იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებისთვის ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მიმდინარე კვირის (27 აპრილი – 3 მაისი) ნუმეროლოგიურ პროგნოზს უზიარებს.
მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, შინაგანი სიმტკიცე. გარდა ამისა, ძველი სისტემები იწყებს დაშლას, რადგან ისინი აღარ ემსახურება ახალ ცნობიერებას:
„27 აპრილი – 3 მაისი. ამ კვირის მოტოა: „რაც უნდა შეიცვალოს, ამას ვერავინ შეაჩერებს“ ეს კვირა ცვლილებების ზღვარზე დგას.
თითქოს უხილავი ძალა გიბიძგებს, რომ დატოვო ძველი და გადახვიდე ახალ ეტაპზე.
ეს არ არის შემთხვევითი რამ... ეს არის პასუხი იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უკვე მიიღე წარსულში.
ახლა მოდის შედეგების დრო... ტიბეტური სიბრძნე ამბობს: „რაც დათესე, ის არ მოდის მაშინვე, მაგრამ ყოველთვის მოდის ზუსტად მაშინ, როცა მზად ხარ მის მისაღებად“.
ამ კვირაში მთავარი ამოცანაა, შინაგანი სიმტკიცე.
ენერგია მერყეობს, გარემო არასტაბილურია, მაგრამ შენ შეგიძლია იყო ის წერტილი, რომელიც არ ირყევა, არამედ მყარად დგას.. (თეთრი კვადრატებით აღვნიშნავ დადებით ტენდენციებს, შავი კვადრატებით გამოწვევებს).
ამ კვირაში:
▫️ახალი შესაძლებლობები
▫️ტექნოლოგიური განახლება
▪️მანიპულაციების საფრთხე
▪️არასტაბილური ენერგეტიკა საზოგადოებრივ ვექტორში: ენერგია იძაბება. ის, რაც ადრე ჩუმად ხდებოდა, ახლა ხმამაღლა ითქმის.
ძველი სისტემები იწყებს დაშლას, რადგან ისინი აღარ ემსახურება ახალ ცნობიერებას.
ტიბეტური სწავლება გვახსენებს: „როდესაც ძველი კედლები ინგრევა, ნუ ეძებ მათ გადარჩენას მოძებნე ის, რაც უნდა აშენდეს მათ ადგილას“.
▫️პიროვნული თავისუფლების გაძლიერება
▫️ახალი აზროვნების გაჩენა
▪️პროტესტის ტალღები
▪️ძალაუფლების თამაშები პიროვნებისთვის: შენში ჩნდება სურვილი, შეცვალო, გადაალაგო, გათავისუფლდე, მაგრამ ამასთან ერთად მოდის შიში და ეჭვი. ეს ბუნებრივია..
ამ კვირის გაკვეთილია: არ გადახვიდე უკიდურესობებში.
არც გაქცევა, არც ძალადობრივი დაძალება არაა მოგებიანი.. გააზრებული ნაბიჯი დაფასდება.. „გონება, რომელიც ჩქარობს, შეცდომას უშვებს. გონება, რომელიც აკვირდება: გზას პოულობს“.
▫️სიმამაცე არჩევანისთვის
▫️მხარდაჭერა ახლობლებისგან
▪️შიდა ეჭვები
▪️ემოციური გადაღლა სამსახური და საქმე: ყველაფერი დეტალებში წყდება. ერთი პატარა შეცდომა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
ტიბეტური მიდგომა ასეთია: „სრულყოფილება არ არის სისწრაფეში,ის არის სიზუსტეში“. ანუ, გეგმა + სიფრთხილე = შედეგი.
კვირის ბოლოს შეიძლება გაიხსნას ახალი კარი მათთვის, ვინც არ იჩქარებს.
▫️პერსპექტიული მიმართულებები
▪️კონკურენციის ზრდა სასიყვარულო ტენდენციებში: მთავარი ხდება - სითბო და ნდობა. რაც ყოველდღიურობად გეჩვენება, რეალურად ყველაზე დიდი საჩუქარია. სავსე მთვარე აძლიერებს ემოციებს, ამიტომ შეიძლება გაჩნდეს წყენა, ეჭვი, გაუგებრობა.
აქ, გაკვეთილია: „ემოცია ტალღას ჰგავს, თუ მას მიჰყვები, დაგახრჩობს. თუ უყურებ, გადაგატარებს“.
▫️გულწრფელობა აძლიერებს კავშირს
▪️ეჭვი და ეჭვიანობა მოკლედ, დღეების ენერგია:
27 აპრილი - ორშაბათი იმოქმედე გაბედულად, მაგრამ ნუ დაკარგავ დეტალებს.
გაკვეთილი: საკუთარი გზის არჩევა არის პასუხისმგებლობა..
28 აპრილი - სამშაბათი შანსები მოდის სწრაფად, მიიღე ან გაუშვი.
გაკვეთილი: ხანდახან დათმობა მოგებას ნიშნავს.
29 აპრილი - ოთხშაბათი ემოციური დაძაბულობა. მოერიდე კონფლიქტებს.
გაკვეთილი: სიმშვიდე, ყველაზე ძლიერი დაცვაა.
30 აპრილი - ხუთშაბათი ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერია. ენდე მას. გაკვეთილი: „მსუბუქი“ ძალა ხშირად უფრო ეფექტურია, ვიდრე „ძლიერი“ ზეწოლა.
1-ელი მაისი - პარასკევი — სავსემთვარე 🌕 ემოციები პიკშია.
ნუ მიიღებ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.
გაკვეთილი: ვინც არ ჩქარობს, არ კარგავს გზას.
2 მაისი - შაბათი სიმართლე იჩენს თავს. დააკვირდი ადამიანებს.
გაკვეთილი: რაც შენია იცოდე, არ დაიკარგება.
3 მაისი - კვირა დღე სტაბილურობისა და გააზრების.
გაკვეთილი: გეგმა, მშვიდი გონების შედეგია.
შევაჯამებ ასე, კვირის მთავარი გზავნილია: შენ სამყარო არ გთხოვს, რომ ყველაფერი აკონტროლო. შენგან ითხოვენ, რომ იყო შეგნებული იმაში, რასაც ქმნი“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ: