გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.
გთავაზობთ მის მორიგ პოსტს:
„ზედმეტი თუ მუდმივი სერიოზულობა არ არის განსაკუთრებით კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
აშლილობები, როგორცაა დეპრესია, სოციალური ფობია, უძილობა, შფოთვითი აშლილობა გადაჭარბებული სერიოზულობის და თვით სიმკაცრის სასუქიან ნიადაგზე იზრდებიან და ხარობენ ფანტასტიკურად.
საკუთარი თავის მიმართ უნდა გვქონდეს რაღაც დოზით თვით ირონიული დამოკიდებულება;
ხშირად ვეკაიფოთ საკუთარ აზრებს, ფიქრებს, გარეგნობას, შიშებს, შფოთვებს, განცდებს, ტიკებს, ნევროზებს.
ამ მეთოდის დადებით ეფექტს მალევე იგრძნობთ, გინდ ფიზიოლოგიურ, გინდ ფსიქოლოგიურ დონეზე.
შემცირებას დაიწყებს ზედმეტი ფიქრი, იგივე რუმინაცია (overthinking), ძილის პრობლემები, თვითკრიტიკა, პესიმისტური თუ დეპრესიული განწყობა, კუნთების დაჭიმულობა, თავის, ზურგის ტკივილი, მაღალი წნევაც გარკვეულ პოპულაციაში.
რა თქმა უნდა, სერიოზულობას ან საერთაშორისო ქართველობას არ გართმევთ, არც ყანწების ჩანაცვლებას ვაპირებ ვიბრატორებით, უბრალოდ მოეშვით, მოდუნდით, მეტად იცინეთ, ეღადავეთ საკუთარ პიროვნებას, გარეგნობას, სიმპტომებს, დიაგნოზებს.
ხანდახან ძალიან შინაურულ, ახლობლურ გარემოში ხმამაღლა, თავზარდამცემად გააკუეთ და ნახავთ, როგორ გახალისდება ყველა გულწრფელი ხარხარით. ხანდახანაც გაზიანის დალევის შემდეგ მქუხარედ დააბოყონეთ.
ვიცი, საკორსიზე აღშფოთებით შემომივარდებით დოლზე ძლიერ დაჭიმული ინტელიგენცია, ან ღმერთის მიწიერი სტაფი, - ექიმი კაცი რა სიტყვებს ხმარობო.
მაგრამ ექიმურადვე დაგასწრებთ: გაზები სულ წარმოიქმნება საჭმლის მომნელებელ სისტემაში და ფიზიკის კანონების მიხედვით, ენერგია დაცლისკენ მიილტვი“, - წერს ლევან შელეგია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: