Digest Logo

„ამ დღეს უყვარს რესტორნები, გასეირნება, შეხვედრები, ლამაზი ადგილები და სასიამოვნო ურთიერთობა“ - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე

1780733627
თაკო მელიქიშვილი

6 ივნისი წარმატების, სილამაზისა და სურვილების ასრულების დღე 🔥

დღის ენერგიები: 6 • 4 • 1.

დღეს მნიშვნელოვანია, სამყაროს საკუთარი თავი დაანახოთ, დაიჯეროთ თქვენი სურვილების და საკუთარ თავს ლამაზად ცხოვრების უფლება მისცეთ.

💵 დღეს ფულადი ვარცხნილობის დღეა. ყველაფერი, რაც გარეგნობის განახლებას, თავის მოვლასა და საკუთარი მიმზიდველობის გაძლიერებას უკავშირდება, განსაკუთრებით სასიკეთოა.

💃 დღის მთავარი წესი გამოიყურებოდეთ იდეალურად. 6, 15 და 24 რიცხვის ენერგიის დღეებში მნიშვნელოვანია იყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ლამაზი იმიჯი დღეს იღბლის, ყურადღებისა და შესაძლებლობების მაგნიტივით მუშაობს. ნუ გადადებთ ცხოვრებას ხვალისთვის. გაიღვიძეთ, მოიწესრიგეთ თავი, გაიკეთეთ ვარცხნილობა, შეარჩიეთ ლამაზი სამოსი და გადით სამყაროსთან შესახვედრად.

🛍️ დღეს შესანიშნავი დღეა საკუთარი თავის გასახარებლად. თუ დიდი ხანია გინდოდათ სამკაული, ახალი ჩანთა, სუნამო, ტელეფონი ან რაიმე სასიამოვნო ნივთი დროა, თავი გაანებივროთ.

💎 ეს შენაძენი შეგიძლიათ განსაკუთრებული მნიშვნელობით დატვირთოთ. დაე, ის გახდეს წარმატების, სიუხვის, ბედნიერი მოვლენების, სიყვარულისა და სურვილების ასრულების სიმბოლო.

🍾 დღეს სასურველია, სახლში არ დარჩეთ. ამ დღეს უყვარს რესტორნები, გასეირნება, შეხვედრები, ლამაზი ადგილები და სასიამოვნო ურთიერთობა.

❤️ იდეალურია დრო საყვარელ ადამიანთან ერთად. თუ წყვილი არ გყავთ, მოუწყეთ პაემანი საკუთარ თავს. გაანებივრეთ თავი, უთხარით საკუთარ თავს თბილი სიტყვები და გაიხსენეთ, რამდენი რამ უკვე გააკეთეთ თქვენი ცხოვრებისათვის.

🌸 დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მხოლოდ კარგი ილაპარაკოთ. შეაქეთ საკუთარი თავი, მადლობა უთხარით საკუთარ თავს და დაინახეთ თქვენი წარმატებები.

📝 ოთხიანის ენერგია გირჩევთ, დღე მადლიერების პრაქტიკით დაიწყოთ. აიღეთ ფურცელი და დაწერეთ 10 გულწრფელი მადლიერება ყველაფრისთვის, რაც უკვე კარგი გაქვთ თქვენს ცხოვრებაში.

🙏 ამის შემდეგ დაწერეთ 10 სურვილი ისე, თითქოს ისინი უკვე ასრულდა. წერეთ აწმყო დროში, სიხარულისა და დარწმუნებულობის შეგრძნებით.

🚀 დღევანდელი დღე იდეალურია ოცნებებისთვის, ვიზუალიზაციისთვის და ახალი განზრახვების ჩამოსაყალიბებლად. რაც უფრო მეტ კარგ ემოციას ჩადებთ თქვენს სურვილებში, მით უფრო ძლიერი იქნება შინაგანი გამოძახილი. დღეს საკუთარი თავის სიყვარულის, სილამაზის, სიამოვნებისა და უკეთესის რწმენის დღეა.

🔥 მიეცით საკუთარ თავს უფლება, ბედნიერი იყოთ უკვე ახლა და არა ოდესმე, მომავალში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ დავიკლოთ წონაში ქაბაბის და მწვადის ჭამით? - არუნ ხათრი ვიდეომიმართვას ავრცელებს

🎥 ქვიზი მინი ბასლასთან - „ვარ მჭამელი, იმპერატორი და მაგარი...“

🎥 „სიმბოლურია, აქ დაინახა პირველად, ამ ადგილას შეხვდნენ...“ - ზაზა ნოზაძემ რჩეულს ხელი სთხოვა