Digest Logo

🎥 „ალერგია, მოწამვლა, ურთიერთგაგების სირთულე, არასაჭირო და გამოუსადეგარი ოპტიმიზმი“ - 11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

1726034518
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 11 სექტემბრის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას მოსალოდნელი სიახლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, მთვარე ფაზას იცვლის, რის გამოც აღნიშნულ დღეს გარკვეული სირთულეები ახლავს.

„ეს დღე ისეთივე ჰარმონიული ვერ არის, როგორც წინა. დადებითიც არის რაღაც ასპექტებში, მაგრამ იმედგაცრუებები უფრო მეტია. 

ალერგია, მოწამვლა, ურთიერთგაგების სირთულე, არასაჭირო და გამოუსადეგარი ოპტიმიზმი, რომელიც შეცდომას იწვევს, ეს ყველაფერი ახლავს დღევანდელ დღეს.

პროექტები, ახალი საქმეები, რომელსაც დღეს დაიწყებთ, სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგება. ჯობს არ გარისკოთ.

მთვარის ფაზის ცვლილება გვეუბნება, რომ დღეს დაისვენოთ, არაფერი გააკეთოთ სტრესული. 

ნუ დაიწყებთ მშენებლობას, ბიზნესს, ნუ იშოპინგებთ, ამიტომ როგორღაც გადააგორეთ ეს დღე“, - ამბობს ხათუნა ნოელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნიჭიერის“ერთ-ერთ გამომსვლელს სცენაზე ხელი სთხოვეს - კადრები ჩაწერიდან

⭕მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - ამინდის განახლებული პროგნოზი

⭕„რთულ თამაშს ველოდებით, თუმცა მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ“ - გიორგი მამარდაშვილი