Digest Logo

🎥 „იმდენად ცუდად იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ უხსენებია...“ - რას წერს ლევან კბილაშვილის და მამაზე

1770100197
ლევან კბილაშვილი

2023 წლის 21 ივნისს უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს, გულშემატკივარს და ქართულ საზოგადოებას თავზარი დასცა.

გარდაცვლილის მამას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. იგი საავადმყოფოდან რამდენიმე დღის წინ გაწერეს და მის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში ლევანის და, სალომე კბილაშვილი წერს:

„სულ ცოტა ხნის წინ საავადმყოფოდან გამოგვწერეს…

გზაში ტელეფონმა დამირეკა. ზარად ლევანიკოს სიმღერა მაქვს დაყენებული. მამამ გაიგონა ეგონა, ჩართული მქონდა და მთხოვა, ხმისთვის ამეწია…

იმდენად ცუდად იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ უხსენებია ლევანიკო… და ახლა, სწორედ ახლა, მისი სიმღერის მოსმენა მოინდომა. 

უფალო, მიეცი ჯანმრთელობა რომ დიდხანს, ყოველ დილით, თავისი ხელით აუნთოს სანთელი ჩვენს მფარველ ანგელოზს“, - წერს სალომე კბილაშვილი.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/940570081648444

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ძალიან მნიშვნელოვან დროს გავდივართ თებერვლის დასაწყისში, ამიტომ ეფექტურად გამოიყენეთ ეს პერიოდი“ - რას გვირჩევს ქეთი ოდიშელი

„ძველი სტრუქტურების საბოლოო დაშლა და ახალი წესრიგის ფორმირება...“ - თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი თამარ ხოსროშვილისგან

„ფუნდამენტური რყევა და ქაოსი, რომელიც წარსულს მომავლისთვის ანგრევს, გამოწვევაა მოწესრიგებული ევოლუცია“ - ასტროლოგი პლანეტა ურანზე