20 დეკემბერს, თბილისის დროით დილის 05:45 საათზე წლის ბოლო ახალმთვარეობაა. ეს არის პორტალი, გარდამტეხი მომენტი, რომელიც ასრულებს ძველ ციკლს და კარს აღებს მომავალი წლისკენ.
ახალმთვარეობის დეტალურ განხილვას ასტროლოგი გვთავაზობს, რომელიც „ფეისბუკ“ გვერდს AstroBlog SkyLight მართავს:
„ძვირფასო მეგობრებო, 20 დეკემბერს, დილის 5:44სთ-ზე, თბილისის დროით, გვექნება განსაკუთრებული ახალმთვარეობა მშვილდოსნის 28-29 გრადუსზე. ეს იქნება ენერგეტიკულად საკმაოდ ძლიერი ახალი მთვარე, რომელიც ერთი მხრივ ასრულებს 2025 წელს, მეორე მხრივ კი გვიხსნის საოცრად პერსპექტიულ ჰორიზონტს, რადგან ის ხდება მშვილდოსნის - ზოდიაქოს ყველაზე ოპტიმისტურ, შორსმჭვრეტელ და მომავლისკენ მიმართულ ნიშანში.
გარდა ამისა, ჩართულია მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ ახალმთვარეობას მეტად განსაკუთრებულს ხდის:
21 დეკემბერს გველოდება წლის ბორბლის ოთხი კარდინალური წერტილიდან ერთ-ერთი ზამთრის მზედგომის დღე.
ზამთრის მზედგომის დღე, ეს არის ყველაზე ბნელი წერტილი, რის შემდეგაც სინათლე იწყებს ზრდას. როდესაც ახალმთვარეობა ხდება ამ თარიღის ზღურბლზე, მომავლისკენ სწრაფვის ძალა მრავალჯერ იზრდება.
ეს ორმაგი, ახალი შესაძლებლობების პორტალის ჩართვაა, ორმაგი კარიბჭე - ჯერ მთვარის, შემდეგ კი მზის.
რაც შეეხება მშვილდოსნის ნიშანს, სადაც ხდება ეს ახალმთვარეობა, მშვილდოსანი არასოდეს ცხოვრობს წარსულით. ის უყურებს წინ, ჰორიზონტს მიღმა, იქ, სადაც არის აზრი, იდეა, მიზანი, რომლისკენაც ღირს მოძრაობა.
ახალმთვარეობა მშვილდოსნის ნიშანში ყოველთვის ატარებს ცხოვრების ახალი ვექტორის თემას, შესაძლებლობების გაფართოებას, მსოფლმხედველობის შეცვლას, ჩვეული აზროვნებისა და ძველი სიუჟეტების ჩარჩოებიდან გამოსვლას.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს ახალმთვარეობა დასაბამს აძლევს ჩვენს მასშტაბურ, გრძელვადიან და ჭეშმარიტ სურვილებს, სადაც განვითარების და ზრდის იდეა, შინაარსია ჩადებული.
მნიშვნელოვანია პასუხები გვქონდეს კითხვებზე: რომელ გზას ვირჩევ? მწამს და მჯერა ჩემი არჩევანის? არის ეს ის მიზანი, რაც ზუსტად ეხმიანება ჩემს შინაგან მისწრაფებებს და სურვილებს?
მშვილდოსანში ახალმთვარეობა თითქოს ანთებს შინაგან შუქურას, რათა არ გადავუხვიოთ გზას, მაშინაც კი, თუ ის ჯერ კიდევ სრულად არ არის ცხადი. გვანიჭებს მომავლის ნდობას, პერსპექტივების ხედვის უნარს და გვიბიძგებს ზრდასა და განვითარებაზე ფსონის დადებისკენ. ზამთრის მზედგომის ენერგიები კი ზრდის მშვილდოსნის ახალმთვარეობის იმპულსს.
ამ ახალმთვარეობას შეუძლია დაიწყოს პროცესები, რომლებიც დიდი ხანია მწიფდებოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ვერ იწყებოდა ადრე. ყველაფერმა, რაც გროვდებოდა ჩვენს აზრებში, გრძნობებში, განზრახვებში, ასევე მსოფლიო პროცესებში, შეიძლება სწორედ ახლა დაიწყოს გაშლა და რეალიზაცია.
სწორედ ამიტომ, ასე მნიშვნელოვანია შეგნებულად არჩევა, რა განწყობით, რა რწმენით, რა განზრახვით შევდივართ ახალი მთვარის და მზის ციკლში 2026 წლის წინ. გირჩევთ აუცილებლად ამ ახალმთვარეობაში, მაშინაც კი, თუ ადრე არასოდეს გაგიკეთებიათ, გააკეთეთ ქაღალდის მაგიის რიტუალი.
დაჯექით, კონცენტრირდით და დაწერეთ თქვენი მიზნები, გეგმები, ამოცანები არა მხოლოდ მომავალი მთვარის თვისთვის, არამედ მომავალი 2026 წლისთვის. პირველი მთვარის დღე არის ჯადოსნური დღე. ეს არის დრო, როდესაც სამყარო თითქოს გვაძლევს ცარიელ ფურცელს და ყურადღებით კითხულობს, რა გვსურს ახალ მთვარის თვეში და ცხოვრების ახალ ეტაპზე.
პირველი მთვარის დღე ამ ახალმთვარეობაში დიდხანს არ გრძელდება, 05:44-დან 08:58-მდე, თანაც 07:41-დან 08:52-მდე მთვარე უკურსოა. ამიტომ, ადექით ადრე და მოახდინეთ თქვენი მომავლისკენ მიმართული განზრახვის ფორმირება ფურცელზე. შეგახსენებთ, სურვილები უნდა იყოს მასშტაბური და მომავალზე ორიენტირებული. უფრო მეტად ეს უნდა იყოს არა წვრილმანი სურვილები, არამედ მომავლის ვექტორების ფორმირება. რა მინდა კია არა, რა მიმართულებით მინდა მოქმედება? რა გზას ვირჩევ? რა მჭირდება იმისთვის, რომ გამოვავლინო და განვავითარო საკუთარი შესაძლებლობები? რისთვის ვარ მზად და რა შესაძლებლობები მსურს რომ მქონდეს?
მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი დროის მონაკვეთში საუკეთესოა დაწეროთ მიზნები, რომლებიც დაკავშირებულია ზრდასთან და გაფართოებასთან.
აქტუალურია განათლების, მოგზაურობის, გადასახლების, მსოფლმხედველობის შეცვლის, პროექტების განვითარების, შემოსავლის ახალ დონეზე გასვლის, საკუთარ თავში რწმენის გამყარების, საკუთარი გზის ძიების, მენტორების, მოწაფეების ან საკუთარი დანიშნულების თემები.
ძალიან მნიშვნელოვანია განზრახვების ფართოდ და ნათლად ფორმულირება, შიშის და შეზღუდვების გარეშე.
არ დაწეროთ ის, რაც თავად არ გჯერათ. უკეთესია ერთი გულწრფელი განზრახვა, ვიდრე სურვილების სია რწმენის გარეშე.
როგორც კი დაწერთ, წარმოთქვით თქვენი სურვილები, თქვენი მიზნები ხმამაღლა. წარმოთქვით ყველაფერი ნელა, პაუზებით, თითქოს უკვე გრძნობთ, როგორ გპასუხობთ სივრცე. ახლა კი, გავაანალიზოთ ამ ახალმთვარეობის ასპექტები, რადგან ეს ყოველთვის ამყარებს შემდგომ მთვარის თვის კურსს. განსაკუთრებულ ძალას ამ ახალმთვარეობას ანიჭებს პლანეტების დაჯგუფება ზოდიაქოს ერთ სექტორში, მზესთან და მთვარესთან ახლოს. ეს ნიშნავს, რომ ამ ახალმთვარეობაში ერთიანდება ჩვენი სურვილები, რომლებსაც წარმოადგენს ვენერა, და ჩვენი ქმედებები, რომლებსაც წარმოადგენს მარსი, ჩვენი ღირებულებები ვენერას მიხედვით და ნება მარსის მიხედვით, ჩვენი ოცნებები და მათი რეალიზაციის უნარი.
რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, როდესაც სურვილები თანხვედრაშია შესაძლებლობებთან?
