Digest Logo

🎥 „ახლა სიყვარულის დროა, არ გაჩერდეთ სახლში“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარლისაგან

1737962906
მიხეილ ცაგარელი

„დედამიწა  ამჯერად პოზიტიურენერგო ველშია, რაც კარგია. უმჯობესდება განწყობა, ურთიერთგაგება მატულობს და დიდა წარმატების შანსი“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

ვერძი 

ხდებით აქტიური და ენერგიული. გემატებათ ჯანი და ფრიად აქტიურები, მაქსიმალური კონტაქტები და შემოიტანეთ სიახლეები თქვენ ცხოვრებაში. სამყარო მოითხოვს არასტანდარტულ აზროვნებას.

კურო 

ენერგოტონუსი ეცემა და უმჯობესია ცოტა მეტი დაისვენოთ. საქმიანი კუთხით კარგი პერიოდია შეიძლება ახალი თანამდებობაც მიიღოთ. 

ტყუპები

ახლა მათ ვერ გააჩერებთ, რადგან მათი დროა. ფრიად გონებამახვილი ხდებით, იღებთ დახმარებას მეგობრებისგან, ახლობლებისგან. მგზავრობა მოგზაურობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი ხართ საუკეთესო. 

კირჩხიბი

ენერგოტონუსი ეცემა. ფინანსური საკითხები შესაძლოა გადაწყვიტოთ, თუმცა ეცადეთ დაასვენოთ საკუთარი თავი და ზედმეტად არ გადაიღალოთ. 

ლომი

ბევრ ისეთ რამეს დაინახავთ, რასაც არ ელოდით, იქნება გულაცრუების მომენტები და დაინახავთ ვინ ვინ არის. ენერგოტონუსი მატულობს და პერიოდი გაქვთ იღბლიანი. ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.

ქალწული 

ცოტა დაღლილობას იგრძნობთ, მაგრამ დაისვენეთ და იმოქმედეთ აქტიურად. გაქვთ კარგი პერსპექტივები, ხელმძღვანელი პირებისგან შესაძლოა მიიღოთ შეთავაზება, ამიტომ გამოიყენეთ ეს პერიოდი მაქსიმალურად. 

სასწორი

სიყვარულის დროა. საუკეთესო პერიოდია და არ გაჩერდეთ სახლში, საზოგადოებასთან გქონდეთ მეტი ურთიერთობა და გამოჩნდით. ლიდერი და ხელმძღვანელი იქნებით კარგი. ბევრი საკითხი ისე მარტივად წყდება, რომ თქვენც გიკვირთ.

მორიელი

ენერგონტუსი ეცემა და დაღლის მომენტი გაქვთ, მაგრამ რა გაგაჩერებთ როცა გაქვთ შანსები გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. საქმიანი კუთხით კარგი პერიოდია, მაგრამ ჯანმრთელობა რამდენად გაგიშვებთ, ეცადეთ მისცეთ ორგანიზმს დასვენების და აღდგენის საშუალება. ინტუიცია გაქვთ მზარდი, რაც თქვენი წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

მშვილდოსანი

არნახულად ბევრი ენერგია გაქვთ და ყველაფერი გამოგდით. ეს არის მრავალფეროვანი კონტაქტების და ახალი ურთიერთობის, მგზავრობისთვის საუკეთესო პერიოდია. არ გაჩერდეთ და იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი. 

თხის რქა

ენერგონტუსი ეცემა დასვენება გჭირდებათ, მაგრამ ფინანსური კუთხით საინტერესო საქმეებში ჩაერთვებით, ადრეული საქმეებიდან მიიღებთ ფინანსურ დივიდენდებს. შესაძლოა მიიღოთ პრემიაც. 

მერწყული

მთავარი ფავორიტი ხართ, გემატებათ ენერგია და ყველა პრობლემა მარტივად წყდება. ახლა ყველაზე მაღალი გაქვთ იღბლიანობა. იმოძრავეთ და არ გაჩერდეთ, გაქვთ საშუალება წარმატების და გამოიყენეთ ეს შანსები. 

თევზები

თქვენ საინტერესო პერიოდი გაქვთ შემოქმედებითი და პირადი კუთხით. იმოძრავეთ, კოსმოსი ითხოვს თქვენგან ენას კბილი დააჭიროთ და არ გათქვათ თქვენი საიდუმლოები. საქმიანი კუთხით კარგი პერიოდია, მაგრამ ეცადეთ დაასვენეთ საკუთარი თავი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 29 იანვარს ჩინური კალენდრით ახალი წელი დგება, როგორ უნდა შევხვდეთ მას? - ასტროლოგი ქეთი ვაწაძის რჩევები

⭕„დაბადების დღეს გილოცავ იმიერში ჩემი დარდის, ფიქრის და ტკივილის მიზეზო...“ - გელა დაიაური გარდაცვლილ მეუღლეს

⭕„კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს ჩაატარებთ 16:35 წთ-ზე, რადგან ეს დრო პიკია“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე