Digest Logo

🎥 „თუ ექიმთან მისასვლელი ფული არ გაქვს ე.ი. ინტელექტუალი არ ყოფილხარ, თორემ იშოვიდი… ინტელექტუალ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფული!“ – პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია

1779344299
ციცინო შურღაია

პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია გადაცემაში VERSUS იმყოფებოდა სტუმრად, სადაც განაცხადა რომ  ინტელექტუალ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რომ ინტელექტუალია.

„თუ გაქვს ინტელექტუალურობა, უკვე იმდენს მიაღწიე, რომ იშოვო ექიმის ფული.

თუ ექიმთან მისასვლელი ფული არ გაქვს, ე.ი. ინტელექტუალი არ ყოფილხარ, თორემ იშოვიდი…

ინტელექტუალურ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფული! წინააღმდეგ შემთხვევაში, ნუ ექნება პრეტენზია, რომ ინტელექტუალია.

მე, მაგალითად, სადაც არ უნდა დამსვა სამუშაოზე, სულ მექნება სამსახური. რატომ არ ვარ რეალიზებული? ინტელექტუალურობასაც თავისი ხარისხი აქვს და მსგავსი ადამიანი ყოფილა მაშინ ერთი ქვეყნის ინტელექტუალი“, – ამბობს პლასტიკური ქირურგი ციცინო.

ცნობისთვის, ერთ-ერთი გადაცემაში რამდენიმე კვირის წინ ციცინო შურღაიამ განაცხადა: 

„ინტელექტუალი და ინტელიგენტი ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება. ავხსნი, ინტელექტუალმა ადამიანმა არ უნდა ჭამოს ღორივით. უნდა წავიდეს ექიმთან და მართოს ეს პრობლემა, სიმსუქნე არ არის გადაუჭრელი პრობლემა. ჭარბი წონა გულისხმობს დიაბეტს, დიაბეტი კი იწვევს მხედველობის პრობლემებს, ჭკუასუსტობას. ინტელექტუალური ადამიანი კი დადის ექიმთან და ჯანმრთელობას აკონტროლებს, გაიგე? მე ვამბობ, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, არის ეს პრობლემა. გაჭირვებული ადამიანი, რომელსაც არ აქვს ექიმის ფული დღეს ჩვენს ქვეყანაში, მათ რიცხვი ძალიან ცოტაა. როდესაც დავწერე, რომ ეს სხვისი სიტყვებია, გაიგეს“.

ნახეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დეპრესია შეიძლება ქრონიკული ტკივილების დაწყებამდე დაახლოებით 10 წლით ადრე დაემართოს ადამიანს“ - რას წერს ლევან შელეგია

⭕„დღეს გაამრავლეთ ის, რაც თქვენს მომავალს აუმჯობესებს! მეტი ყურადღება გამოიჩინონ ხარის წლებში დაბადებულებმა“ - 21 მაისის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით