Digest Logo

„მოათავსეთ მწვანე ქსოვილში ან ქისაში...“ - 2 იანვარს ჩასატარებელი რიტუალი ქეთი ოდიშელისგან

1767343080
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 2 იანვარს გასაკეთებელ რიტუალზე საუბრობს:

„2 იანვარი ბედობა, როგორი წელიც გსურთ რომ გქონდეთ, ისე მოიქეცით დღეს!


ჩაიცვით რაიმე ახალი, ფერადი და დრო თქვენთვის საყვარელ ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. გაითვალისწინეთ, რომ სწორედ ამ საღამოს იწყება სავსემთვარეობა, (რომლის პიკიც 3 იანვარს 14:02 სთ ზე იქნება საქართველოს დროით) ამიტომ აუცილებლად დამუხტეთ (პიკამდე დააწყვეთ ფანჯრის რაფაზე ან გარეთ, არ არის აუცილებელი მთვარე ჩანდეს) საფულეები, მინერალური ქვები, სამკაული, წყალი და გამოიყენეთ შემდეგ დანიშნულებისამებრ.

რიტუალი ფინანსების მოზიდვაზე (შეგიძლიათ შეასრულოთ ძველით ახალ წლამდე):

აიღეთ 2 ცალი 50 თეთრიანი,( სასურველია რიტუალამდე საფულით ატაროთ). ძველით ახალი წლის წინ, აიღეთ მწვანე სანთელი, გაადნეთ ისე, რომ გააკეთოთ მცირე ზომის ფირფიტა, ორივე მხარეს დააკარით 50 თეთრიანი (წინა და უკანა მხარე რომ შენარჩუნებული იყოს. შუაში კი სანთლის ფირფიტა იქნება). ახალი წლის ღამეს, ეს ფინანსების მოსაზიდი თილისმა თქვენთან უნდა იყოს, დილით კი, მოათავსეთ მწვანე ქსოვილში ან ქისაში და შეინახეთ თქვენს კუთხეში, (სადაც ინახავთ, ფულს, ან სამკაულს). ეს თილისმა მთელი წლის განმავლობაში მოიზიდავს ფულს, ხვავსა და ბარაქას“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ზღაპარი დამთავრდა...“ - მაკა ზამბახიძე პროექტ „ვინ ვინ არისზე“

⭕თბილი წყალი ლიმონით და უარი ხორცზე - ნაომი კემპბელის მთავარი საიდუმლოებები, რის გამოც 55 წლის ასაკში იდეალურად გამოიყურება

⭕ „ბევრი ტკივილი და სიხარულიც გამოვიარე...“ - რას წერს გიორგი გოჩოლეიშვილი 2025 წელზე