გარდა ამისა, ვენერა ახლა მშვილდოსანშია და ეს აძლიერებს ჩვენს შინაგან სწრაფვას რაღაც უფრო მასშტაბურისკენ, ზრდის, განვითარების, ახალი შესაძლებლობებისკენ. ხოლო მარსი თხის რქის ნიშანში გვანიჭებს გამძლეობას, დისციპლინას, უნარს ვიაროთ ჩვენი მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, გზიდან არ გადავუხვიოთ.
ეს კომბინაცია იდეალურია გრძელვადიანი გეგმების რეალიზაციისთვის, რთული პროექტებისთვის, სერიოზული ცხოვრებისეული გადაწყვეტილებებისთვის. არ არის აუცილებელი ყველაფერი დაიწყოთ ახლავე, მაგრამ შინაგანი განზრახვა, სტრატეგია, გზის შემდეგი ეტაპის ფორმირება - მნიშვნელოვანია სწორედ ახლა მოხდეს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოსტატურად გავაერთიანოთ ვენერას და მარსის ენერგიები, ანუ ჩვენი ამბიციები და ძლიერი სურვილები გავაერთიანოთ პრაქტიკულობასთან, ზუსტ გათვლასთან და მიზანდასახულობასთან.
ახალმთვარეობის წერტილი ქმნის სამ ასპექტს, რომლიდანაც ორი დაძაბულია, რაც ნამდვილად არ გვპირდება განზრახვის რეალიზაციას მარტივი გზით.
დაძაბული ასპექტები ყალიბდება სატურნთან და ნეპტუნთან. ჰარმონიულ ასპექტს ახალმთვარეობის წერტილი ქმნის ქირონთან. დაძაბულობა სატურნთან მიუთითებს იმაზე, რომ სამყარო ამოწმებს ჩვენს მზაობას და მიზანდასახულობას.
ნამდვილად მზად ვართ თუ არა ნაბიჯ-ნაბიჯ გულმოდგინედ ვიაროთ ჩვენი მიზნისკენ? თუ პასუხისმგებლობით გამოვავლენთ ასეთ გამძლეობას, მაშინ სატურნი, დააფასებს ჩვენს ძალისხმევას, მოგვცემს საჭირო დახმარებას და მხარდაჭერას. მაგრამ თუ დაინახავს, რომ ჩვენ ზერელედ ვუდგებით საქმეს, რომ დასახული მიზნები ჩვენთვის ზედაპირული გართობაა, მაშინ, სავარაუდოდ, მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების წინაშე დგომა.
ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობით მიუდგეთ თქვენი მიზნების და განზრახვების სიის ფორმირებას.
ახალმთვარეობის წერტილის დაძაბული ასპექტი ნეპტუნთან საუბრობს იმაზე, რომ მოხდება ჩვენი ილუზიების გარკვეულწილად გამოვლენა, მოგვიწევს ვარდისფერი სათვალეების მოხსნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ემოციები, ეჭვები და შინაგანი არასტაბილურობის განცდა. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დაინგრევა მხოლოდ ილუზიები, არასაიმედო კონსტრუქციები, ხოლო ყველაფერი, რაც დაფუძნებულია ჭეშმარიტ ღირებულებებზე, სწორედ ახლა მიიღებს განხორციელების შანსს.
ახალმთვარეობის ჰარმონიული ასპექტი ქირონთან - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩართვაა. ქირონი არის მკურნალი, ერაც ნიშნავს, რომ ბევრი პროცესი ჩვენს ცხოვრებაში მიიღებს განკურნების შანსს. ქირონი ეხმარება საღი აზრის პოვნას ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც კი, გამოსავლის დანახვას იქ, სადაც ადრე იყო ჩიხი, გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ ცხოვრება.
გარდა ამისა, ახალმთვარეობის წერტილი ააქტიურებს ვარსკვლავ ელტანინს (ეტამინს), რომელიც ცნობილია როგორც დრაკონის თვალი. ეს ძალიან ძლიერი ენერგიაა, მაგრამ მასთან სიფრთხილეა საჭირო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშვილდოსანში ახალმთვარეობა სტიმულს გვაძლევს ვისწრაფოთ მომავლისკენ. მშვილდოსნის სიმბოლო, კენტავრი, უმიზნებს ისარს შორს ჰორიზონტს მიღმა.
