კვირა მზისა და ვენერას შეერთებით იწყება. ურთიერთობები, რომანტიკა და პარტნიორობა, ასევე გართობა და შემოქმედებითი საქმიანობა ცენტრალურ ადგილს დაიკავებს. მიმდინარე კვირაში ასევე, პლანეტა მარსი და ვენერა გაერთიანდებიან. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ბიზნესთან დაკავშირებული საკითხების, სოციალური გეგმებისა და იდეების მოგვარებისთვის, ახალი ურთიერთობების დაწყებისთვის შესანიშნავი პერიოდია.
კვირის ბოლოს კი ვენერა იუპიტერს, შემდეგ კი მზესა და მარსს დაუპირისპირდება, რაც კონფლიქტების, ტყუილისა და მანიპულაციის რისკს გაზრდის. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, კვირის ბოლო დღეების განმავლობაში მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ და თითოეულ ინიციატივასა და შეთავაზებას დიდი ყურადღებით დავაკვირდეთ.
უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 2026 წლის 5-11 იანვრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ვერძებს ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან მოეწონებათ, რაც კვირის დასაწყისში უხვად იქნება. ისინი მხიარული და ენერგიული მოსაუბრეები იქნებიან და თაყვანისმცემლებს, ძირითადად, სექსუალურობითა და ექსტრავაგანტურობით მიიზიდავენ. კვირის მეორე ნახევარში დაუფიქრებელი ხარჯვის რისკი იზრდება, ხოლო შაბათ-კვირას ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე უნდა იზრუნოთ.
კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
კუროს შესანიშნავი კვირა ელის. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს კვირა დასვენებით, გართობით, შემოქმედებითობით, ჰობის განვითარების შესაძლებლობით, საინტერესო გამოცდილებითა და არანაკლებ საინტერესო შეხვედრებით იქნება სავსე. შაბათ-კვირას ემოციური ბალანსის შენარჩუნება დაგჭირდებათ, რომ პარტნიორების ახალი წინადადებები კრიტიკულად შეაფასოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
ტყუპებს ასტროლოგები ურჩევენ, რომ კვირის პირველ ნახევარში მთელი ენერგია და ინიციატივა სამუშაოსკენ მიმართონ. თუმცა, უმჯობესია, კვირის მეორე ნახევარში ხალხმრავლობას მოერიდოთ და საკუთარ სურვილებსა და საქმეებზე კონცენტრირდეთ. მიუხედავად იმისა, რომ კვირის პირველი ნახევარი სასარგებლო კავშირებს, საინტერესო შეთავაზებებს და შემოსავლის ზრდას მოიტანს, მეორე ნახევარი ტყუპებს უკიდურესად დაძაბულ დღეებს ჰპირდება - როდესაც მცირე კამათიც კი შესაძლოა, იმდენად დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები საბოლოოდ დაასრულოს და რეპუტაციაც დაკარგოთ.
კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
კირჩხიბებს დასვენებისთვის შესანიშნავი დრო ექნებათ, თუ საკვებისა და ალკოჰოლის მოხმარებას მაქსიმალურად გააკონტროლებენ. კვების რაციონის გაკონტროლება ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. კვირის შუა პერიოდში ურთიერთობების გაუმჯობესება, სასიამოვნო შეხვედრები, საინტერესო საუბრები და თქვენთვის მნიშვნელოვანი წინადადებების მიღება გელოდებათ.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
ლომები თავიანთ სოციალურ წრეში წამყვან როლს სიამოვნებით დაიკავებენ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, გავლენიანი და ავტორიტეტული ადამიანები მიიზიდონ, რომლებიც შემდგომში ბიზნესს პროექტების ან კარიერული ამბიციების რეალიზებაში დაეხმარებიან. მიმდინარე კვირის განმავლობაში არამიზნობრივი ხარჯების გაღების დიდი რისკია. ამიტომ, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.
ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
ქალწულები კარგ შედეგებს მიაღწევენ, თუ მხოლოდ ერთ კონკრეტულ რაღაცაზე ზედმეტად არ გაამახვილებენ ყურადღებას. თანაბრად გადაანაწილეთ თქვენი ენერგია ცხოვრების ყველა სფეროზე და შედეგები ნებისმიერ მოლოდინს გადააჭარბებს. რომანტიკულ სფეროში მნიშვნელოვანია, მკაფიო და ზუსტი პოზიციის შენარჩუნება და იმავე პირობის მოთხოვნა პარტნიორის ან თაყვანისმცემლისგანაც.
სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
სასწორები კვირას ემოციური აღმავლობით დაიწყებენ, რომელსაც საყვარელი ჰობის, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის და მრავალი სასიამოვნო სიურპრიზის მეშვეობით შეინარჩუნებენ. შესაძლოა, ახალ რომანტიკულ ურთიერთობაშიც ჩაერთოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ შაბათ-კვირას ზედმეტ ფიზიკურ აქტივობას მოერიდოთ და დრო, შეძლებისდაგვარად, სახლში გაატაროთ.
მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
ეს კვირა მორიელებს მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად საკმარის ენერგიასა და ძალას მისცემს. თუმცა, ბალანსის შენარჩუნება და პერიოდული დასვენება აუცილებელია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ფინანსური მდგომარეობა კვირის შუა პერიოდში გაუმჯობესდება, ხოლო შაბათ-კვირას ახალი კარიერული პერსპექტივები გაჩნდება.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
მშვილდოსანს მიმდინარე კვირის განმავლობაში დატვირთული სოციალური ცხოვრება ექნება. ეს კვირა შეხვედრებითა და კულტურული ღონისძიებებით იქნება სავსე. მეგობრების წრე, სავარაუდოდ, საინტერესო და მნიშვნელოვანი ადამიანებით გამდიდრდება, თავად მშვილდოსნებს კი თითქმის ყველა ჯგუფში თბილად მიიღებენ. ეს კვირა ბევრ სასიამოვნო მოგონებას გპირდებათ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
თხის რქებს საკმაოდ აქტიური და მრავალფეროვანი კვირა ელოდებათ. შესანიშნავი პერიოდია მოგზაურობისთვის, მეგობრებთან ერთად სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვისა და გართობისთვის. ბევრი გეგმა თანმიმდევრულად და მეთოდურად განხორციელდება და ბიზნესმენებისთვის შესაძლოა, ახალი პერსპექტივები გაჩნდეს. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავის წარდგენისას თქვენს რეალურ მიღწევებსა და პროფესიონალიზმს გაუსვათ ხაზი და თავდაჯერებულობა გამოავლინოთ.
მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
ეს კვირა მერწყულებს საინტერესო ინფორმაციას მოუტანს, რომელიც მათ სასარგებლოდ უნდა გამოიყენონ. პერსპექტივების მხოლოდ დანახვა არ იქნება საკმარისი; რეალურ ცხოვრებაში საკუთარი პოტენციალის რეალიზება დაგჭირდებათ. დროა, შიში და ეჭვები გვერდზე გადადოთ და დაიწყოთ იმის გაკეთება, რაც დიდი ხანია, გინდათ. ასევე, რომანტიკულ ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი და სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
თევზებმა მიმდინარე კვირის განმავლობაში შესაძლოა, დიდი ხნის თაყვანისმცემელს შანსი მისცენ ან წარსულში დატოვებული ურთიერთობა გადააფასონ და ახლებურად შეხედონ. ნებისმიერ შემთხვევაში, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. უმჯობესია, შაბათ-კვირა სახლში, თბილ გარემოში გაატაროთ და ზედმეტ სოციალურ აქტივობას მოერიდოთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕დაფნის რიტუალი გზების გასახსნელად - „ფინანსური ნაკადის ზრდა ხელსაყრელი ხელშეკრულების მოზიდვა“
⭕„წესიერი კაცი სიცოცხლესთან ერთად იმაზეც ფიქრობს, ცხოვრების შემდეგ მისგან რა დარჩება“ - გია მურღულია
⭕+17 გრადუსი - 5 იანვრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
წყარო: www.beaumonde.ge