Digest Logo

🎥 „მაშინ არ მქონდა ის ძალა რომ შევწინააღმდეგებოდი...ან ახლა უნდა მოვიკლა თავი ან თითქოს ეს ამბავი ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილაო“ - რას ჰყვება ნანუკა გულუა

1779653034
ნანუკა გულუა

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც გაშვილებული ძმის ისტორია მოჰყვა.

როგორც ირკვევა, იგი მისი ნახევარძმაა მამის მხრიდან, თუმცა პოვნა ამ დრომდე ვერ შეძლო. ნანუკამ მხოლოდ დედის პოვნა შეძლო, რომლიდანაც გაშვილების ისტორია შეიტყო:

„ბავშვები ვიყავით, როცა ჩემი ძმის არსებობის შესახებ გავიგეთ. ერთ-ერთ საუბარს მოვკარით ყური. ჩვენზე უფროსია. იქვე მივხვდით, რომ ეს თემა მამასთვის ძალიან დახურული იყო. ვერასოდეს გავბედე მამასთან ამაზე საუბარი. რომ გარდაიცვალა, გარდაცვალების წამიდან დავიწყე ფიქრი ძმის მოძებნაზე. მეშვიდე წელია ვეძებ ჩემ ძმას. 

როგორც აღმოჩნდა მამაჩემს მთელი რესურსი ჰქონდა ჩადებული ამ ბავშვის საპოვნელად, თუმცა არავინ უთხრა. ეძებდა დედაჩემიც თურმე. რომ ვკითხე მამაჩემის შვილს რატომ ეძებ მეთქი: მიპასუხა იქნებ გასაჭირშია და დახმარება სჭირდებაო. 

მოვიძიე ჩემი ძმის დედა, რომელსაც შევხვდი. ასე არასდროს მინერვიულია. 18 წლის ყოფილა, როცა იმშობიარა, მამაჩემიც პატარა, სტუდენტი. ცხრა თვემდე ბავშვი ისე ატარა მუცლით, რომ მისმა მშობლებმა არ იცოდნენ. იმშობიარა სახლში. ამ ქალბატონის დედამ გააშვილა ბავშვი. გაიგეს ბავშვის მამის ვინაობაც.

ბავშვი მიჭირავს ხელში, შემოდის დედაჩემი ორ ქალთან ერთად, ამ ბავშვს მაგლეჯენ და მიჰყავთ. მაშინ არ მქონდა ის ძალა რომ შევწინააღმდეგებოდი ან რამე სხვა გზა მეპოვნაო. ან ახლა უნდა მოვიკლა თავი ან თითქოს ეს ამბავი ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილაო. მან მეორე გზა აირჩია“, - ნანუკა გულუას შეხვედრა მისი გაშვილებული ძმის დედასთან.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო;

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩვენ არ გვქონდა არც ბინები, არც ფართები, არც ძვირფასი სახლი, რადგან მამაჩემის მთელი რესურსი იყო მხოლოდ ადამიანებისთვის გაცემა“ - ნანუკა გულუა

🎥 მარიამ მათიაშვილმა „სუხიშვილები“ დატოვა - ცნობილია, ანსამბლიდან მისი წასვლის მიზეზი

⭕„მზე ჯერ კიდევ არ იყო ამომბრძანებული , მთვარე კი უკანასკნელ წუთებს ითვლიდა“ - რას წერს გიორგი ნიკოლავა