
ეზოტერიკოსი და ქართველი წინასწარმეტყველი გოგა მანია „დაიჯესტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში შინაურ ცხოველებთან მიმართებით პასუხისმგებლობასა და კარმულ შედეგებზე საუბრობს.
მისი თქმით, ძაღლისა და კატის მოვლა არა მხოლოდ მადლია, არამედ ადამიანისთვის სულიერი და ენერგეტიკული სარგებლის მომტანია.
„ცხოველის მოვლა პირველ რიგში უდიდესი მადლია. ენერგეტიკულად ძალიან კარგია ნებისმიერი ადამიანისთვის, თუ რა თქმა უნდა, ალერგია არ აქვს. ძაღლისა და კატის მოვლა, მოფერება, გამოკვება უდიდესი სიკეთეა“, – ამბობს გოგა მანია.
მისივე განმარტებით, ცხოველთან ცუდი მოპყრობა კარმულ ვალდებულებად ბრუნდება და შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებშიც კი აისახოს:
„ხშირად ცხოველები, ძაღლები მანქანის მძღოლების მსხვერპლი ხდებიან. თუ ეს შემთხვევით მოხდა, ეს მაინც კარმულ ვალდებულებად ეწერება ადამიანს. ასევე ხშირია შემთხვევა, როცა მოხუც ძაღლებს სახლიდან შორს ტოვებენ. კარმულად ასეთი დამოკიდებულება ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებით ბრუნდება ან სულიერი შეტევებით. მოკლული ძაღლის ნაცვლად შეუძლიათ, ახალი აიყვანონ და მასზე იზრუნონ. გამოსყიდვა სწორედ აქედან მოხდება დანაშაულის“.
გოგა მანია ასევე შეეხო ცხოველების განსაკუთრებულ უნარებს:
„ძაღლებს მესამე თვალი გახსნილი აქვთ. ისინი ხედავენ იმას, რასაც ადამიანები ვერ ხედავენ. სწორედ ამიტომ, მათზე ცუდი ძალებიც ხშირად მოქმედებენ. მშვიდი ძაღლი შეიძლება მოუსვენრად და ავად გადაიქცეს, რაც პირდაპირ მოქმედებს ადამიანის ასტრალურ სხეულზე“.
გოგა მანიას რეკომენდაციით, ვინც ცხოველს აიყვანს, ბოლომდე უნდა აგოს პასუხი მის მოვლაზე:
„ძაღლის ან ნებისმიერი ცხოველის აყვანა უბრალოდ ცხოველის სახლში მოყვანა არ არის. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. თუ ხედავთ, რომ ვერ შეძლებთ მის მოვლას, უმჯობესია გაუფრთხილდეთ და გადააბაროთ იმ ადამიანს, ვინც იზრუნებს მასზე. თუ ადამიანს ფინანსური მიზნით არ აქვთ თავშესაფრები გაკეთებული და ამ ძაღლებით ფულს შოულობენ, მაშინ ეს არ არის დანაშაული პირიქით კარგია“.
გოგა მანია საქართველოში გახშირებულ უბედურ შემთხვევებს და სტიქიურ მოვლენებს შეეხო:
„სამწუხაროდ, ავარიები და მკვლელობები მოიმატებს. საქართველოში მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები გახშირდება, თუმცა ისეთი მასშტაბის სტიქიური მოვლენები, როგორიც თურქეთში იყო, ჩვენთან არ იქნება“.