Digest Logo

„ეხმარება ადამიანს ტყუილის, ფარისევლობისა და ილუზიების დანახვაში...“ - რატომ არის სასარგებლო მინერალური ქვა მიმეტიტი: ხათუნა ნოელის განმარტება

1785733895
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მინერალურ ქვაზე - მიმეტიტზე წერს.

როგორც ეზოტერიკოსი აღნიშნავს, ეს ქვა გამოიყენება სიმართლის დასანახად და ეხმარება ადამიანს ტყუილების გარკვევაში:

„მიმეტიტი - მისი სახელი ბერძნული სიტყვა „მიმიკისგან“ (მიბაძვა) მოდის, რადგან სხვა მინერალებს ჰგავს. ეზოტერიკაში მიიჩნევა, რომ ეს ქვა ეხმარება ადამიანს ტყუილის, ფარისევლობისა და ილუზიების დანახვაში. იგი ხსნის ნიღაბს გარშემომყოფებს და გიცავთ მანიპულაციებისგან, ის ქმნის დამცავ ბარიერს აურის გარშემო, რომელიც ბლოკავს გარემოდან წამოსულ ნეგატიურ ენერგიებსა და ფსიქიკურ თავდასხმებს.

მიმეტიტი ითვლება „ავტონომიის ქვად“. ის მოუწოდებს ადამიანს, გახდეს საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი, გათავისუფლდეს სხვების აზრებისაგან და სხვისი გავლენისგან.

თავისი ყვითელი - ნარინჯისფერი შეფერილობის გამო, მიმეტიტი მჭიდროდ არის დაკავშირებული მზის წნულის ჩაკრასთან. ის აძლიერებს პიროვნულ ძალაუფლებას, ნებისყოფას და თავდაჯერებულობას.აგრეთვე ეხმარება ადამიანს საკუთარი აზრებისა და გრძნობების მკაფიოდ, შიშის გარეშე გამოხატვაში და ბლოკავს სოციალურ შფოთვას.

თავისი ენერგეტიკითა და ცეცხლოვანი შეფერილობით ყველაზე მეტად მშვილდოსნის, ლომისა და ვერძის ზოდიაქოს ნიშნებს შეესაბამება.ხმარება იმპულსურობის მართვაში. იგი მიმართავს მათ მძლავრ ენერგიას სწორი, პროდუქტიული მიმართულებით და იცავს მათ ნაჩქარევი, არასწორი გადაწყვეტილებებისგან. 

გამომდინარე იქიდან, რომ მიმეტიტი კომუნიკაციისა და ნიღბების მოხსნის ქვაა, ის ძალიან ეხმარება ტყუპებსაც.
თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ფრიად ტოქსიკურია და ხელში დაჭერას არავის გირჩევთ. ის უნდა სადგამზე იდგეს პატარა, ჰერმეტულ შუშის ან გამჭვირვალე პლასტმასის კოლბაში. ქვის ენერგეტიკული ველი ვრცელდება მის გარშემო გარკვეულ მანძილზე. საკმარისია ნიმუში იდოს თქვენგან 1-2 მეტრის მოშორებით (მაგალითად, სამუშაო მაგიდაზე ან თაროზე), რომ მისმა ვიბრაციამ თქვენს ბიოველზე იმოქმედოს“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თითოეული ადამიანი მოქმედებს საკუთარი შინაგანი ტკივილის, უმეცრებისა თუ სისუსტის დონიდან გამომდინარე“ - abagael bug

⭕ „ხალხი ნიტრატებით კი არა, ცუდად გარეცხილი საზამთროთი იწამლება!“ - სურსათის უვნებლობის ექსპერტი გავრცელებულ მითებზე

⭕„დაე, ჩემს სახლში სუფევდეს წესრიგი...“ - 2 აგვისტოს შესასრულებელი პრაქტიკა წყლითა და მარილით: თამუნა იოსელიანისგან