მშვილდოსანში ახალმთვარეობა ეხმარება მიზნების განსაზღვრას, მაგრამ ვარსკვლავი ეტამინი აძლიერებს მიზანზე ობსესიას. იდეის გავლენის ქვეშ მყოფმა ადამიანმა შეიძლება ვერ შეამჩნიოს, რომ სცდება ზომიერების საზღვრებს.
შეიძლება შეიქმნას შეგრძნება, რომ სწრაფად უნდა გავაკონტროლოთ ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში წავაგებთ.
ელტანინის შეერთება ახალმთვარეობის წერტილთან აძლიერებს მიზიდულობას ტოქსიკური კავშირების ან გარიგებებისკენ, სადაც ბევრი არც ისე სუფთა დაპირებაა. როგორც ვხედავთ, ამ ვარსკვლავის გავლენა შეიცავს საფრთხეს, განსაკუთრებით ძალაუფლების მქონე ადამიანებისთვის. მათ შეიძლება ვერ შეამჩნიონ ბარიერები, რამაც შესაძლოა მოიტანოს დამანგრეველი შედეგები. უფრო მეტიც, ბევრი იგრძნობს თავდაჯერებულობის მოზღვავებას, რისკზე წასვლის სურვილს.
თუმცა, თუ გამოვიჩენთ სიფრთხილეს და შევინარჩუნებთ ნებისყოფას, შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ ვარსკვლავის ენერგია ძალიან პოზიტიურად, რადგან ვარსკვლავი ეტამინი აძლიერებს განზრახვის ძალას. აძლიერებს ნებას, ფოკუსს, შინაგან ბირთვს და უნარს ვიაროთ მიზნისკენ გადახვევის გარეშე.
მაგრამ ამავე დროს ის ძალიან მკაცრად ამოწმებს, რა ფასად გსურთ მიიღოთ სასურველი.
ამ ვარსკვლავის გავლენით ყველაფერი, რაც დაკავშირებულია მანიპულაციებთან, არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებთან, შეიძლება სწრაფად ჩამოიშალოს. ხოლო კეთილსინდისიერი, სუფთა განზრახვები მიიღებენ წარმოუდგენელ მხარდაჭერას.
თუ თქვენ ირჩევთ პასუხისმგებლობის, შინაგანი სისუფთავის გზას, მაშინ ეტამინი ამ ახალმთვარეობის ენერგიებთან შეერთებაში გახდება თქვენი მოკავშირე.
ის დაგეხმარებათ დაინახოთ და იაროთ სიმართლეს გზით, შეინარჩუნოთ კურსი მიზნის მიღწევამდე.
ამიტომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანია იყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან, ძალიან ფრთხილი სურვილებში და ძალიან ყურადღებიანი გადაწყვეტილებებში.
რადგან ახალმთვარეობის წერტილის შეერთება მარსთან ხდება ნიშნების საზღვარზე, ამით აქტივირდება უმაღლესი ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ხე ეწოდება, რაც მიგვანიშნებს, რომ მოხდება საგვარეულო ენერგიების გააქტიურება.
ამიტომ, ეს ახალმთვარეობა ძალიან ხელსაყრელია განზრახვებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია სახლთან, ოჯახთან, შვილებთან, ცხოვრების მყარი საფუძვლის შექმნასთან.
მნიშვნელოვანია გავიხსენოთ საკუთარი გვარი, მადლობა გადავუხადოთ წინაპრებს ძალისთვის, დაცვისთვის, ვიგრძნოთ საყრდენი ზურგს უკან და პასუხისმგებლობა მომავალ თაობებთან მიმართებაში.
როგორც ვხედავთ, ამ ახალმთვარეობაში იქმნება მნიშვნელოვანი, ძლიერი ენერგია. რაც იქნება ძლიერი საყრდენი წერტილი, რომელიც მოგვცემს შინაგან ბირთვს და განცდას, რომ ახალ ციკლში გველოდება მნიშვნელოვანი და საუკეთესო მიღწევები.
გახსოვდეთ, ვარსკვლავები მიგვანიშნებენ, თუმცა გზას ყოველთვის ჩვენ ვირჩევთ.
გისურვებთ სიბრძნეს, საკუთარი თავის და თქვენი სურვილების რწმენას, ჰარმონიას სამყაროსთან და თქვენი განზრახვის ენერგიებთან“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: