სოციალურ ქსელში „ანა მზიანის“ სახელით დარეგისტრირებული ასტროლოგი 26 ნოემბერს მარსის ქალწულში გადასვლაზე, მის ხანგრძლივ ყოფნასა და რეტროგრადულ პერიოდზე წერს.
მისი თქმით, მომდევნო თვეებში წინ წამოიწევს წესრიგი, პრაქტიკულობა, დეტალებზე დაკვირვება და პროფესიული განვითარება, თუმცა მნიშვნელოვანია ზედმეტი პერფექციონიზმის, წვრილმანებზე დავისა და გადაღლის თავიდან აცილება - განსაკუთრებით განსხვავებულ გავლენას კი ტრანზიტი სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანზე მოახდენს.
„მარსი ქალწულშია: როგორ გადავურჩეთ პერფექციონიზმს?
⚔️♍️ 26 ნოემბერს ცეცხლოვანი მარსი ქალწულში გადავა, სადაც დარჩება 2027 წლის 15 ივლისამდე. ამდენი ხანი იმიტომ გაჩერდება, რომ რეტროგრადულობა მოუწევს - 2027 წლის 10 იანვრიდან პირველ აპრილამდე. 21 თებერვლიდან 14 მაისამდე მარსი უკუსვლით ლომს ესტუმრება. ლომში მყოფ მარსს სურდა აღიარება, თვითშეფასების ამაღლება, შემოქმედებითი რეალიზება, ამბიციური იყო და სურდა პირველობისთვის ბრძოლა. და რეტროგრადულობის დროს ისევ მიუბრუნდება ამ საკითხების დამუშავებას. მარსი ქალწულში 15 მაისიდან დაბრუნდება.
⚔️♍️ მარსი არის ქმედება, აგრესია, ომის პლანეტაა. ქალწული კი არის დეტალებზე დაკვირვება, ჩაკირკიტება, რაციონალიზმი, პრაქტიკულობა, პერფექციონიზმი. ამიტომ, სანამ მარსი ქალწულში იქნება, მოგვიწევს დეტალების გამოსწორება, წესრიგის დამყარება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ზოგიერთი ზედმეტად გახდება დეტალებზე ჩაციკლული. კი, დეტალებზე მუშაობის დროა, თუმცა, ბუხრისთვის შეშას ასანთის ღერებზე აკურატულად ნუ დაჩეხავთ ან სახლს ისე დაალაგებთ, რომ საოპერაციოს დაამსგავსოთ.
⚔️♍️ ქალწულში მყოფ მარსის დროს მიმართ თქვენი ყურადღება პროფესიულ განვითარებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე, თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, გააგზავნეთ თქვენი სივი. პრაქტიკული საქმეები შეასრულეთ. ეცადეთ, გონივრულად გადაანაწილოთ თქვენი ვალდებულებები და ძალაც ზომიერად დახარჯოთ. დეტალებისა და წვრილმანების გამო ნუ გამართავთ მუშტი-კრივს. გამონახეთ დრო დასვენებისთვის, ზომიერად ივარჯიშეთ. მარსი არის ცოტა იმპულსური და ეცადეთ, სანამ აქტიურ ქმედებაზე გადახვალთ, გონივრულად შეაფასოთ მოვლენები.
⚔️♍️ როცა მარსი ქალწულში რეტროგრადული გახდება, გადახედეთ სამუშაო პროცესებს და ის, რაც აღარ მუშაობს, გააუმჯობესეთ, გადააკეთეთ ან გათიშეთ.
⚔️♍️ ასეთ პოზიციაში მარსი 2011-12 წლებში იყო და გაიხსენეთ, რა ხდებოდა მაშინ თქვენს ცხოვრებაში.
⚔️♍️ მარსი ქალწულში ენერგიულებს გახდის და მილიონ საქმეს შეასრულებინებს კუროს, თხის რქას, კირჩხიბსა და მორიელს. იმპულსურობა, გაღიზიანებულობა და უსარგებლო საქმეების გამო ფაციფუცი ელოდებათ ტყუპსა და მშვილდოსანს. თევზები არ უნდა გადაიღალოთ, არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულება, მეტად დაისვენეთ, გამონახოთ დრო ორგანიზმის გამოსაჯანმრთელებლად. თუ პრაქტიკული საქმეების შესრულებისას ინტუიციასაც ჩართავთ, საუკეთესო შედეგებს მიაღწევთ“, - წერს ანა მზიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ კალათბურთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება