Digest Logo

„აკონტროლებს ქვეცნობიერის ურჩხულსა და დაბალ ინსტინქტებს“ - რას ნიშნავს მშვილდოსნის სიმბოლო: ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური მიმოხილვა

1795688550
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგმა ქეთი ოდიშელმა სოციალურ ქსელში  გავრცელებულ პოსტში მშვილდოსნის თანავარსკვლავედის მითოლოგიურ ფესვებსა და სიმბოლოს მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა.

მისი თქმით, მშვილდოსნის ისტორია შუმერული პაბილსაგიდან და ბერძნული მითების ქირონსა და კროტოსამდე მიდის, ხოლო მისი გლიფი და ისარი, რომელიც ცაზე ანტარესისკენაა მიმართული, მიწიერი საყრდენის, შინაგანი დისციპლინისა და სულიერი სწრაფვის ერთიანობას გამოხატავს.

🏹 საიდან მოდის მშვილდოსნის თანავარსკვლავედის ისტორია და რა საიდუმლოს მალავს მისი სიმბოლო ♐?

✨ მშვილდოსანი ერთადერთი ზოდიაქოს ნიშანია, რომელშიც ერთიანდება ცხოველური ინსტინქტი და უმაღლესი გონი, კენტავრი (ნახევრად ცხენი, ნახევრად ადამიანი). თუმცა, მისი ფესვები გაცილებით ძველი და მრავალმხრივია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

✋ შუმერული ფესვები ბევრად ადრე, სანამ ანტიკური საბერძნეთი ქირონის მითს შექმნიდა, მესოპოტამიაში ამ თანავარსკვლავედს #პაბილსაგი ერქვა – ეს არის ფრთოსანი, მორიელისკუდიანი კენტავრი მშვილდით ხელში, რომელიც ომისა და ქვესკნელის ღვთაება ნერგალთან იგივდებოდა.

🔥 სწორედ აქედან მოდის მშვილდოსნის უკომპრომისო სულიერი მეომრის ბუნება, ის არის სინათლის მცველი, რომელიც საკუთარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველა ბარიერს ანგრევს. ⏳ ბერძნულ მითოლოგიაში მშვილდოსანი დიადი და ბრძენი ქირონია, დროისა და სტრუქტურის ღვთაება ქრონოსის (სატურნის) ვაჟი.

📚 ქირონი ღმერთთა და ადამიანთა ერთგული მეგობარი იყო. ოლიმპოელებმა მას ასწავლეს მკურნალობა, ნადირობა, მუსიკა და მომავლის განჭვრეტა. დროთა განმავლობაში ქირონი თავად იქცა ანტიკური სამყაროს უდიდეს მასწავლებლად, მისი მოსწავლეები იყვნენ იაზონი, კასტორი, აქილევსი და ჰერაკლე.

🏹 ერთხელ, როდესაც ჰერაკლე ერიმანთოსის ტახზე ნადირობდა, მისი ჰიდრას შხამში ამოვლებული ისარი შემთხვევით ქირონს მოხვდა მუხლში. აუტანელი ტკივილი აგიჟებდა დაჭრილს, მაგრამ ტანჯვას დასასრული არ უჩანდა, რადგან ქირონი უკვდავი იყო.

⛓️ ჰერაკლე შეჰპირდა მას ხსნას, სიკვდილით შვების პოვნას. მოგზაურობისას გმირი გადააწყდა კლდეზე მიჯაჭვულ პრომეთეს, რომლის ღვიძლსაც ყოველდღე არწივი კორტნიდა. უზენაესმა ღმერთმა ზევსმა (იუპიტერმა) დაწყევლა იგი: საუკუნო ტანჯვა გაგრძელდებოდა მანამ, სანამ ვინმე თავისი ნებით არ შეენაცვლებოდა.

