Digest Logo

„ამ პერიოდში აზრები უფრო სწრაფად მოძრაობს და ცხოვრება მრავალფეროვან რიტმში გადადის“ - თამარ ხოსროშვილი მზის ტყუპების ზოდიაქოში გადასვლაზე

1779370127
თამარ ხოსროშვილი

დღეს, თბილისის დროით 04:37 საათზე, მზე ტყუპების ზოდიაქოში გადავიდა — და სამყაროს რიტმი საგრძნობლად ჩქარდება.

კუროს სტაბილური, ნელი და შენარჩუნებაზე ორიენტირებული ენერგიის შემდეგ, სივრცეში უფრო მსუბუქი, მოძრავი და მენტალურად აქტიური განწყობა შემოდის. აქტიურდება კომუნიკაცია, ინფორმაციის მიმოცვლა, გადაადგილება, ახალი კონტაქტები და ცნობისმოყვარეობა.

ტყუპების მთავარი პრინციპი დაკავშირებაა — ადამიანების, იდეების, ინფორმაციის, ადგილების.

ეს არის ნიშანი, რომელსაც მუდმივად სჭირდება მოძრაობა და ახალი შთაბეჭდილებები. ხშირად ჩნდება განცდაც, რომ თუ წამით შეჩერდება, შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი გამორჩეს — ახალი იდეა, შესაძლებლობა ან საინტერესო ინფორმაცია.

ტყუპების სეზონი განსაკუთრებით კარგი პერიოდია:

სწავლისთვის

წერისა და კომუნიკაციისთვის

ახალი კონტაქტებისთვის

მოლაპარაკებებისა და შეთანხმებებისთვის

მოგზაურობისა და გადაადგილებისთვის

იდეების გაზიარებისთვის

ამ პერიოდში აზრები უფრო სწრაფად მოძრაობს, ადამიანები მეტად კონტაქტურები ხდებიან და ცხოვრება თითქოს უფრო მრავალფეროვან რიტმში გადადის.

განსაკუთრებით ჰარმონიულად იგრძნობა ეს ენერგია ჰაერის ნიშნებისთვის — ტყუპები, სასწორი და მერწყული. მათთვის ეს პერიოდი მეტ სიმსუბუქეს, შთაგონებასა და მენტალურ აქტივობას მოიტანს.
არ გაჩერდე — ეს ტყუპების დევიზია“, - წერს თამარ ხოსროშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕21 მაისის კოსმოსური ამბები - „დღეს ბარაქა მოდის მათთან, ვინც მოქმედებს დიდსულოვნად, გულუხვად და სჯერა საკუთარი გამარჯვების“

⭕ნახეთ, რა ღონისძიებები გაიმართება საქართველოში 26 მაისთან დაკავშირებით

🎥 „თუ ექიმთან მისასვლელი ფული არ გაქვს ე.ი. ინტელექტუალი არ ყოფილხარ, თორემ იშოვიდი… ინტელექტუალ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფული!“ – პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია