Digest Logo

„ახლა თქვენი დროა - ვერაფერი გაგაჩერებთ“ - ნახეთ, ვის რა გელოდებათ მიმდინარე კვირაში

1653896254
ცაგარელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირაში დედამიწა დადებით ენერგოველში იმყოფება და წარმატების შანსები მეტ-ნაკლებად ყველა ზოდიაქოს ნიშანს ექნება:

♈ვერძი - რაც შეიძლება კონტაქტური უნდა იყოთ, შესაძლოა, გაიცნოთ ისეთი ადამიანები, რომლებთანაც შემდეგ განახორციელებთ საქმიან პროექტებს. ესაა პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს ფინანსურად წინ სვლას, ოჯახის წევრებთან იდეალურად დაალაგებთ ურთიერთობას. დებთან, ძმებთან, მეზობლებთანაც კი კარგი პერიოდი გექნებათ.

♉კურო - ენერგოტონუსი ცოტა დაბალი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი აქვს. აუცილებელია ინფორმაცია დროულად გადაამუშაოს და გამოიყენოს საჭირო კავშირები. ჯანმრთელობის მხრივ ფრთხილად იყავით რადგან გაქვთ მოწამვლის შანსი.

♊ტყუპები - ახლა თქვენი დროა, თქვენ ვერაფერი გაგაჩერებთ, სასწაულად შარმიანი, აქტიური და ინიციატივიანი ხართ.  ახალა არ გაქვთ გაჩერების უფლება. იღბლიანობა გაასმაგდება და ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი შეიძლება დაიწყოთ.

♋კირჩხიბები - ცოტა მეტის სიფრთხილე გჭირდებათ, დაბადების ზონაში ხართ და თქვენი ენერგოტონუსი მცირდება, ზედმეტი ემოციებისგან შესაძლოა დიდ კონფლიქტებში შეხვიდეთ. ჭორები ინტრიგები და მოშურნეები გამოჩნდებიან.

♌ლომი - ძალიან საინტერესო პერიოდი გაქვთ რადგან ამ კვირაში შესაძლოა გადაწყვიტოთ ისეთი საქმეები, რომლებზედაც შემდეგ თქვენ გეგმები იქნება დამოკიდებული. ამიტომ უნდა იყოთ ძალიან აქტიური და გამოიყენოთ ინტერნეტი, რადგან მნიშვნელოვანი ინფორმაციების მიღების შესაძლებლობა სწორედ აქედან გექნებათ.

♍ქალწული - შრომისუნარიანი, მდგრადი, ნებისყოფიანი და მომთმენია, თავის საქმეებს იდეალურად ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ენერგოტონუსი ეცემა, წარმატების შანსები აქვს, მთავარია არ გადაიწვას და ხშირად დაისვენოს.

♎სასწორი - პერიოდი ძალიან კარგია, მაგრამ მოგეთხოვებათ დიპლომატიურობა, რადგან  პარტნიორებთან ინტერესთა კონფლიქტების გამწვავების ალბათობა გაქვთ, დაივიწყეთ სიხისტე და პირდაპირობა, ასევე მნიშვნელოვანია ცვალებადი სიტუაციების გამო არ დაიბნეთ.

♏მორიელი -  ძალიან კარგი ინტუიცია გაქვთ, ამ კვირაში მოგეთხოვებათ ფინანსებისადმი სწორი დამოკიდებულება. თუ ფინანსები პარტნიორებთან სწორად არ გადაანაწილეთ დაძაბულობა მოიმატებს, ასევე თუ რამე ჯარიმა გაქვთ დროულად გადაიხადეთ. შემდეგი კვირა უფრო რთული იქნება ვიდრე ეს კვირა, ამიტომ ეცადეთ მნიშვნელოვანი საქმეები ამ კვირაში დაასრულოთ.

♐მშვილდოსანი - აქტიური, ენერგიული, ოპტიმისტი და ინიციატივიანია, თუმცა მისი დახმარება სხვებს დასჭირდება და პირადი საქმეებისთვის ვერ იცლის. ეს მას გააღიზიანებს და იქნება ზედმეტად ხისტი, ამიტომ გირჩევთ პირდაპირობისგან თავი შეიკავოთ.

♑თხის რქა - ენერგოტონუსი შემცირებულია, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ ჯანმრთელობის მიმართ. ჯარიმები გადაიხადეთ სასწრაფოდ, სირთულეები შეგექმნებათ. ასევე შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა კოლეგებთან, რადგან მშვიდად გაიაროთ ეს რთული პერიოდი.

♒მერწყული - იმდენად აქტიური, ენერგიული და იღბლიანი ხართ რომ ამან შესაძლოა, ზედმეტად გაგიზარდოთ ამბიციები და შეგიქმნათ ადამიანებთან პრობლემები. მოგინდებათ ბიზნესის გაფართოება და ფულის ჩადება, მაგრამ ამან შესაძლოა დიდი გასავალი და ფინანსების დაკარგვა გამოიწვიოს, ამიტომ ცოტა ფრთხილად იყავით.

♓თევზები - თქვენი ენერგოტონუსი ცოტა დაბალია, განწყობაც არაა ამაღლებული. შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციები შეგექმნათ. კოლეგებთან ძველი წყენა და პრობლემები ამოტივტივდება, ახლა გირჩევნიათ განმარტოება, ასევე გამოიჩინეთ დიპლომატია. რადგან სიტუაცია არ დაიძაბოს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს ფინანსების მოსაზიდად ეს რიტუალი გააკეთეთ“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„ეს დღე ფრთხილად გაიარეთ მძიმე ენერგეტიკული დღეა“ - ცაგარელის გაფრთხლება