🌟 ტკივილისგან გატანჯულმა ქირონმა საკუთარი უკვდავება დათმო პრომეთეს სანაცვლოდ და ასე იპოვნა მან თავისი წამალი, გახდა მოკვდავი და მალევე გარდაიცვალა, რითაც პრომეთეც იხსნა. ქირონის თავგანწირვის შემდეგ, მადლიერების ნიშნად, ზევსმა მამაცი კენტავრის სიმბოლო ცის კაბადონზე, ვარსკვლავებს შორის მოათავსა. 🎭 პარალელურად სხვა პერსპექტივაში მეორე საინტერესო მითი დაიბადა.

🎶 ანტიკური ასტრონომიული ტექსტების მიხედვით, მშვილდოსნის თანავარსკვლავედს ჰყავს მეორე, ნაკლებად ცნობილი პროტოტიპიც 🫴 კროტოსი, პანისა და მუზების ძიძის ვაჟი.

👏 #კროტოსი ჰელიკონის მთაზე ცხრა მუზასთან ერთად ცხოვრობდა. ბრწყინვალე მშვილდოსანი იყო და სწორედ მან გამოიგონა აპლოდისმენტები (ტაში), როდესაც მუზები მღეროდნენ, კროტოსი ხელების შემოკვრით გამოხატავდა აღფრთოვანებას, რათა შეძახილებს სიმღერისთვის ხელი არ შეეშალა. მუზების თხოვნით, ზევსმა ისიც ცაზე აიყვანა. ამიტომ მშვილდოსანი მართავს არა მხოლოდ ფილოსოფიას, არამედ ხელოვნებას, რიტმსა და საჯარო აღიარებას. (მშვილდოსნის ფსიქოტიპის ადამიანები კი ხშირად ეფექტურად გამოიყურებიან ტრიბუნასთან, თითქოს აპლოდისმენტებისთვის ყოველთვის მზად არიან).

♐ რას გვეუბნება მშვილდოსნის გლიფი და საით უმიზნებს მისი ისარი❓

ეს არის ერთადერთი სიმბოლო ზოდიაქოს ნიშნებში, რომელიც პირდაპირი ხაზისა და მასზე გადებული პატარა ჯვრისგან შედგება. ქვედა გადაკვეთა მიწიერი მატერიაა, ზემოთ მიმართული ისარი კი – სულიერი სწრაფვა. ანუ ცაში გასაფრენად ჯერ მიწაზე უნდა გქონდეს მყარი საყრდენი (კენტავრის ოთხი ფეხი, სატურნისეული დამიწება.)

⭐ საით უმიზნებს ისარი ცაზე: ღამის ცაზე მშვილდოსნის თანავარსკვლავედის ისარი ზუსტად მორიელის გულის – სამეფო ვარსკვლავ ანტარესისკენ არის მიმართული. ის, ისევე როგორც პლანეტა იუპიტერი (დედამიწის ფარსაც ეძახიან) არის კოსმიური წესრიგის მცველი, რომელიც მუდმივად აკონტროლებს ქვეცნობიერის ურჩხულსა და დაბალ ინსტინქტებს.

🪐 სატურნისა და იუპიტერის ორმაგი ბეჭედი ქირონი კრონოსის (სატურნის) შვილია, ხოლო ცაზე ზევსმა (იუპიტერმა) აიყვანა. სიმბოლური ენით ეს ნიშნავს, რომ მშვილდოსნის იღბალი, თავისუფლება და გაფართოება (იუპიტერი) მხოლოდ მაშინ მუშაობს უმაღლეს დონეზე, როდესაც მას შინაგანი დისციპლინა, გამოცდილება და პასუხისმგებლობა (სატურნი) უმაგრებს ზურგს“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ვაზიანში დაკარგულ 13 წლის მოზარდს ეძებენ - „ეძებს პოლიცია, ახლობლები და მეზობლებიც“

🎥 „ძაღლმა ისწავლა ჩვენს ბიოლოგიურ არხში ჩართვა...“ - მინდია გაბიჩვაძე ცხოველებთან კავშირზე, სტრესსა და დახმარების გზებზე

⭕ „გამონახეთ დრო ორგანიზმის გამოსაჯანმრთელებლად“ - მარსი-ქალწულის ტრანზიტის გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

✕