ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე სოციალურ ქსელში ვიქტორ ჰიუგოს უკვდავი რომანის, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ მთავარი გმირების ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და ეგზისტენციალურ არჩევანზე საუბრობს.
სპეციალისტის შეფასებით, ზღვარი გმირსა და ბოროტმოქმედს შორის იმით იზომება, თუ რისთვის არის მზად ადამიანი - მსხვერპლად შესწიროს საყვარელი არსება სამყაროს გადასარჩენად, თუ მთელი სამყარო გადააქციოს ნაცარში ერთი ადამიანის დასაცავად, რაც კვაზიმოდოს ქმედებაში სრულად ვლინდება.
„გინდა, ერთი საინტერესო სიმართლე გითხრა?
იცოდე, რა არის განსხვავება გმირსა და ბოროტმოქმედს შორის?
„ლამაზსა” და „მახინჯს” შორის ანუ, რატომ უყვარდა კვაზიმოდო, ესმერალდას?
გმირი გაგწირავს შენ სამყაროს გადასარჩენად.
ის ამას აუცილებლობით ახსნის, მძიმე არჩევანს გააკეთებს და იამაყებს იმით, რომ სწორად მოიქცა.
ხოლო ბოროტმოქმედი - ის გაწირავს მთელ სამყაროს შენს გამო. გადაწვავს ქალაქებს, გადაუვლის ყველას და თავის მართლებასაც არ დაიწყებს.
იმიტომ, რომ მისთვის შენ ამ სამყაროს ნაწილი კი არ ხარ... შენ მთელი მისი სამყარო ხარ.
და ახლა მითხარი, რომელი მათგანია ნამდვილი მონსტრი?
როდესაც ბრბო (რომელიც ესმერალდას „გადასარჩენად“ მიდის, თუმცა კვაზიმოდომ ეს არ იცის) ტაძარს უახლოვდება, კვაზიმოდო მარტო დგება მთელი პარიზის წინააღმდეგ.
მას არ აინტერესებს ხალხი, არ აინტერესებს მორალი, არ აინტერესებს შედეგები იგი მზად არის, ტაძრიდან ადუღებული ტყვია და ქვები დაახალოს ყველას, რადგან ტაძარში ის ერთადერთი ადამიანია, ვინც მისთვის მთელ სამყაროს ნიშნავს“, - წერს ნინი დგებუაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: