Digest Logo

„საკეისროს შემდეგ დედა თავად ხდება პაციენტი, ფიზიოლოგიური მშობიარობისას კი მეორე დღეს უკვე შვილზე ზრუნვა შეუძლია“ - დავით გაგუა

1794245917
დავით გაგუა

ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის შემდეგ ქალის აღდგენის პერიოდი განსხვავებულია. მეან-გინეკოლოგი დავით გაგუა გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ განმარტავს, რატომ შეუძლია ფიზიოლოგიურად ნამშობიარებ ქალს მეორე დღიდან ახალშობილზე ზრუნვა.

„ფიზიოლოგიურად ნამშობიარები ქალი მეორე დღეს მზად არის, რომ თავის შვილს მოუაროს, ძუძუ აჭამოს და გაუწიოს მზრუნველობა... ხოლო საკეისროს შემდგომ დედა თავად ხდება პაციენტი და აქეთ არის მოსავლელი.

ამიტომაც არის, რომ საკეისროს კვეთას დასაწოლი დღეებიც ბევრი აქვს და სანამ არ დააკმაყოფილებს არ კრიტერიუმებს ვერ ეწერება კლინიკიდან, ხოლო ფიზიოლოგიურად ნამშობიარები ქალი უმეტეს ქვეყნებში 24 საათის განმავლობაში გაწერილია ჩვენ ქვეყანაში კი 48 საათის განმავლობაში ეწერება ბინაზე“, - ამბობს ექიმი დავით გაგუა.

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გოგრის შეძენისას მხოლოდ ფერს ნუ ენდობით“ - 7 რჩევა, რომელიც ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ

🎥 „ზამთრის ზღაპარი ბახმაროში“ - გივიკო დიდია დათოვლილი ბახმაროდან კადრებს გვიზიარებს

⭕🎥 „ხელების კანკალი ყოველთვის დაავადებას არ ნიშნავს“ - რატომ გვიკანკალებს ხელები და როდის შეიძლება ეს ჯანმრთელობის პრობლემაზე მიუთითებდეს?

✕