
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.
ამჯერად ასტროლოგი, ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 18-24 აგვისტოს ჩათვლით ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:
„კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
18-24 აგვისტო
საკმაოდ ენერგიული და აქტიური კვირა იქნება. ეს განსაკუთრებით საგრძნობი კვირის მეორე ნახევარში, კონკრეტულად კი 21-24 აგვისტოს შუალედში გახდება.
ჯერ კიდევ მოქმედებს მერკური-მარსის სექსტილი, რომელიც მიანიშნებს მოლაპარაკებების და შეთანხმებების შანსებზე. ეს არის სიტყვისა და ძალის სინთეზი, ამიტომ, მოლაპარაკებებშიც კი შესამჩნევი იქნება დომინანტობისთვის ბრძოლა, რაც შესაძლოა არც თუ სასიკეთოდ აისახოს საბოლოო შედეგზე.
კვირის მთავარი ასტროლოგიური მოვლენები ბუნებრივია, 23 აგვისტოს იქნება - მზის გადასვლა ქალწულის ნიშანში (0:34 საათიდან) და ახალმთვარეობა (10:07 საათზე). სწორედ ეს ახალმთვარეობა „ხსნის გზას“ სექტემბრის მთვარის და მზის დაბნელებებისკენ. აქედან გამომდინარე, ახალმთვარეობა და წინა დღე (22-23 აგვისტო) კვირის ყველაზე რთულ დღეებად შეიძლება მოვიაზროთ.
მზის ეს ინგრესია მხოლოდ ზედაპირულად მოიტანს წესრიგის დამყარების, დალაგების სურვილს. სინამდვილეში მის ძირში დევს უწესრიგობისა და ქაოსის მაღალი ალბათობა. ამაზე მიანიშნებს მზე - ურანის კვადრატი. გარდა ზემოთ ნათქვამისა, ეს ასპექტი გააძლიერებს ნერვულ დაძაბულობას (განსაკუთრებით მამაკაცებში) და გაზრდის განხეთქილების ალბათობას. ეს გამოვლინდება როგორც ინდივიდუალურ, ასე ვთქვათ ლოკალურ, ისე გლობალურ (სახელმწიფოებრივ) დონეზე. ეს კრიტიკული ასპექტია, რომელიც კავშირებისა და გაერთიანებების რყევებზე მიანიშნებს. გარდა ამისა, ეს მიანიშნებს პრობლემებს ავიატრანსპორტთან დაკავშირებით და მოსალოდნელია ამ მიმართულებით ტექნიკური ავარიებიც ვიხილოთ.
საერთოდ, ზემოთ ნახსენები მერკური (ლომის ნიშნიდან) მარსთან დადებითი ასპექტი თითქოს მიანიშნებს მოლაპარაკებების მცდელობაზე, თუმცა 23 აგვისტოდან მარსის კვადრატული ასპექტი იუპიტერთან მიანიშნებს სიხისტეზე, არადიპლომატიურობა და სარკაზმზე. ასე რომ, არა მხოლოდ 23-24 აგვისტო, არამედ აგვისტოს ბოლო კვირისთვის ეს ტენდენციები იქნება გააქტიურებული. საქმიან სფეროში პარტნიორებს მართებთ სიმშვიდე და მოზრდილი ადამიანისთვის დამახასიათებელი სერიოზულობა, რათა „ნაწყენი ბავშვის“ პოზიციიდან არ იმოქმედონ. ამ დღეებში კრიტიკულობა და ცინიზმი განსაკუთრებით საზიანოა. უბრალოდ, არასწორად ნათქვამმა ხუმრობამაც კი შესაძლოა დავასა და კამათს დაუდოს საფუძველი.
23 აგვისტოს ახალმთვარეობა ერთგვარი ახალი ეტაპი გამოდგება, რომელიც განსაზღვრავს მინიმუმ ერთთვიან პერიოდს, ამიტომ ეს დღე (+/- 1 დღე) დაკვირვებას და ყურადღებას ითხოვს.
ეს ერთკვირიანი პერიოდი საშუალებას გვაძლევს გავთავისუფლდეთ არასაჭიროსგან, ზედმეტისგან და ამასთანავე, დავალაგოთ ჩვენს ფსიქიკაში თუ ცხოვრებაში არსებული ქაოსი“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ იდუმალი ტბა აფრიკაში, რომლიდანაც წყლის წამოღება შეუძლებელია - „ღმერთების თვალი“
⭕„მოერიდეთ ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას...“ - კვირის დღეების ასტროპროგნოზი