დღეს, 9 ნოემბერს ახალი მთვარეა მორიელში
ჯერ კიდევ ბევრს სჯერა, რომ ასეთი დღეები მხოლოდ ემოციურ სიმძიმეს უკავშირდება და მთავარია, როგორმე მშვიდად "გადავაგოროთ". სინამდვილეში, ახალი მთვარე ახალი ციკლის დასაწყისი და საკუთარ თავთან გულწრფელი შეხვედრის საუკეთესო წერტილია.
მორიელის სიღრმე, რეტროგრადულ მერკურთან და ვენერასთან ერთად, დღეს გვაძლევს იშვიათ შესაძლებლობას - დავივიწყოთ ზედმეტი თვითკრიტიკა, მშვიდად ჩავიხედოთ საკუთარ სურვილებში და გამოვათავისუფლოთ ადგილი იმისთვის, რაც ნამდვილად გულით გვინდა. ხოლო ლომში მდებარე მარსი და იუპიტერი გვახსენებს, რამდენი სითამამე, სასიცოცხლო მუხტი და პოტენციალია ჩვენში.
ყველა დიდი სასიკეთო ცვლილება ერთი მშვიდი, გაცნობიერებული გადაწყვეტილებით იწყება. დღეს დასახული მიზანი და საკუთარი თავის სასარგებლოდ გაკეთებული თუნდაც სულ პატარა არჩევანი საფუძველს უყრის ძალიან საინტერესო, ღრმა და ნათელ პროცესებს შენს ცხოვრებაში.
ენდე საკუთარ ძალას, მოუსმინე შინაგან ხმას და მიეცი სიახლეს შენს ცხოვრებაში შემოსვლის უფლება.
მშვიდ, გაცნობიერებულ და სასიკეთო ცვლილებების დღეს და კვირას გისურვებ!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გოგრის შეძენისას მხოლოდ ფერს ნუ ენდობით“ - 7 რჩევა, რომელიც ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ
🎥 „ზამთრის ზღაპარი ბახმაროში“ - გივიკო დიდია დათოვლილი ბახმაროდან კადრებს გვიზიარებს