Digest Logo

🎥 „ამ დღის ენერგეტიკა მომდევნო 18 წელზე იქონიებს გავლენას“ - ასტროფსიქოლოგი თამარ აქუბარდია 7 სექტემბრის სავსემთვარეობასა და მთვარის სრულ დაბნელებაზე

1756983525
თამარ აქუბარდია

7 სექტემბერს, 22:13 საათზე, ჩვენ ვიხილავთ სავსემთვარეს მთვარის სრული დაბნელებით (Blood Moon), რაც ასტროლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული და ტრანსფორმაციული მოვლენაა.

ეს სავსემთვარე და მთვარის დაბნელება არის ძლიერი ტრანსფორმაციის დრო, რომელიც საშუალებას გვაძლევს დაასრულოთ ძველი ციკლები და შევქმნათ სივრცე ახალი მიღწევებისთვის.

აღნიშნულ თემაზე, ასტროფსიქოლოგი თამარ აქუბარდია საუბრობს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს:

„დაბნელებაზე, ჩემს ემოციებს ვაკვირდები და არ ვაკეთებ უშუალოდ დაბნელებაზე მნიშვნელოვან საქმეს, მაგალითად ვცდილობ, არ ვიმგზავრო შორს სადმე. ენერგეტიკულად დატვირთული დღეებია, ამიტომ, მნიშვნელოვან არაფერს არ ვგეგმავთ. ვინც ამ პერიოდში ხართ დაბადებული, ისინი განსაკუთრებით გრძნობენ, რაც ირგვლივ ხდება. დიდი ხნის განმავლობაში იმუშავებს დაბნელების ენერგეტიკა, სულ ცოტა მომდევნო 18 წელი“,- ამბობს ასტროფსიქოლოგი თამარ აქუბარდია.