
თებერვლის ენერგიების და მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე „იუთუბის“ საკუთარ არხზე ვიდეოში საუბრობს, სადაც საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას და რჩევებს უზიარებს.
ვენერას ზოდიაქოს ნიშნის ცვლილება
„ახლა გვაქვს თევზებში ვენერა და მათთვის, მორიელებისთვის და კირჩხიბებისთვის კარგი პერიოდია, ასევე ვისაც პირად რუკაში ვენერა გყავთ თევზებში თქვენთვის ახლა ფინანსურად კარგი პერიოდია. თუმცა 4 თებერვალს ვენერა იცვლის ტრანზიტს და გადადის ვერძში.
დაიწყება სასიყვარულო პერიოდი, პარტნიორული ურთიერთობები წამოიწევს წინ და ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის და ვისაც პირად რუკაში ვენერა გყავთ ვერძში, თქვენთვის იწყება კარგი პერიოდი.
ეს დღეები მიაქციეთ ყურადღება თქვენ სიზმრებს, რადგან შესაძლოა გქონდეთ წინასწარმეტყველური სიზმრები, ვინაიდან, როცა ნეპტუნის შეერთება არის პირად პლანეტებთან ეს სიზმრები შეიძლება ახდეს.
ვენერა ნეპტუნის შეერთება იწვევს მისტიკურ დღეებს. თებერვალი მოიტანს ბევრ ცვლილებებს და იქნება ტრანსფორმაციული პერიოდი, განსაკუთრებით კი მერწყულისთვის, კუროსთვის, მორიელისთვის და ლომისთვის.
ამ პერიოდში გაიზრდება სიკვდილიანობა და უბედური შემთხვევები.
12 თებერვალს იქნება სავსემთვარეობა, ეს არ იქნება მარტივი სავსემთვარეობა, აქ იქნება ურანის პლანეტა ჩართული, რომელიც არის ქაოსის და რევოლუციის პლანეტა.
სპონტანური და აფექტური დღე იქნება, ფრთხილად იყავით ყველანი, განსაკუთრებით ვინც საჭესთან ხართ და ეს პერიოდი გაატარეთ ფრთხილად.
სავსემთვარეობა ყველაზე მეტად მოახდენს გავლენას - მერწყულზე, მორიელზე კუროზე და ლომზე.
ეს დღე კარგია სახლის დასალაგებლად და ენერგეტიკული წმენდისგან, არ არის კარგი ახალი საქმის დასაწყებად, ოპერაციისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის“, - ამბობს ასტროლოგი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„იაქტიურეთ ყველა ფრონტზე, ახლა თქვენი დროა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან