Digest Logo

„ეს პოსტი არ ემსახურება დაშინებას, უბრალოდ მართლაც ურთულესი თვეები გველის...“ - ფენშუის სპეციალისტის გაფრთხილება

1777295567
ფენშუი ფენშუი

‼️ურთულესი 3 თვე გველის‼️

5 მაისიდან - 3 ცეცხლოვანი თვე🔥 ელის დედამიწას.

2026 წლის რუქაში ისედაც ცეცხლი ცეცხლშია, ამ მოცემულობას კიდევ ასეთი ცეცხლოვანი თვეები ემატება🙏

რას შეიძლება ველოდოთ?

უპირველეს ყოვლისა, მსოფლიო მასშტაბით დაიხურება ის ბიზნესი, რომელიც ვერ გადალახავს ასეთ სირთულეებს და ასეთი არც თუ ისე ცოტა იქნება, არავის ვაშინებთ, ჯობია წინასწარ ვიყოთ მზადყოფნაში და გარკვეული სტრატეგია შევიმუშავოთ-მოსალოდნელია კადრებისა და ხელფასების შემცირება, გარკვეული ინვესტიციების გაჩერება, უფრო და უფრო რთული გახდება ფულის გამომუშავება, იკლებს კლიენტურის რაოდენობა, მოსალოდნელია ფასების ზრდა, გამძაფრდება ემოციური ფონი და კონფლიქტები, გააქტიურდება სეისმოლოგიური აქტივობა, ეს ენერგია იწვევს წყნარი ოკეანის წრის გააქტიურებას, ამიტომ მოსალოდნელია მიწისძვრები, ცუნამი.

ჩვენ სხვათა შორის ნახევარი წლის წინ დავწერეთ აქ, რომ არ გირჩევდით მოგზაურობას საამიროებში 3-4 წლის მანძილზე, რადგან ეს რეგიონი არასტაბილური გახდებოდა, ისევე, როგორც სხვა მაშინ ჩამოთვლილი ქვეყნები, ახლაც ვამბობთ, რომ კიდევ უფრო საშიში ხდება იაპონია(ბევრად ადრეც გვეწერა), სამხრეთ ამერიკა, ჩრდილო ამერიკა, სან-ფრანცისკო, აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ეტაპობრივად ამ რეგიონებში.

🔥ძლიერი ცეცხლის ენერგია🔥გამოიწვევს გარკვეულ მოვლენებს, საინტერესოა ის, რომ ვისაც ბა ცზის რუქაში აქვს.

💦წყალი, ანუ წყლის ელემენტი💦ის ვერ მოხვდება ასეთ საშიშ რეგიონებში, ერთგვარი დაცვაა ამ ელემენტისაგან, რადგან წლის რუქაში წყალი საერთოდ არ არის ან თუ მოხვდება ან ცხოვრობს, გადარჩენის ბევრად მაღალი შანსები გააჩნია, ასეთი ძალა გააჩნიათ ჩვენს რუქაში არსებულ ელემენტებს.

ასევე ზუსტად ამ თვეებში მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება, განსაკუთრებით, ვისაც „მშრალი“ რუქა აქვს, უმაღლესი რისკის ჯგუფში არიან გულსისხლძარღვოვანი დაავადებების -ინფარქტების, ინსულტების მხრივ, მკვეთრად გაიზრდება ფსიქიური დაავადებების რისკები, ემოციური და ფიზიკური გამოფიტვა, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად-მეტი წყალი და წყლის პროცედურები, კვება თქვენთვის საჭირო ელემენტების გათვალისწინებით🍇🍅🍐.

რეჟიმის დაცვა, დროული ძილი, ფიზიკური აქტივობა-ეს ზოგადი რეკომემდაციებია, ვისაც კონკრეტულად თავისი რუქის მიხედვით სურს რეკომენდაციების მიღება, მოგვმართეთ, რადგან ეს დროული და შეუფასებელი ინვესტიცია იქნება თქვენთვის🙏მითუმეტეს მოქმედებს საოცარი აქცია ამ სერვისზე.

ეს პოსტი არ ემსახურება დაშინებას, უბრალოდ მართლაც ურთულესი თვეები გველის, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველას, მაგრამ ამავდროულად ყველას შეეხება გარკვეული კუთხით-ფინანსურად, ჯანმრთელობის მხრივ, აისახება პირად ურთიერთობებზე❤️

🙏 როგორც ვამბობთ, ვინც ინფორმირებულია, ის შეიარაღებულია.

ასევე დაგაინტერესებთ:

სავსემთვარე მორიელში: ენერგეტიკული დაპირისპირება, ზოგადი ფონი და ფარული საფრთხეები - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

⭕ ხვიჩა კვარაცხელია - „ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენს“ ყველას დამარცხება შეუძლია“

⭕ „გაზაფხულივით ლამაზი“ - მზიანი გაზაფხული და თიკა ფაცაციას ახალი კადრები