სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Lakshmi Birthstones ახალ საინტერესო ასტროლოგიურ პოსტს აქვეყნებს, სადაც თემაზე:„მთვარის მეთხუტმეტე დღე“, - წერს.
„მთვარის მეთხუტმეტე დღე:
დღის სიმბოლო: გველი
დღის მინერალები: აგატი, მორიონი, სელენიტი, გიშერი, ზურმუხზი.
დღის აღწერა:
ისევე როგორც წინა დღე, მთვარის მეთოთხმეტე დღე ენერგიითაა გადატვირთული. განსხვავება იმაში არი, რომ ამ დღეს მისი გამოყენება გაცილებით რთულია, რადგან ენერგიის გაფლანგვის შესაძლებლობა მაღალია.
დღე თვის ერთ-ერთი დემონური პერიოდია. ის - ანუბისთანაა კავშირებული. მისი სიმბოლო გველია. ის მიგვანიშნებს, რომ სიხარულს და ბედნიერებას, ხშირად ტკივილი და იმედგაცრუება მოჰყვება ხოლმე. პირველ რიგში ეს სიყვარულსა და ურთიერთობებს ეხება: ამ დღეს ისინი განსაკუთრებით მოწყვლადია.
ვარცხნილობა:
რეკომენდებული არ აროს თმის შეჭრა. ამან შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. თმის მუქფრად შეღებვა უსიამოვნებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ხვეულ ვარცხნილობას, სწორი ამჯობინეთ. ეს დადებითი ენერგიის მოზიდვაში დაგეხმარებათ.
მებაღეობა:
დღე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ენერგეტიკისაა, ამიტომაც კარგია მიწასთან მუშაობა.
ამ დღეს გირჩევთ:
ამ დღეს დაკავდით საქმეებით, რომლებიც დიდ დროსა და ძალისხმევას არ საჭიროებს. იღბლიანი პერიოდია ვაჭრობისათვის. დღის პირველი ნახევარი ნეგატიურია. ამ დროს შეიძლება სამსახურსა და პირად ცხოვრებაში სირთულეებს გადავეყაროთ. თავი შეიკავეთ ზედმეტი ამბიციებისგან. ცუდ შედეგებს მოგვიტანს სხვებზე პასუხიმგებლობის გადაბარებაც, ამ დღეს, თუ არა მომავალში მაინც.
მთვარის მეთხუთმეტე დღის მეორე ნახევარი ნაკლებად ნეგატიურია. ამ დროს შესაძლებლობა გვეძლევა გარკვეული გეგმები განვახორციელოთ. მაგრამ, თუ მიზნის მიღწევის საშუალებებში არ ხართ დარმუნებულნი და წარმატების მიღწევაში ეჭვი გეპარებათ, სჯობს, არაფერი გააკეთოთ.
ამ პერიოდში შესაძლებელია ახალი ადამიანების გაცნობაც. შეიძლება, დაგებადოთ საინტერესო იდეები. მიაქციეთ მათ ყურადღება, შეიძლება, ძალიანაც სასარგებლო აღმოჩნდეს.
მთვარის მეთხუტმეტე დღე თვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ დღეს სავსემთვარეობაა, ამიტომაც ენერგეტიკა პიკს აღწევს.
ცოტა მოგვიანებით, გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი ნაშრომის შედეგები დავინახოთ.
გამოიყენეთ მთელი ძალისხმევა, რადგანაც ამ დღეს ენერგია ნებისმიერი საქმისთვის საკმარისად გვაქვს. თუ მოგინდებათ მთებსაც კი გადადგავთ.
გვეძლევა შესაძლებლობა ერთხელ და სამუდომოდ შევცვალოთ რაღაც. მთავარია, გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიიღოთ და თუ რაიმეს გაკეთებას გადაწყვეტთ ყველაფერი წინასწარ გათვალოთ.
თუ რაიმე აზრი დიდი ხანია მოსვენებას არ გაძლევთ, გამოიყენეთ მთვარის მეთხუტმეტე დღე და ჩანაფიქრი განახორციელეთ. ეს ნამდვილად გამოგივათ.
გაითვალისწინეთ, რომ ეს ეხება მხოლოდ რაიმეს ძლიერ სურვილს, ცხოვრებისეულად ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომლის განხორციელების გარეშეც გიჭირთ მომავლის წარმოდგენა. მხოლოდ ასე შეძლებთ თქვენს ძალის გაღვიძებას. მთვარის ენერგია მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაგეხმარებათ.
მიუხედავად ამისა, ასეთ ძლიერ ენერგეტიკას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს: მთვარის ზეგავლენა იმდენად ძლიერია, რომ ორმაგდება ადამიანის ისევე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები.
ეს დღე გაატარეთ ისე, როგორადაც თქვენი მომავალი ცხოვრება წარმოგიდგენიათ.
თუ მთვარის პირველი დღე - თვის საფუძველია, მთვარის მეთხუტმეტე დღე დარჩენილი თხუთმეტის დღის ბაზად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
დღის თავისებურებები:
ეს დღე შინაგანი ტრანფორმაციისკენ გვიბიძგებს. თუ მას უმოქმედოდ, საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე გავატარებთ და ცდუნებებს მივეცემით, მაშინ არანაირი სულიერი ცვლილება არ მოხდება. მეტიც, სრულიად საპირისპირო შედეგს მივიღებთ, ასეთი ქმედებით უფრო მეტად შევერწყმებით ჩვენს უარყოფით მხარეს. დავიწყებთ უფრო მეტი შეცდომების დაშვებასაც.
თუ დააკვირდებით, წიგნებსა და ფილმებში აღწერილი დანაშაულები, ხშირად, სავსემთვარეობისას ხდება. ამაში არის რაღაც ლოგიკა. უარყოფითი თვისებები სავსემთვარეობისას ძლიერდება და ადამიანებც სულელურ საქციელებს სჩადიან.
მთვარის მეთხუტმეტე დღის თავისებურებებიდან უნდა აღინიშნოს შემდეგი: ამ დღეს არ შეიძლება აზარტული თამაშები. საქმე მხოლოდ წაგებას არ ეხება, ამან, შესაძლებელია, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
მთვარის მეთხუტმეტე დღეს არ გირჩევთ მოგზაურობის დაწყებას. ეს მით უმეტეს შორეულ მგზავრობას ეხება. ამან, შესაძლებელია, მოულოდნელი შედეგები მოგვიტანოს. ძირითადად, არც ისეთი სასიამოვნო. გაემგზავრეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადადება არ შეგიძლიათ.
თუ „ღამურა” ხართ გაითვალისწინეთ, რომ ღამის 12-დან 3 საათამდე სერიოზული საქმის კეთება არ შეიძლება. არ იმუშაოთ და არ იურთიერთოთ ამ დროს.
ამბობენ, რომ თუ მთვარის მეთხუტმეტე დღეს ვიკამათეთ ან სხვების ჩხუბის მომსწრენი გავხდით ცუდის ნიშანია. ძაღლის ნახვა კი კარგის მომასწავებელი.
მადლობა ყველას, ვინც ფიზიკურად თუ ონლაინ მოგვცა საშუალება ამ პოსტის შექმნის“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მოათავსეთ მწვანე ქსოვილში ან ქისაში...“ - 2 იანვარს ჩასატარებელი რიტუალი ქეთი ოდიშელისგან
⭕„ზღაპარი დამთავრდა...“ - მაკა ზამბახიძე პროექტ „ვინ ვინ არისზე“