21 დეკემბერი განსაკუთრებული ენერგეტიკული დღეა - მიხეილ ცაგარელის თქმით, ზამთრის მზებუდობის დროს იხსნება ენერგეტიკული პორტალი, რაც ლოცვისა და სურვილების ჩაფიქრების საუკეთესო პერიოდად ითვლება.
აღნიშნულ საკითხებზე მიხეილ ცაგარელი Yotube-ის არხზე „ჩვენ - ქეთო ანთიძის პოდკასტი“ საუბრობს და 2026 წლის მთავარ ენერგიებზე გვიზიარებს რჩევებს:
„21 დეკემბერი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან იხსნება პორტალი. იქნება დიდი ენერგიები და ასეთი გვაქვს სულ 4 დღე. აქ არის ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე. ამას ჰქვია ზამთრის მზებუდობა და მზე გადადის თხის რქის ნიშანში.
ეს არის დღე ლოცვის, ილოცეთ და დალოცეთ ყველა.
თუ გაქვთ რაიმე ცუდი ჩადენილი, ბოდიში მოუხადეთ სამყაროს, იმ ობიექტს, ვისთანაც დააშავეთ. ასევე შეგიძლიათ, ჩამოწეროთ სურვილები - რაც გინდათ, რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. ახალ წლამდე იკითხეთ დღეში სამჯერ. ეს მუშაობს ძალიან კარგად“,- ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: