კვირა არის გარდამტეხი, საინტერესო და შესაძლებლობებით სავსე. ვუახლოვდებით ახალმთვარეობას, ეს ყველაფერი კი ხდება ისეთ ნიშანში, რომელიც პასუხს აგებს ურთიერთობებზე, კომუნიკაციაზე, პარტნიორობაზე, ეს არის სასწორი. 10 ოქტომბერს გვაქვს ახალმთვარეობა. ნუმეროლოგიურად სარკისებრი თარიღია 10.10.
ეს არ არის მხოლოდ ახლის დასაწყისი 6 თვის მანძილზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადატვირთვის დასაწყისი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში და ძირითადად შეეხება ურთიერთობებს, ფასეულობათა სისტემას.
ბევრი ადამიანი გააცნობიერებს, რომ არ მიდის იქით, სადაც ეგონა სწორი გზა. ეს ყველაზე მეტად სასწორს შეეხება.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის პროგნოზს, ასე გამოიყურება:
ვერძი - გაქვთ კარგი განწყობა, ენთუზიაზმი. ერთადერთი თემა, რაც ხდება არის ვენერასა და მარსის დაპირისპირება, თუმცა არ არის საშიში, ძირითადად პირად ურთიერთობას ეხება და არ გაგიკვირდეთ თუ ყოფილები დაბრუნდებიან.
კურო - ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია თქვენთვის. ვენერას რეტროგრადული ფაზა მოგიტანთ გადაფასებას, საბოლოოდ გაარკვევთ, დაარეგულირებთ საკითხს, რაც უკავშირდება თქვენს ფასს! გექნებათ საშუალება გადაწყვიტოთ და საბოლოოდ მოაგვაროთ მემკვიდრული საკითხები.
ტყუპები - გადახედვა მიდის სამსახურებრივი მოვალეობის, მოცემულობის. შესაძლოა იყოს ძველ თემაში დაბრუნება. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციებიც, თქვენი პირდაპირობა ამას გამოიწვევს. მნიშვნელოვანი საკითხი გადის პირად და სასიყვარულო ურთიერთობებზე.
კირჩხიბი - ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება დაკავშირებული ოჯახთან, პარტნიორთან და პასუხისმგებლობის განაწილებასთან წყვილში. იყავით დიპლომატიური. ბონუსია ის, რომ სასიყვარულო ურთიერთობის კუთხით რაღაც ძალიან მნიშვნელოვნად შეიცვლება.
ლომი - კვირის პირველ ნახევარში ნუ მოეკიდებით საკითხებს გადამეტებული ემოციით. გემატებათ გამბედაობა. საუკეთესო პერიოდია დაიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, იცეკვოთ, ინიციატივა გამოიჩინოთ, წახვიდეთ პაემანზე. კარგი იქნება სიახლის შეტანა თუნდაც პარტნიორულ ურთიერთობაში.
ქალწული - ბრუნდება საკითხები, რაც მეზობლებთან, ახლო წრის ადამიანებთანაა დაკავშირებული, ეხება მატერიას, ფულს და საერთო ქონებას. გაქვთ შანსი ისაუბროთ და მოგისმინონ.
სასწორი - მასპინძლები ხართ, დაფიქრდებით იმაზე, ვინ ხართ რეალურად მაშინ, როცა სხვისი შეფასება არ გჭირდებათ. მნიშვნელოვანია ადამიანებთან კომუნიკაცია, ურთიერთობები. თქვენ თვალი უნდა გაუსწოროთ საკუთარ თავს.
მორიელი - მიმდინარე კვირა დაგეხმარებათ გაიაზროთ პრობლემები ურთიერთობებში, მოძებნეთ ფარული მოტივები, რაც წარსულში დატოვეთ და თვალი არ გაუსწორეთ.
მშვილდოსანი - ერთბაშად ყველა დიდ ამოცანას ნუ შეეჭიდებით. დაიწყეთ ნებისმიერი ამოცანის პატარ-პატარა ნაბიჯებით ამოხსნა, ამით დაინახავთ საკუთარი თავის რწმენას. ფოკუსირდით კონკრეტულ საკითხებზე, დანარჩენ თემებზე ფიქრი მოიშორეთ.
თხის რქა - მეტი ყურადღება დაუთმეთ ასაკოვან ადამიანს, მათაც ვინც ზრდასრული არ არის. ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რაც მწყობრიდან გამოდის, მაგალითად გაჯეტები, შეამოწმეთ.
მერწყული - საინტერესო კვირაა, გაქვთ შესაძლებლობები. წინ წამოიწევს სტატუსის და სამსახურის თემა, რაღაც თემები დაბრუნდება. იანვრამდე ძველი თემების ნაფტალინიდან ამოსაღებად კარგი პერიოდი გექნებათ. თემები შეეხება ძველ სამსახურსაც.
თევზები - რადიკალიზმისგან დისტანცირდით. მიდრეკილი ხართ უკიდურესობისკენ, ამიტომ დაკავდით რუტინული სამუშაოთი, გაწერეთ გრაფიკი და დააბალანსეთ დღე. განსაკუთრებით პირად და სასიყვარულო ურთიერთობაში დაინთება ცეცხლი, ამიტომ მოერიდეთ რადიკალიზმს.

ასევე დაგაინტერესებთ: