„ახლა არის ისეთი პერიოდი, როდესაც შემთხვევით არც არაფერი არ ხდება. ყველაფერი რაც ამ დღეების განმავლობაში მოხდა, ეს იყო შედეგიდან მიღებული კულმინაცია, რაც იმის გამო ხდება, რომ დაიწყოს რაღაც კონკრეტული“, - ამის შესახებ ასტროლოგი სოფიო ბზეკალავა „შენი დილის“ ეთერში საუბრობს.
იგი მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებზე საუბრობს, და გვირჩევს თვის ბოლომდე გზებზე სიფრთხილე შევინარჩუნოთ.
„21 ივლისს არის სავსემთვარეობა, რაც ყველა ზოდიაქოს ნიშანში გაზრდის ემოციურ ფონს.
24 რიცხვის ჩათვლით, ენერგეტიკული პორტალის მსგავს პრინციპში ვართ, იგი უნიკალური პორტალია. ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა ფაქტობრივად ამოხტეს კარმული მატრიციდან.
გახსოვდეთ ჩვენი ოცნებების ასრულება იწყება მაშინ, როდესაც ჩვენ ამ ოცნებებზე უფრო მეტ ენერგიას ვხარჯავთ, ვიდრე შიშებზე და ეჭვებზე, რომელიც ამ ოცნების ასასრულებლად გვჭირდება.
ამ პერიოდში ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანს ექნება შანსი, იცხოვროთ იმ ცხოვრებით რომელზეც ოცნებობდა, ამისთვის საჭიროა გაბედოთ“, - ამბობს სოფიო ბზეკალავა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: