Digest Logo

„ახალმთვარეობა ვერძის ნიშანში არის წერტილი, სადაც ძველი ილუზიები უნდა გავუშვათ, რათა გზა დავუთმოთ ახალ, მძლავრ ენერგიას“ - თამუნა იოსელიანი

1776269246
ახალმთვარეობა ვერძში

მზე, მთვარე და შინაგანი თავისუფლება ☀️

🌙ადამიანსა და ღმერთს შორის შუამავლები არ არსებობენ - ნამდვილი ბედნიერება საკუთარი გონების ჩარჩოებისა და სხვისი მოსაზრებებისგან თავის დაღწევაშია.

მზე არ ზრუნავს იმაზე, თუ როგორ აანთოს უკეთ, როგორ გაათბოს ან როგორ უზრუნველყოს ვინმეს რუჯი. მზე უბრალოდ არსებობს და უბრალოდ ანათებს. ჭეშმარიტი „მე“ სწორედ მზეს ჰგავს. ის უბრალოდ არის და მისი წყალობით არსებობს ყველაფერი.

გონება კი მთვარეს ჰგავს. ის თავისთავად არ ანათებს, მხოლოდ მზის შუქს ირეკლავს. მათ შორის კონკურენცია არ არსებობს, ცაზე ორივესთვის მოიძებნება ადგილი, მთავარია, საკუთარი როლი შეასრულონ.

✨ რა არის ბედნიერება?

ეს არის სიცოცხლისა და ყოველი წამის განცდის საოცრება. სასწაული კი სხვა არაფერია, თუ არა თქვენი შაბლონების რღვევა. ათასობით ჭკვიანური სიტყვა არ ღირს საყვარელი ადამიანის ერთ ჩახუტებად და შეხებად... განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი თავიდან გავცემთ სიყვარულს.ნუ იქნებით წყენია, მაგრამ ნუ იქნებით უწყინარიც. ფსონი ჩამოდით „თეთრზე“, „შავს“ გონება თავად შემოგთავაზებთ.

ფეხის დაცდენის შემთხვევაშიც კი - არ დაიხიოთ უკან.../ნიკოლაი ბულგაკოვი/ამ საოცარ ბალანსს მზესა და მთვარეს, შინაგან სინათლესა და ანარეკლს შორის, ბუნება მინერალებითაც გვიდასტურებს.

თუ გსურთ, რომ ეს ფილოსოფია თქვენს ყოველდღიურობაში მატერიალურ ძალად იქცეს, გაიცანით ორი განსაკუთრებული თილისმა:☀️ მზის ქვა (Sunstone) — ეს არის თქვენი შინაგანი „მე“-ს ენერგია. ის მზესავით გვავსებს ოპტიმიზმით და გვეხმარება, ვიბრწყინოთ ყოველგვარი შაბლონების გარეშე.

🌙 მთვარის ქვა (Moonstone) — ეს არის ჩვენი ინტუიცია და ნატიფი მხარე. ის გვეხმარება ემოციების დაბალანსებაში და გვასწავლის ცხოვრებისეული ციკლების ჰარმონიულად მართვას.

🌑 განსაკუთრებული მომენტი: ახლა, როცა 17 აპრილის ახალმთვარეობას ვუახლოვდებით, ეს ბალანსი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ახალმთვარეობა ვერძის ნიშანში არის წერტილი, სადაც ძველი ილუზიები უნდა გავუშვათ, რათა გზა დავუთმოთ ახალ, მძლავრ ენერგიას.სწორედ ამ პერიოდში მზისა და მთვარის ქვების შეძენა განსაკუთრებულ წარმატებას მოგიტანთ. ეს საუკეთესო დროა ახალი განზრახვების დასაწესებლად.

ასევე დაგაინტერესებთ:

შანსი, შევცვალოთ ყველაფერი: როგორ იმოქმედებს 2026 წლის 17 აპრილის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე და რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ

„წარმოდგენაც არ გაქვთ რა იქნება დედამიწაზე, ირანი კი ნამდვილად მოენატრება ბევრს...“ - რას წერს ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე

„არახელსაყრელია მოგზაურობა, უძრავი ქონების შეძენა, ინვესტირება...“ - 15 აპრილის პროგნოზი ფენშუის მიხედვით