Digest Logo

„ახლა ვიმკით იმას, რაც 2025 წლის ნოემბრის ბოლოს დაითესა“ - დღეს, 1-ელ მაისს, მორიელის ნიშანში სავსემთვარეობაა

1777614000
სავსე მთვარესავსე მთვარე

2026 წლის 1-ელ მაისს, თბილისის დროით 21:22 საათზე, სავსემთვარეობა მორიელის მე-12 გრადუსზე, კუროში მყოფი მზის საპირისპიროდ შედგება. ასტროლოგების შეფასებით, ეს არ არის სტანდარტული მოვლენა, ეს არის 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური კულმინაცია, რომელიც პლანეტა პლუტონის მძლავრი ჩარევით ხასიათდება.

სავსემთვარეობა კურო-მორიელის ღერძზე ეხება რესურსებს, ფულს, სხეულს, ნდობას, ვალებსა და ღრმა ემოციურ ინვესტიციებს. 

პირად დონეზე ეს სავსემთვარეობა „რენტგენივით“ იმუშავებს. გამოაჩენს ყველაფერს, რასაც აქამდე თვალს ვხუჭავდით ურთიერთობებში, ჯანმრთელობასა თუ ფინანსებში.

2026 წლის 1-ელი მაისის სავსემთვარეობა მორიელის 12°-ზე: ეს არ არის ჩვეულებრივი სავსემთვარეობა. ახლავე აგიხსნით, რატომ...

სავსემთვარეობა (მზისა და მთვარის ოპოზიცია) თავისთავად ჰგავს მაიკ ტაისონისა და მუჰამედ ალის ორთაბრძოლას რინგზე. მაგრამ ახლა მათ პლუტონიც შეუერთდა — ის, ვისაც ორივეს ბავშვებივით კუთხეებში მიყრა შეუძლია. ამით იქმნება მძლავრი ფიქსირებული ტაუ-კვადრატი (სამკუთხედის ფორმის ფიგურა), რომლის ენერგიაც სწორედ პლუტონის მეშვეობით განიმუხტება.

ვინაიდან კულმინაციის ენერგია (კურო-მორიელის ღერძზე) პირდაპირ ვერ იცლება, ის იძულებულია პლუტონის — ტოტალური ტრანსფორმაციის, ძალაუფლების, სიკვდილ-რეინკარნაციისა და კოლექტიური ჩრდილოვანი მხარეების პლანეტის — მეშვეობით გამოვიდეს.

ეს 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური მთვარის კულმინაციაა! თუ დავამატებთ იმასაც, რომ პლუტონი უკვე რეტროგრადულ მარყუჟშია... მაშინ საერთოდ — „ჰალია, ჩვენთან გაუქმებაა“.

კურო-მორიელის ღერძი ეხება ფასეულობებს, რესურსებს, ფულს, სხეულს, სექსუალობას, ნდობას, საერთო ფინანსებს, ვალებს (მათ შორის კარმულს), კრედიტებს, ბირჟას და ღრმა ემოციურ ინვესტიციებს. ახლა ჩვენ ვაღწევთ იმის პიკს, რაც 6 თვის წინ დაითესა.

გავიხსენოთ, რა მოხდა 6 თვის წინ (2025 წლის ნოემბრის ბოლოს):

🌀 ეთიოპიაში გაიღვიძა ვულკანმა, რომელიც თითქმის 12 000 წელი დუმდა.

🌀 ისრაელმა, თვეების შემდეგ, პირველად დაარტყა ბეირუთს.

🌀 ნიდერლანდებში სამხედროებმა ავიაბაზის თავზე დრონებს ცეცხლი გაუხსნეს.

🌀 ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ, დააპატიმრეს და დაიწყო ხანგრძლივი სასჯელის მოხდა.

🌀 დონალდ ტრამპმა ჰონდურასის ყოფილი პრეზიდენტის შეწყალება გამოაცხადა. (ყურადღება მიაქციეთ: ერთი პრეზიდენტი შეიწყალეს, მეორე — დასვეს!)

🌀 ჩინეთის პრემიერი აქტიურად მოგზაურობდა მსოფლიოში. ეს სიტუაციები შესაძლოა ახლა განმეორდეს, ან სარკულად აისახოს.

ეს სავსემთვარეობა იქნება „ჭეშმარიტების მომენტი“ გლობალური სისტემებისთვის:

ფინანსური მხილებები: (კრიპტო, საბანკო სისტემები, კორპორატიული ძალაუფლება). ბაზრები რეაგირებას მოახდენენ შიშსა და მანიპულაციებზე. განსაკუთრებული ყურადღება კრიპტოვალუტებსა და ტექნოლოგიურ აქტივებს. ის, რაც საიმედო გეგონათ, შესაძლოა ასეთი არ აღმოჩნდეს.

რესურსები: საკვები, მიწა, ენერგომატარებლები, რეპროდუქცია (როგორც პოლიტიკური საკითხი). კონფლიქტები წყლის რესურსების გარშემო.

მასობრივი პროტესტები: მოძრაობები „სიმართლისთვის“, რომლებიც სწრაფად გადაიზარდებიან ძალაუფლებისთვის ბრძოლაში. პლუტონი მერწყულში აღმერთებს „ხალხი ელიტის წინააღმდეგ“ სცენარებს.

ექსტრემალური გამოვლინებები: ბუნებრივი კატაკლიზმებიდან (მიწისძვრები, ვულკანები) დაწყებული, საზოგადოებრივი ფსიქოლოგიური აფეთქებებით დამთავრებული.

ლიდერების დაპირისპირება: არავინ მოინდომებს დათმობას. მოსალოდნელია მკვეთრი საკადრო ცვლილებები და ინფორმაციის გაჟონვა.

პირადი გავლენა და რეკომენდაციები: ჩვენთვის ეს სავსემთვარეობა „რენტგენივით“ იმუშავებს. ის, რაც დიდხანს იგნორირებული იყო ურთიერთობებში, ფულსა თუ ჯანმრთელობაში, ყურადღებას მოითხოვს. ოღონდ, გემუდარებით, ქმარს ნუ დაუყვირებთ.

აქ საფუძვლიანი მიდგომაა საჭირო: ან ვცვლით ურთიერთობის ფორმას, ან შეგვაქვს განქორწინებაზე. ბევრი იგრძნობს, რომ მეტჯერ ვეღარ მოიტყუება.

გაუშვით მადლიერებით: ყველაფერი, რაც მიდის. სავსემთვარეობა მორიელში საუკეთესო დროა განთავისუფლების რიტუალებისთვის. დაწვით ის, რაც აღარ გემსახურებათ. დააბრუნეთ ვალები.

იმუშავეთ სხეულთან: მზე კუროში შეგვახსენებს — „დამიწდით“, იზრუნეთ ფიზიკურ სხეულზე.

მოერიდეთ უკიდურესობებს: ტაუ-კვადრატმა შესაძლოა გამოიწვიოს აკვიატება, შურისძიება ან პარანოია.

თერაპია: საუკეთესო დროა ფსიქოანალიზისთვის, ქვეცნობიერის კვლევისა და სექსუალური თვითშემეცნებისთვის.

ზოგადად, 2026 წლის მაისი ორი სავსემთვარეობით იქნება „ორმაგი განწმენდის“ თვე. პირველს (მორიელში) მოაქვს ინტენსიური სიმართლე და კრიზისი, რომელიც ძველ რწმენებს ნამსხვრევებად აქცევს. მეორე კი (თვის ბოლოს) დაგვეხმარება მიღებული გაკვეთილების ინტეგრირებასა და წინსვლაში. ეს არ არის ადვილი სავსემთვარეობა, მაგრამ თუ ენერგიას სწორად მიმართავთ, შეგიძლიათ ერთი წლის სამყოფი კედლები გაარღვიოთ.