Digest Logo

ახალი მთვარე მორიელის ნიშანშია - რა უნდა გაითვალისწინოთ 20 ნოემბერს, რომ სირთულეები თავიდან აირიდოთ?

1763638573
მორიელის ნიშანში ახალი მთვარე

2025 წლის 20 ნოემბერს მორიელის ნიშანში ახალი მთვარეა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთვარე ადამიანებში ახალ იდეებსა და შესაძლებლობებს ააქტიურებს, უშუალოდ ახალმთვარეობის დღეს არის საკითხები, რომელთა მიმართაც ყურადღება უნდა გავამახვილოთ.

პირველ რიგში, ახალი მთვარის პერიოდი ადამიანებში მომატებულ ემოციურობას იწვევს. ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებასა და მასშტაბური პროექტის დაწყებას მაქსიმალურად მოერიდოთ.

მთავრის ენერგია მინიმუმამდეა დასული, რაც იმას ნიშნავს, რომ კონცენტრაცია და ანალიტიკური შესაძლებლობები შემცირებულია. შეცდომებისა და წარუმატებლობის მაღალი რისკია. მოერიდეთ ფინანსურ ტრანზაქციებს, განსაკუთრებით დიდ ინვესტიციებსა და სესხებს. ამ დღეს ფინანსური ინტუიცია უკიდურესად სუსტია. მოერიდეთ კონფლიქტებსა და კამათს. ახალი მთვარე, როგორც აღვნიშნეთ, მომატებულ ემოციურობას იწვევს და შესაძლოა, მცირე კამათიც კი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. 

ნუ აჰყვებით ნეგატიურ ფიქრებსა და სასოწარკვეთილებას. ფოკუსირდით პოზიტიურ იდეებსა და სამომავლო გეგმებზე.

ახალ, სერიოზულ ურთიერთობებს ნუ დაიწყებთ. მათი განვითარებისთვის ენერგია არ გეყოფათ.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ახალი მთვარე სამომავლო გეგმების შესადგენად იდეალურია.

შეაფასეთ წარსულის გამოცდილება, გამოიყენეთ მაგალითად და შემდეგი ნაბიჯები უფრო გაცნობიერებულად დაგეგმეთ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ფულის მოსაზიდი მარტივი, მაგრამ ძალიან ძლიერი რიტუალი“  - 20 ნოემბრის ნებისმიერი მონაკვეთი იდეალურია ფულის მოსაზიდად

⭕„გეგმა რომელსაც დღეს შეადგენთ მომავალ სავსე მთვარეობამდე მოდის მოქმედებაში“ - დღეს ახალმთვარეობაა

⭕„არ გაღიზიანდეთ წვრილმანებზე, შეეცადეთ თავი აარიდოთ ყოველგვარ კონფლიქტს“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

წყარო: www.beaumonde.ge