წინ ინტენსიური კვირა გველოდება, რომელიც, ძირითადად, ურთიერთობების, ფინანსების, ღირებულებებისა და საიდუმლოებების გადახედვას დაეთმობა. ასეთ პერიოდში შესაძლოა, ძველი გრძნობები კვლავ გაცოცხლდეს, ყოფილი პარტნიორები გამოჩნდნენ, ეჭვიანობა, უნდობლობა და კონტროლის სურვილი კი გამძაფრდეს.
ამავე პერიოდში ახალი რომანების დაწყებას, დიდი შენაძენების გაკეთებასა და ფინანსურ დოკუმენტებზე ხელის მოწერას მოერიდეთ. არც პლასტიკური ქირურგიისთვისაა შესაფერისი დრო - მიღებული შედეგით შესაძლოა, უკმაყოფილო დარჩეთ და მისი გამოსწორება დაგჭირდეთ. სამაგიეროდ, ეს კარგი პერიოდია ძველი ისტორიების დასასრულებლად, ვალების დასაბრუნებლად, საკუთარ სურვილებში გასარკვევად და წარსულში მიღებული წყენების მოსაშუშებლად.
უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 5-11 ოქტომბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:
ვერძი
ეს კვირა საერთო ფინანსების, რომანტიკული ურთიერთობებისა და კრიზისული საკითხების თემებს გაააქტიურებს. შესაძლოა, ძველი ვალები დაგიბრუნდეთ, ურთიერთობაში კი ეჭვიანობამ და გარკვევის სურვილმა იჩინოს თავი. ორშაბათმა შეიძლება, დაძაბულობა გაზარდოს და ღია კონფლიქტისკენ გიბიძგოთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ - დაგროვილი ენერგიის დახარჯვაში სპორტი დაგეხმარებათ.
წარმატების შესაძლებლობა შემოქმედებით სფეროში გექნებათ. ამასთან, დროა, ურთიერთობებში უფრო მკაფიო და სერიოზული მიზნები დაისახოთ, თუმცა ილუზიებს მოერიდეთ.
ასტროლოგების რჩევა: სპონტანურად ნუ დაიწყებთ ახალ რომანტიკულ ურთიერთობებს. მიმართეთ თერაპიას ან გააანალიზეთ ძველი წყენები.
კურო
კვირამ შესაძლოა, ყოფილი პარტნიორები ან ძველი კონფლიქტები კვლავ თქვენს ცხოვრებაში დააბრუნოს. ახლა ახალი კავშირების, მათ შორის ბიზნესპარტნიორობის, დასაწყებად საუკეთესო დრო არ არის.
სამშაბათი ხელსაყრელია სახლისა და ოჯახისთვის. ოთხშაბათმა შესაძლოა, მოულოდნელი ფინანსური სიახლეები მოიტანოს, პარასკევს კი, სამუშაოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში წარმატება გელით.
ასტროლოგების რჩევა: დაფიქრდით, რას ელით ურთიერთობებისგან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას ოქტომბრის ბოლომდე ნუ იჩქარებთ.
ტყუპები
ეს კვირა ახალი დასაწყისებისთვის ნაკლებად ხელსაყრელია, ამიტომ ახალი პროექტების წამოწყებას მოერიდეთ. პერიოდი განსაკუთრებით სამუშაოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს გაააქტიურებს. შესაძლოა, ძველი კოლეგები კვლავ გამოჩნდნენ, მოვალეობების გადახედვა დაგჭირდეთ ან ქრონიკული პრობლემები გამწვავდეს.
სამშაბათი ხელსაყრელია ურთიერთობებისა და სწავლისთვის, ოთხშაბათმა კი სახლში მოულოდნელი სიურპრიზები შეიძლება, მოგიტანოთ.
ასტროლოგების რჩევა: მიხედეთ ძველ საქმეებს, მოაწესრიგეთ საბუთები და ჩაიტარეთ სამედიცინო შემოწმება.
კირჩხიბი
წინა პლანზე სიყვარულის, შემოქმედებისა და ოჯახთან დაკავშირებული საკითხები გადმოდის. შესაძლოა, ყოფილი პარტნიორები კვლავ გამოჩნდნენ ან ურთიერთობებში მიჩუმებული, ძველი პრობლემები წამოიჭრას. ამ პერიოდში ახალი რომანის დაწყებასა ან ურთიერთობებში რადიკალურ ცვლილებას მოერიდეთ.
სამშაბათი ფინანსური წარმატებისთვის ხელსაყრელი იქნება, პარასკევს კი ოჯახურ ჰარმონიასა და საერთო მიზნებზე იფიქრეთ.
ასტროლოგების რჩევა: აპატიეთ ადამიანებს სიყვარულთან დაკავშირებული ძველი წყენა და დაუბრუნდით მივიწყებულ შემოქმედებით საქმიანობას.
ლომი
ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება სახლსა და ოჯახზე უნდა გაამახვილოთ. შესაძლოა, გამოჩნდნენ ნათესავები, რომლებიც დიდი ხანია, არ გინახავთ, საჭირო გახდეს საცხოვრებელ საკითხებზე დაფიქრება ან ძველი, ოჯახური საიდუმლოებები გამჟღავნდეს.
უძრავი ქონების შესაძენად ან რემონტის დასაწყებად ახლა შესაფერისი დრო არ არის. სამშაბათს წარმატებას პირად პროექტებში მიაღწევთ, ოთხშაბათმა შესაძლოა, ფინანსური სიურპრიზები მოგიტანოთ, პარასკევს კი, ურთიერთობებში წარმატება გელით.
ასტროლოგების რჩევა: იზრუნეთ ახლობლებთან ურთიერთობის აღდგენაზე და გადახედეთ ოჯახურ ბიუჯეტს.
ქალწული
წინა პლანზე ურთიერთობების, ოჯახის, ხანმოკლე მოგზაურობებისა და მივლინებების საკითხები გადმოდის. შესაძლოა, ძველი საუბრები ან ნათესავებთან დაკავშირებული წყენა კვლავ გააქტიურდეს.
მოერიდეთ ახალი ტექნიკის შეძენასა და ფულის სარისკო საქმეებში დაბანდებას. სამშაბათს განმარტოება და საკუთარ თავთან დარჩენა სასარგებლო იქნება. ოთხშაბათმა შესაძლოა, პირად ცხოვრებაში სიურპრიზები მოგიტანოთ, პარასკევი კი ახალი ფინანსური შესაძლებლობებით გამოირჩევა.
ასტროლოგების რჩევა: დაასრულეთ ძველი დავები. დაწერეთ წერილი, რომლის დაწერასაც დიდი ხანია, აჭიანურებთ - მისი გაგზავნა აუცილებელი არ არის.
სასწორი
მთელი კვირის განმავლობაში თქვენი ყურადღება ფინანსებისკენ იქნება მიმართული. შესაძლოა, ძველი ვალები დაგიბრუნდეთ და ხარჯების გადახედვა დაგჭირდეთ. ამასთან, დიდია ცდუნება, შეიძინოთ ისეთი ნივთი, რომლის ყიდვაც მოგვიანებით შესაძლოა, ინანოთ.
ამიტომ მოერიდეთ დიდ შენაძენებსა და ახალი კრედიტის აღებას. სამშაბათს წარმატების მოტანა მეგობრებს შეუძლიათ, პარასკევი კი ჰარმონიულ პერიოდს გპირდებათ.
ასტროლოგების რჩევა: გადახედეთ ბიუჯეტსა და საკუთარ თავთან დამოკიდებულებას, თუმცა გარეგნობაში მკვეთრი ცვლილებებისგან თავი შეიკავეთ.
მორიელი
ეს საკუთარი თავის, სიყვარულისა და ღირებულებების გადახედვის პერიოდია. შესაძლოა, ჰორიზონტზე ყოფილი პარტნიორები გამოჩნდნენ ან დიდი ხნის წინ განელებული გრძნობები კვლავ გაცოცხლდეს.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ახლა ახალი ურთიერთობის დასაწყებად ან გარეგნობაში მკვეთრი ცვლილებების შესატანად შესაფერისი დრო არ არის. სამშაბათი წარმატებას მოგიტანთ საქმეებსა და სამუშაოში, ოთხშაბათს კი მეგობრებისგან სიურპრიზებს უნდა ელოდოთ.
ასტროლოგების რჩევა: აიღეთ პაუზა და საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმეთ დრო - დაკავდით თვითშემეცნებით, მიმართეთ თერაპიას ან აწარმოვეთ დღიური. ქორწინებასა და განქორწინებასთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას ამ კვირაში ნუ იჩქარებთ.
მშვილდოსანი
ეს ერთი ეტაპის დასრულების პერიოდია. ამასთან, შესაძლოა, ძველი საიდუმლოებები გამჟღავნდეს, ქვეცნობიერში დაფარული ემოციები კვლავ ზედაპირზე ამოვიდეს და თქვენმა საიდუმლოებებმაც დღის სინათლე იხილოს.
ახლა ფარული ურთიერთობის დასაწყებად შესაფერისი დრო არ არის. სამაგიეროდ, კარგი პერიოდია საკუთარი თავის შემოქმედებით ან სოციალურ პროექტებში რეალიზებისთვის. ორშაბათმა მგზავრობისას შესაძლოა, გარკვეული დაძაბულობა გამოიწვიოს, სამშაბათი კი სწავლისთვის ხელსაყრელი იქნება.
ასტროლოგების რჩევა: გამონახეთ დრო მედიტაციისთვის, აპატიეთ წარსულს და გაუშვით ის, რაც უკვე დასრულებულია.
თხის რქა
შესაძლოა, ძველი მეგობრები კვლავ გამოჩნდნენ და საკუთარი მიზნების გადახედვის საჭიროება დაგიდგეთ. თუმცა, მოერიდეთ ახალ ნაცნობობას და არასასურველ სოციალურ პროექტებში გაწევრიანებას. ასევე, ნუ გაასესხებთ ფულს.
სამშაბათი პარტნიორობის საკითხებში წარმატებას მოგიტანთ, ოთხშაბათმა კი მგზავრობისას შესაძლოა, მოულოდნელი სიურპრიზები დაგახვედროთ.
ასტროლოგების რჩევა: აღადგინეთ ძველი კავშირები, თუმცა ზედმეტ ვალდებულებებს ნუ აიღებთ საკუთარ თავზე.
მერწყული
ეს კვირა ყურადღებას კარიერასა და რეპუტაციაზე გაამახვილებს. შესაძლოა, ძველი სამუშაო შეთავაზება ან პროფესიული წინადადება კვლავ გააქტიურდეს.
ამ პერიოდში შესაძლოა, გაჩნდეს საკუთარი თავისა და იმიჯის მკვეთრად შეცვლის ძლიერი სურვილი, თუმცა ასეთი ცვლილებების განსახორციელებლად ახლა შესაფერისი დრო არ არის - შედეგმა შესაძლოა, სწრაფად დაგაკარგვინოთ კმაყოფილების განცდა ან იმედები გაგიცრუოთ.
სამშაბათს წარმატება მოლაპარაკებებსა და ურთიერთობებში გელით, პარასკევი კი ახალი ცოდნის მიღებას დაუთმეთ.
ასტროლოგების რჩევა: განაახლეთ რეზიუმე, დაუკავშირდით ყოფილ მენტორებს და აწარმოვეთ მოლაპარაკებები, თუმცა კონტრაქტზე ხელის მოწერას ნუ იჩქარებთ.
თევზები
თქვენთვის ეს კვირა მარტივი არ იქნება, თუმცა მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. მთავარი ყურადღება ჯანმრთელობასა და რომანტიკულ სფეროზე გამახვილდება.
შესაძლოა, დაიწყოთ ფიქრი შორეულ მოგზაურობებზე, ახალი ცოდნის მიღებასა და საკუთარი რწმენების გადახედვაზე, თუმცა ახლა მოქმედებაზე მეტად გააზრების პერიოდია. წინა პლანზე თქვენი მსოფლმხედველობა გადმოდის და შესაძლოა, საკუთარ შეხედულებებსა და ღირებულებებს სხვაგვარად შეხედოთ.
კვირის დასაწყისში შეიძლება, გადაღლილობა ან ჯანმრთელობის პრობლემების გამწვავება იგრძნოთ.
ასტროლოგების რჩევა: დაუბრუნდით იმ ჩვევებს, რომლებიც ოდესღაც ენერგიას გმატებდათ და გადაიკითხეთ წიგნები, რომლებიც ადრე შთაგონებას გაძლევდათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.beaumonde.ge