Digest Logo

„ახალი პროექტები, ურთიერთობები, ქორწილის დაგეგმვა, მსხვილი ტექნიკის ან ავტომობილის შეძენა სჯობს გადაიდოს“ - თამარ ხოსროშვილი მერკურის რეტროგრადულობაზე

1771687934
მერკურიმერკური

ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ  26 თებერვლიდან მერკური — აზროვნების, კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობების სიგნიფიკაციური პლანეტა იწყებს რეტროგრადულ მოძრაობას თევზების 22°-ზე და უკუსვლით მიაღწევს თევზების 8°-მდე.

ეს ფაზა გაგრძელდება 20 მარტამდე. ზუსტად გაზაფხულის ბუნიობის წინ, მზის ვერძის ზოდიაქოში შესვლამდე, მერკური კვლავ დირექტიულ მოძრაობას დაუბრუნდება:

„☿ ℞ ♓️ რეტროგრადული მერკური თევზებში - 26 თებერვალი – 20 მარტი

26 თებერვლიდან მერკური — აზროვნების, კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობების სიგნიფიკაციური პლანეტა იწყებს რეტროგრადულ მოძრაობას თევზების 22°-ზე და უკუსვლით მიაღწევს თევზების 8°-მდე.

ეს ფაზა გაგრძელდება 20 მარტამდე. ზუსტად გაზაფხულის ბუნიობის წინ, მზის ვერძის ზოდიაქოში შესვლამდე, მერკური კვლავ დირექტიულ მოძრაობას დაუბრუნდება. უკვე 24 თებერვლიდან მერკური ანელებს სიჩქარეს და სტაციონარული ხდება, რაც ამ პერიოდს კიდევ უფრო შეგრძნებადს, თითქოს დროში გაწელილსა და ინტენსიურს ხდის. სიმბოლურად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თევზებში მერკური „განდევნილ“ მდგომარეობაშია.

მერკური ბუნებრივად დაკავშირებულია ლოგიკასთან, ანალიზთან, სტრუქტურასთან, სიტყვიერ სიზუსტესთან. თევზები კი ზოდიაქოს ბოლო ნიშანია — უსაზღვრო, ინტუიციური, ემოციური და კოლექტიური. აქ იშლება მკაფიო ჩარჩოები, ილევა კატეგორიები და ირღვევა საზღვრები. სწორედ ამიტომ, თევზებში მერკური ვერ მუშაობს თავისი ჩვეულებრივი წესებით — აქ სიტყვები კარგავს სიმყარეს, ლოგიკა უკან იხევს და აზროვნება გადადის სიმბოლოების, განცდებისა და ქვეცნობიერი სიგნალების ენაზე. თევზები მუტაბელური წყლის ნიშანია — მოძრაობა აქ ხდება არა გარეთ, არამედ სიღრმეში. სწორედ ამიტომ, რეტროგრადული მერკური თევზებში გვაჩერებს, გვაბრუნებს შიგნით და გვთხოვს შინაგან დიალოგს. ეს არის პერიოდი, როცა გონება თითქოს დუმს და მინდობილია ინტუიციაზე.

მერკურის რეტროგრადულობა თევზებში გვაძლევს შესაძლებლობას დავუკავშირდეთ საკუთარ ემოციურ ფენას, დაუმუშავებელ განცდებს, ძველ მოგონებებსა და იმ შიდა ხმას, რომელსაც ყოველდღიურ ხმაურში ხშირად ვეღარ ვისმენთ. ეს დრო იდეალურია განვლილი გზის გადახედვისთვის, გადადებული საუბრების დასასრულებლად, გაუთქმელი სიტყვებისა და დაუმუშავებელი ემოციების გასაცნობიერებლად. ამ პერიოდში ძლიერდება შემოქმედებითი ხედვა, არტისტულობა, ემპათიის უნარი. აზროვნება ხდება უფრო სიმბოლური და მეტაფორული. პასუხები ხშირად მოდის სიზმრებში, შეგრძნებებში, ინტუიციურ მინიშნებებში ან თითქოს შემთხვევით მოვლენებში. ლოგიკა დროებით უკან იხევს — პირველ პლანზე გამოდის განცდა და ემოცია. ამავე დროს, ეს არ არის სასურველი პერიოდი ახლის დასაწყებად.

ახალი პროექტები, ახალი ურთიერთობები, ქორწილის დაგეგმვა, მსხვილი ტექნიკის ან ავტომობილის შეძენა სჯობს დროებით გადაიდოს. მერკური სიგნიფიცირებს ვაჭრობას, ყიდვა–გაყიდვას, ტრანსპორტს, მგზავრობას, მედიას, ჟურნალისტიკას, დოკუმენტებსა და ინფორმაციის მიმოცვლას — სწორედ ამ სფეროებშია მოსალოდნელი შეფერხება, გაუგებრობა, შეცდომა, გადადება ან გადაწყვეტილებების გადახედვა. რეტროგრადულ ფაზაში დაწყებული საქმეები ხშირად იცვლება, ფორმას იცვლის ან ვერ ინარჩუნებს სტაბილურობას. თუ რომელ სფეროს შეეხება ეს „გადახედვის“ საჭიროება, განსაზღვრავს ის, თუ რომელ სახლში ხვდება თქვენს პირად რუკაში თევზების 22° და 8°, ასევე — სად დგას თქვენი ნატალური მერკური და რომელ სახლებს მართავს იგი. სწორედ აქ იძებნება მთავარი თემა, რომელსაც ეს პერიოდი გთხოვთ, მშვიდად, სიღრმისეულად და შეგნებულად მიუბრუნდეთ. ეს რეტროგრადულობა განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობა მათთვის, ვისაც პირად რუკაში მნიშვნელოვანი პლანეტები ან კუთხეები აქვს თევზებში, ქალწულში, ტყუპებსა და მშვილდოსანში, ასევე მათთვის, ვის ცხოვრებაშიც მერკურიანული თემები წამყვანია — კომუნიკაციის, სწავლების, წერითი საქმიანობის, მედიის, კონსულტირების ან ანალიტიკური სამუშაოს მიმართულებით. ეს დრო გვთხოვს სიღრმეს და საკუთარ თავში ჩახედვას. ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხები სწორედ მაშინ მოდის, როდესაც ვჩერდებით და ვუღრმავდებით“, - წერს თამარ ხოსროშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„აიღე ის ფორთოხალი, რომელიც ყველაზე მეტად „გეძახის“, კარგად გარეცხე...“ - რიტუალი ბიზნესის კარების გასახსნელად

„პლანეტების მდებარეობა და ტრანზიტები 2026-ში, რომლებიც აძლიერებენ ან აჩქარებენ ცვლილებებს დაბნელებები“ - რას წერს ლამზირა ხაჭაპურიძე

ნაწლავები და ტვინი: დაუჯერებელი კავშირი, რომელიც მართავს შენს განწყობას - „როცა ის ირღვევა, აღმოცენდება შფოთვა, დეპრესია“