Digest Logo

🎥 „ძაღლმა ისწავლა ჩვენს ბიოლოგიურ არხში ჩართვა...“ - მინდია გაბიჩვაძე ცხოველებთან კავშირზე, სტრესსა და დახმარების გზებზე

1795678077
მინდია გაბიჩვაძე

კლინიკურმა ფსიქოლოგმა მინდია გაბიჩვაძემ „იუთუბის“ საკუთარ არხზე ადამიანისა და შინაური ცხოველების ურთიერთობის ნეირობიოლოგიურ ასპექტებზე, სტრესის შემცირებაში შეხების როლსა და ცხოველებზე ზრუნვის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კვლევები ადასტურებს, რომ ცხოველებთან ურთიერთობა ოქსიტოცინის გამოყოფასა და კორტიზოლის შემცირებას უწყობს ხელს, თუმცა ცხოველის აყვანამდე ადამიანმა საკუთარი რესურსები და ხანგრძლივი ვალდებულება კარგად უნდა აწონ-დაწონოს.

- როგორ ცვლიან შინაური ცხოველები ჩვენს ცხოვრებას?

მინდია გაბიჩვაძე: ძალიან დიდი ხანი მეცნიერება აკვირდება იმას, რომ ცხოველებსა და ადამიანებს შორის ურთიერთობას. გვინდა თუ არ გვინდა ისტორიულადაც დასტურდება, რომ ადამიანებსა და ცხოველებს შორის სიყვარული ყოველთვის იყო. მაგრამ მეცნიერება ამას არ აღიარებდა, ნეირობიოლოგიურ შეფასებებს არ აკეთებდნენ.

ერთხელ, იაპონელმა მეცნიერმა გამოაქვეყნა კვლევა: პატრონი და ძაღლი ნახევარი საათი დატოვეს ერთ ოთახში. უბრალოდ აკვირდებოდნენ რამდენი ხანი უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში. ორივეს ოქსიტოცონიც გაუზომეს, ეს ის ჰორმონია, რომელიც დედასა და ახალშობილს აკავშირებს. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დიდხანს უყურებდა ძაღლი პატრონს, მით უფრო მეტ ოქსიტოცონს გამოიმუშავებდა, საპასუხოდ პატრონშიც. ეს მოხდა ჩაკეტილ სივრცეში.

ეს შეიძლება ყველა ცხოველს დაემართოს, ასევე მოხდა ადამიანსა და მგლებს შორის, რომელიც ტყეში ცხოვრობდა და ეს ცხოველები მოიშინაურა. ძაღლმა ისწავლა, რომ ჩაერთოს ჩვენ ბიოლოგიურ არხში. როდესაც შენ ამბობ, რომ შენი ძაღლი შენი შვილია, ამაში შენი ტვინიც გეხმარება. ეს სიყვარული წლების განმავლობაში გრძელდება.

ვაშინგტონის შტატის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასევე ჩაატარეს კვლევა. ყურადღება მიექცა 250 სტუდენტს. შემთხვევით ისინი ოთხ ჯგუფად გაყვეს. პირველი ჯგუფი 10 წუთის განმავლობაში ეფერებოდა ძაღლებს და კატებს. მეორე უყურებდა, როგორ ეფერებოდნენ სხვები. მესამე ჯგუფი გარეთ იყო ფოტოებს ათვალიერებდა და მეოთხე უბრალოდ ელოდებოდა გამოცდას. სტრესის ჰორმონი კორტიზოლი შესამჩნევად ნაკლები აღმოჩნდა პირველ ჯგუფში. ამან ის აჩვენა, რომ მხოლოდ ყურება არ არის საკმარისი და შეხებაც საჭიროა. ეს ძაღლები და კატები თავშესაფრიდან ჰყავდათ მოყვანილი. სტუდენტებს სტრესს უხსნიდნენ ისინი, რომლებიც ჯერ არავის აუყვანია და მათთვის სითბო არ უჩვენებია. ამაზე მეტი რა უნდა მოგვცენ?!

- ჩვენ რა შეგვიძლია მივცეთ ცხოველებს?

მინდია გაბიჩვაძე: პირველ რიგში იფიქრე, რომ იქნებ ძაღლი ან ნებისმიერი ცხოველი აიყვანო ქუჩიდან ან თავშესაფრიდან. მინდა რომ გაითვალისწინო, რომ ისინი შენ გვერდით იქნებიან წლები. შენ გაქვს ამისი საშუალება, მით უმეტეს, თუ დრო და თანხა გაქვს ამის. თუნდაც დილის ექვს საათზე ადგე, წვიმაში, თოვლში და ქარში და გაასეირნო. თუმცა ძალიან ცუდი იქნება აყვანილ ცხოველს, რამდენიმე თვეში თუ ისევ გარეთ დატოვებ. ეს ძალიან დიდი ემოციური სტრესი იქნება მათთვის. არათუ ფიზიკური. ამიტომ ჯერ საკუთარ თავს უპასუხე - თუ შეგიძლია. სიკეთეს მხოლოდ ერთი მხარე არ აქვს. თუ იმის საშუალება არ გაქვს რომ ცხოველი აიყვანო, შეგიძლია თუნდაც ერთ ვეტერინარულ კლინიკას დაეხმარო, თუნდაც ერთი ცხოველის სტერილიზაციაში. შეგიძლია დაეხმარო თავშესაფარს ან მოხალისეს. ასწავლეთ თქვენ შვილს, როგორ მიუახლოვდეს ცხოველს.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „გამონახეთ დრო ორგანიზმის გამოსაჯანმრთელებლად“ - მარსი-ქალწულის ტრანზიტის გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

🎥 „უმეტესობას ბევრი მოთხოვნილება ტანჯავს... ღმერთის გარეშე მოპოვებულს მადლი არ ექნება“ - არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მადლიერების მნიშვნელობაზე

⭕ კალათბურთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება

✕