპირებასა და საკითხების მკვეთრად გარკვევას მოერიდეთ.

♏ მორიელი

კვირის ენერგია თქვენთვის ღრმა შინაგან ცვლილებებსა და ტრანსფორმაციას უკავშირდება. ოთხშაბათს ფინანსურ საკითხებში გარკვეული დაძაბულობაა მოსალოდნელი, ამიტომ პარტნიორზე ზეწოლა ან კატეგორიული მოთხოვნები სასურველი არ არის. პარასკევს კი ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვლება და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია ერთობლივი პროექტების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და გულწრფელი საუბრებისთვის. პარასკევი თქვენი ყველაზე წარმატებული დღე იქნება.

♐ მშვილდოსანი

ორშაბათი წარმატებულ შესაძლებლობებსა და ახალი ჰორიზონტების გახსნას გპირდებათ. ეს შესანიშნავი დროა სწავლის, მოგზაურობისა და ცოდნის გაღრმავებისთვის. სამშაბათს კი დაპირებების გაცემისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. კვირის ბოლოს ყურადღება ყოველდღიურ პასუხისმგებლობებზე გადაინაცვლებს, შაბათი კი მეგობრებთან ურთიერთობასა და სასიამოვნო შეხვედრებს მოგიტანთ.

♑ თხის რქა

კვირის დასაწყისი ორგანიზებულობასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. განსაკუთრებით სამშაბათი ხელსაყრელია კარიერულ საქმიანობაში წესრიგის დასამყარებლად, თუმცა დღის პირველ ნახევარში კამათისა და დაძაბულობის ალბათობაც არსებობს. პარასკევსა და შაბათს წარმატებას არასტანდარტული იდეები და განსხვავებული მიდგომები მოგიტანთ. კვირა დღე კი სრულფასოვან დასვენებას დაუთმეთ.

♒ მერწყული

თქვენთვის ეს კვირა მოულოდნელი მოვლენებითა და საინტერესო შესაძლებლობებით იქნება სავსე. განსაკუთრებით წარმატებული პარასკევი აღმოჩნდება, როდესაც ახალი იდეები და მნიშვნელოვანი შეხვედრები სრულიად ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით. შაბათი შემოქმედებითი შთაგონების მიღების საუკეთესო დღე იქნება. ორშაბათსა და სამშაბათს კი დიდი პროექტების დაწყება სასურველი არ არის, რადგან ამ პერიოდში ილუზიებისა და მცდარი მოლოდინების გავლენა ძლიერდება.

♓ თევზები

ორშაბათს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით გაძლიერდება, რაც პირადი საკითხებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის იდეალურ პირობებს შექმნის. ოთხშაბათი და ხუთშაბათი შესაძლოა, ყოველდღიურ საქმეებში გარკვეულ სირთულეებს უკავშირდებოდეს, თუმცა პარასკევი და შაბათი ამ ყველაფერს ნაყოფიერი კომუნიკაციითა და სასიამოვნო შეხვედრებით დააბალანსებს. კვირას კი ეცადეთ, პარტნიორთან კამათსა და ემოციურ დაპირისპირებას თავი აარიდოთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ზედმეტი თუ მუდმივი სერიოზულობა არ არის განსაკუთრებით კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ - რას წერს ლევან შელეგია

⭕ „თუ ენერგია არასწორი მიმართულებით იქნება გამოყენებული, ის შეიძლება დამანგრეველი გახდეს...“ - 3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

⭕ „ეხმარება ადამიანს ტყუილის, ფარისევლობისა და ილუზიების დანახვაში...“ - რატომ არის სასარგებლო მინერალური ქვა მიმეტი: ხათუნა ნოელის განმარტება

წყარო: www.beaumonde.ge