ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მთელი კვირის განმავლობაში დღევანდელი დღე გამორჩეულად ენერგეტიკულია, რადგან ახალი მთვარეა. ცაგარელი ადამიანებს ასწავლის, თუ რა რიტუალი უნდა ჩაატარონ ფინანსების მოსაზიდად.
„დღეს ახალი მთვარეა და ფინანსების მოსაზიდად უნდა ჩაატაროთ შემდეგი რიტუალი - დადოთ ვერცხლისფერი მონეტა ისეთ ადგილზე, სადაც მთვარე დაინახავს და დამუხტოთ ის. შემდეგ ეს მონეტა ატარეთ საფულით და ის აუცილებლად მოიზიდავს ფინანსებს.
რაც შეეხება დღევანდელი დღის ენერგიას, შედარებით ფრთხილად გაიარეთ ეს დღე, რადგან მძიმე ენერგეტიკის მატარებელია, არ დაიწყოთ ახალი საქმე თუმცა ჩამოწერეთ გეგმები და 3 რიცხვის შემდეგ განახორციელეთ.
ასევე მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს ცის კაბადონზე ხდება - გამარჯვებისა და საქმიანობის პლანეტა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადადის და წარმატების შანსები ათმაგდება ვერძის და მისი მონათესავე ნიშნებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილის“ ეთერში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გუგლი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
🔵თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან“ - მიხეილ ცაგარელი